x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ეპისკოპოსი ლაზარე კორონავირუსით გარდაიცვალა
image

წმინდა სინოდის წევრი და ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი) 65 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ეპისკოპოსს კორონავირუსთან ერთად სხვა თანმხლები დაავადებაც ჰქონდა.


ეპისკოპოსი ლაზარე, ერისკაცობაში დიმიტრი ნიკოლოზის ძე სამადბეგიშვილი დაიბადა 1955 წლის 20 აგვისტოს ქალაქ თბილისში.1972 წელს დაამთავრა ქ. თბილისის ერთ-ერთი საშუალო სკოლა.1979-1982 წლებში სწავლობდა მცხეთის სასულიერო სემინარიაში.


1981 წლის 7 მარტს სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აკურთხა დიაკვნად.

ამის შემდეგ იგი იყო სვეტიცხოვლის და ქაშუეთის ეკლესიის მღვდლეთმსახური, 1990 წლიდან მოსკოვის წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი იყო.

1995 წლიდან მოღვაწეობა განაგრძო ბათუმში, სადაც დაინიშნა ბათუმის სასულიერო სემინარიის რექტორად, ამავე პერიოდში იყო ბათუმის წმიდა ბარბარეს ტაძრის წინამძღვარი.

2014 წლის 3 ივნისის წმიდა სინოდის სხდომაზე გამოარჩიეს ახლადშექმნილი გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მღვდელმთავრად.

2014 წლის 11 ივნისს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმიდა სინოდის მღვდელმთავართა თანამწირველობით ეპისკოპოსად დაასხა ხელი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით.

2017 წლის 2 იანვარს ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი) გადმოყვანილ იქნა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად.

0
19
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0