სისხლის სამართალი ცნობილი მანიაკი მეტსახელად "იორკშირელი მფატრავი " Covid-19-ისგან გარდაიცვალა-კრიმინალური არქივიდან 2020, 16 ნოემბერი, 13:43 ![]() Covid-19-ით ონფიცირების შემდეგ ყოფილმა მძღოლმა ბრეტფორდიდან უარი თქვა მკურნალობაზე და მხოლოდ დამძიმებული მდგომარეობის შემდეგ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც იგი გარდაიცვალა. სატკლიფმა სამი ათწლეული გაატარა მკაცრი რეჟიმის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, შემდეგ კი 2016 წელს "ფრანკლენდის" ციხეში გადაიყვანეს, დარემის საგრაფოში. ყოფილმა გამომძიებელმა ბობ ბრიდსტოკმა, რომელიც სატკლიფის საქმეს იძიებდა, აღიარა, მისი გარდაცვალების გამო ნამდვილად ცრემლებს არ დაღვრის. ![]() მანიაკის პირველი მსხვერპლი გახდა 28 წლის ვილმა მაკანი, ოთხი შვილის დედა გამოძიების დროს, სატკლიფი ცხრაჯერ დაკითხეს, მაგრამ ყოველ ჯერზე ის თავს იძვრენდა და აგრძელება მკვლელობებს. ” რითაც იგი მრავალი წლის განმავლობაში იქცევდა ყურადღებას, ყველა ეს ამბავი, რამაც ტანჯვა მოგვაყენა, როგორც იქნა საბოოლოოდ დასრულდა”, - განაცხადა მისი პირველი მსხვერპლის შვილმა რიჩარდ მაკანიმ. სატკლიფის "იორკშირელი მფატრავი " უწოდეს იმიტომ, რომ ამ საგრაფოს ტერიტორიაზე ახორციელებდა მკვლელობებს. სერიული მკვლელი ქალებს ტრადიციულად ასახიჩრებდა ჩაქუჩით, სახრახნისით და დანით.ასევე დამტკიცდა, რომ იგი მასტურბირებდა უკვე მოკლულ გვამებზე. ![]() ამიტომ მეორე მკვლელობის შემდეგ, დასავლეთის იორკშირის პოლიციამ გამოაცხადა, რომ ეძებდნენ მეძავების მკვლელს და ყველა სხვა მტკიცებულება უბრალოდ უგულებელყოფილი იყო, ეს იყო შეცდომა. ![]() ჰამბლე გაასამართლეს ცრუ ჩვენების და გამოძიების არასწორ კვალზე დაყენების გამო, პროცესის დროს ცნობილი გახდა, რომ პოლიციის მიერ უშედეგო ძების დრო დაკარგული დროის განმავლობაში მანიაკლმა კიდევ სამი ქალი მოკლა. ჰამბლე ისე გარდაიცვალა (2019 წელს), რომ მაინც არ განმარტა, თუ რატომ შეიყვანა შეცდომაში პრესა და პოლიცია. საერთო ჯამში, თავისი სისხლიანი დანაშაულებით მანიაკმა შეძრა მთელი ქვეყანა.მკვლელის ძებნაში 200 გამომძიებელი ჩაერთო. მათ მოინახულეს 23 ათასზე მეტი სახლი, გამოკითხეს 130 ათასზე მეტი მოწმე, შეამოწმეს 150 ათასი მანქანა. პოლიციელებს ბედმა მხოლოდ 1981 წლის 2 იანვარს გაუღიმა, როდესაც შეფილდში, წითელი ფანრების უბანში, ყალბი ნომრებიანი ყავისფერი "როვერი" გააჩერეს.მანიაკს მანქანში მეძავი ოლივია რეივერსი ეჯდა. სატკლიფი დააპატიმრეს და დიუსბერის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. იგი დაკითხეს "იორკშირელი მფატრავთან "დაკავშირებით, რადგან მისი გარეგნული მონაცემები ემთხვეოდა ბევრ ცნობილ ფიზიკურ მახასიათებელს. ![]() სატკლიფმა პოლიციის განყოფილებაში ტუალეტის ავზში მოახერხა მეორე დანის დამალვა იმ დროს, როდესაც ტუალეტის გამოყენების უფლება მისცეს. ![]() ასევე იხილეთ1977 წელს ერევანში მოხდა საბჭოთა კავშირის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სახელმწიფო ბანკის ძარცვა, მძარცველებმა იმ დროისათვის ასტრონომიული თანხა 1, 5 მილიონი მანეთი მოიპარეს. ბიძაშვილები, ნიკოლაი და ფელიქს კალაჩიანები საკამოდ განსხვავებული ხასიათის იყვნენ, ნიკოლაი მეოთხე კლასში იყო, როდესაც დედა და სიმსივნით მომაკვდავი მამა მიატოვა და ბოშათა ბანაკ... 169 4-ს მოსწონს
|