x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
კრიმინალური არქივიდან: ყველაზე ცნობილი კაციჭამია საბჭოთა კავშირში
image

ნიკოლაი ჯუმაგალიევი-(დაიბადა 1952 წელს ყაზახეთში)სერიული მკვლელი და კანიბალი.მან მოკლა 1979-80 წლებში მინიმუმ 10 ადამიანი.


ჯუმაგალიევის პირველი მსხვერპლი სოფლელი გოგონა იყო.მან გოგოს ყელი გამოჭრა, გაჭრა სიგრძეზე და შემდგომ ერთი თვის განმავლობაში ჭამდა.


დაკავების შემდეგ ჯუმაგალიევმა პირველსავე დაკითხვაზე აღიარა, რომ მას არასდროს უმართლებდა ქალებთან.



1975-78 წლებში იგი ციმბირში მუშაობდა, მაგრამ მისივე თქმით, ვისაც გაიცნობდა, ყველა ღალატობდა და შემდეგ მიდიოდნენ მისგან.(ამავე პერიოდში იგი სიფილისით და ტრიქომონიაზით დაავადდა)


შემდეგ ყაზახეთში დაბრუნდა და იქ შეუყვარდა ერთი გოგონა, თუმცა მანაც ცოტა ხანში იგივე გამოუცხადა, რაც სხვა ქალებმა.

ამის შემდეგ გადაწყვიტა ნიკოლაიმ ქალებისგან სამყარო გაესუფთავებინა.

მას ჩაუვარდა ხელში ძველი წიგნი ოკულტიზმზე.იქ ეწერა, რომ თუ ადამიანთა მსხერპლთშეწირავას განახორციელებდი, ზეციურ, უმაღლეს არსებად გადაიქცეოდა.


ჩხრეკისას ჯუმაგალიევის სახლში აღმოაჩინეს დიდი კასრი, სადაც მის მიერ მოკლულ მსხვერპლთა ხორცს ინახავდა.

დაკავების შემდეგ 1981 წელს სასამართლომ გამოიტანა განაჩენი.მას იძულებითი მკურნალობა დაუნიშნეს ტაშკენტის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.

image

8 წლის განმავლობაში ექიმები ცდილობდნენ ნიკოლაი კაციჭამიობაზე მიდრეკილებისგან გაენთავისუფლებინათ...


შედეგად მორიგი გასინჯვის შემდგომ ნიკოლაი განკურნებულად ჩათვალეს და ჩვეულებრივ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს..კანვოიმ "დაცვად" სანიტარი და მედდა გამოუყო..რა თქმა უნდა ჯუმაგალიევი გაიქცა...ეს იყო 1989 წლის აგვისტოში.


ორი წლის განმავლობაში ეძებდნენ მთელს ქვეყანაში, დააკავეს ისევ საკუთარი წერილის წყალობით, რომელიც ალმა-ატაში ნათესავებს მოსკოვიდან გამოუგზავნა .

წერილი ასე მთავრდებოდა:"მალე დავბრუნდები...აქ ძალიან ბევრი ლამაზი გოგო დადის.ერთი-ორი თუ დაიკარგა, ვერც ვერავინ შეამჩნევს" .

image

საბოლოოდ მაინაკი 1991 წელს ფერგანაში დააკავეს.მან თავი ჩინელ ლტოლვილად გაასაღა, იმისთვის რომ პატიმრობის მცირე ვადა მიეცათ.

შემდგომ მცირე ხნით ისევ გაქრა თვალსაწიერიდან.

1994 წელს ჯუმაგალიევი ისევ მოათავსეს ტაშკენტის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.

image

2010 წელს ჯუმაგალიევი გამოუშვეს საავადმყოფოდან.თუმცა მალევე, მისი საცხოვრებლის სიახლოვეს პოულობდნენ დანაწევრებულ გვამებს.


დღესდღეობით ჯუმაგალიევი საზოგადოებისგან იზოლირებულია.იმყოფება ყაზახეთის სპეციალიზირებულ ფსიქიურ საავადმყოფოში, რომელიც გარშემორტყმულია ეკლიანი მავთულით.

ექიმების დასკვნით, "პაციენტის საქციელი გაწონასწორებულია, წყნარია.ხალისით მუშაობს განყოფილებაში, ხშირად ეხმარება მედპერსონალს.საფუძველი იმისა, რომ იგი საფრთხეს წარმოადგენს გარშემო მყოფთათვის არა გვაქვს."


მისი გამოწერის საკითხი კვლავ ღიაა.სპეციალისტები, რომლებიც სწავლობენ სერიული მკვლელების ფსიქოლოგიას, კატეგორიულად არ ეთანხმებიან ექიმების დასკვნას.

image




ასევე დაგაინტერესებთ

0
1513
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1513
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0