მეცნიერებმა ისრაელიდან განაცხადეს, რომ პირველად შეძლეს ადამიანის დაბერების ბიოლოგიური პროცესის შეფერხება და უკან შებრუნება. კვლევის შესახებ სამეცნიერო ჟურნალ Aging- ში დაიბეჭდა.
ამის მიღწევა ჰიპერბარულ ბაროკამერაში ჟანგბადის თერაპიით მოხერხდა. როგორც ცნობილია ასაკის მატებასთან ერთად ადამიანის ქრომოსომების ბოლოები - ტელომერები - მოკლდება. ისინი ქრომოსომას იცავენ დაშლისაგან. რაც უფრო ხანშიშესულია ადამიანი და რაც უფრო მეტი დაავადება აქვს - მით უფრო მოკლე ტელომერები აქვს. ამის გამო უჯრედი გაყოფის-გამრავლების უნარს კარგავს, ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას. არ კვდება, მაგრამ ორგანიზმში გროვდება და ხელს უშლის რეგენერაციის პროცესს.
თელ-ავივის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხანშიშესულ ადამიანებს ბაროკამერაში სუფთა ჟანგბადის მიწოდებისას ტელომერების ზომა 20%–ით გაეზარდათ. კვლევაში 64 წელს გადაცილებული 35 ჯანმთელი ადამიანი მონაწილეობდა.
მათ სათითაოდ 90 წუთით ათავსებდნენ ბაროკამერაში კვირაში ხუთი დღის განმავლობაში სამი თვის მანძილზე. ისინი ბაროკამერაში სუფთა ჟანგბადს ისუნთქავდნენ. კვლევის ბოლოს, მეცნიერების შეფასებით მათი ტელომერების ზომამ ოცდახუთიწლისწინანდელს მიაღწია. ეს კი ხელს უწყობს ახალი ჯანმრთელი უჯრედების რეგენერაციას.
მანამდე ასეთივე კვლევა ცხოველებზე ჩატარდა, რამაც მათი სიცოცხლის ხანგრძლივობის დაახლოებით ერთი მესამედით გაზრდა გამოიწვია
მანამდე ასეთივე კვლევა ცხოველებზე ჩატარდა, რამაც მათი სიცოცხლის ხანგრძლივობის დაახლოებით ერთი მესამედით გაზრდა გამოიწვია