სისხლის სამართალი კრიმინალური არქივიდან:საყვარელი რომელიც 10 წელი სხვენში ცხოვრობდა 2017, 27 სექტემბერი, 12:30 1922 წლის 22 აგვისტოს პოლიცია გამოძახების შემდეგ მივიდა კერძო სახლში, სადაც აღმოაჩინეს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული თეთრკანიანი შუა ხნის მამაკაცი.იქვე კარადაში ჩაკეტილი იყო მისი ცოლი;ცოცხალი და საღსალმათი.
ქალის სახელი და გვარი გახლდათ ველბურგ "დოლი" ოსტერრეიხი, მეწარმის და ბიზნესმენის, ფრედი ოსტერრეიხის მეუღლე, ცოლმა განაცხადა, რომ სახლი შემოიჭრნენ მძარცველები, ქმარი მოკლეს, თვითონ კი კარადაში ჩაკეტეს, ქალმა რამდენიმე ნივთი ჩამოთვალა, რომელიც მძარცველებმა გაიტაცეს.პოლიცია შეუდგა საქმის გამოძიებას.....მაგრამ დროთა განმავლობაში გაირკვა სიმართლე, საკმაოდ დრამატული და უცნაური ისტორია, რომლის ინტრიგები ჰოლივუდის სცენარისტებსაც კი შეშურდებოდათ. ველბურგ კორშელი გერმანელი ემიგრანტი იყო, რომელიც აშშ-ს შუა დასავლეთში ფერმაში სრულ სიღატაკეში გაიზარდა, მისი ცხოვრება ძირფესვიანად მას შემდეგ შეიცვალა, როდესაც სრულიად ახალგაზრდა მკერავად მოეწყო მეწარმის, ფრედი ოსტერრეიხის სამკერვალოში, ფრედის, რომელიც ბევრად უფროსი იყო ძალიან მოეწონა გოგონა და მალევე მისი ცოლიც გახდა. ფრედმა გააფართოვა ბიზნესი და მილოუკში საკუთარი სამკერვალო ფაბრიკა გახსნა, ცოლ-ქმარი თითქოს გარეგნულად ის ჩანდა, რომ ჩვეულებრივიდ ცხოვრობდნენ, თუმცა დროთა განმავლობაში ველბურგს მოსწყინდა დიასახლისის ერთფეროვანი ცხოვრება, ქალმა თვალი დაადგა მასზე ბევრად უმცროს, 17 წლის საკერავი მანქანების ხელოსანს, ოტო სანუბერს, რომელიც ფრედის ფაბრიკაში მუშაობდა(იმ დროისთვის ველბურგი 33 წლის იყო). რომანი მას შემდეგ გაჩაღდა, როდესაც ველბურგმა დაურეკა ქმარს და შესჩივალა, რომ სახლში საკერავი მანქანა "გაუფუჭდა" და სთხოვა ხელოსანი გამოეგზავნა, "დოლი" 17 წლის ხელოსანს სექსუალური ღამის პერანგით შეეგება... ფოტოზე:ოტო სანუბერი ამის შემდეგ ქალს ხშირად "უფუჭდებოდა" საკერავი მანქანა, თუმცა მას შემდეგ, რაც მეზობლებს ეჭვი შეეპარათ ოტოს ხშირი სტუმრობის გამო და ჭორებმა ფრედის ყურამდეც მიაღწია, ველბურგმა გაავრცელა ხმები, რომ ვითომ ოტო მისი გერი ძმა იყო, ხოლო ყოველივე ამის შემდეგ დაებადა გენიალური იდეა, საყვარელი თავისთან სახლში გადმოეყვანა.ქალმა ამისთვის სხვენი შეარჩია, სადაც ფრედი არასდროს ადიოდა.ამის შემდეგ, წლების განმავლობაში ოტო, რომელიც სრულიად უპატრონი იყო, იქცა ქალზე დამოკიდებულ სექს-მონად. ფოტოზე: სახლი მილოუკში რამდენიმე წლის შემდეგ ფრედმა გადაწყვიტა ბიზნესის გაფართოება, ამისთვის კი ცოლ-ქმარს საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში გადასვლა მოუწიათ. ველბურგ "დოლი" დიდხანს ეძებდა ლოს-ანჯელესში სახლს სხვენით, რომელიც იმ პერიოდში დიდი იშვიათობა იყო.საყვარელი მანამდე გაამგზავრა "დოლიმ" ლოს-ანჯელესში, სანამ ოჯახი ოფიციალურად გადაბარგდებოდა. ახალგაზრდა კაცი მთლიანად დამოკიდებული იყო ქალზე, როგორც Los Angeles Times-სი აღწერს, ოტოს სხვენში მოწყობილი ბუდე იყო ერთი ლეიბი, ღამის ქოთანი და ნავთქურა, დღის განმავლობაში, როდესაც ფრედი სამსახურში იყო ოტო ალაგებდა სახლს, ამზადებდა სადილს, ჭურჭელს რეცხავდა და ლოგინში თავის მოვალეობასაც ასრულებდა, თანხა არასდროს გააჩნდა, ხანდახან ცენტებს თუ მიუგდებდა ქალი.ღამით ბულვარულ რომანებს წერდა, ოცნებობდა ცნობილი მწერალი გამოსულიყო, გარეთ სასეირნოდ გასვლას მაშინ ახერხებდა, თუ ცოლ-ქმარი სახლში არ იყო. ფოტოზე: სახლი ლოს-ანჯელესში რა თქმა უნდა ეს საიდუმლო რომანი მუდმივად ვერ გარძელდებოდა, ერთხელაც როდესაც მთვრალი ფრედი სახლში მოვიდა, ცოლ-ქმარს შორის ატყდა საშინელი ჩხუბი და კამათი, ოტომ თავი ვეღარ შეიკავა, ჩამოირბინა კიბეებზე და ხანმოკლე ჩხუბის შემდეგ 25 კალიბრიანი პისტოლეტით მოკლა ფრედი, რა თქმა უნდა სიკვდილის წინ ბიზნესმენი შოკირებული იქნებოდა სახლში უცხო მამაკაცის ხილვით, იგი მანამდეც ჩიოდა, რომ სახლიდან სიგარები და საჭმელი იკარგებოდა, აგრეთვე ხმები ესმოდა სხვენიდან, თუმცა "დოლი" აწყნარებდა და ებნებოდა, რომ ეჩვენება და ეს ყველაფერი გადაღლილობის ბრალია. ფოტოზე: ქმრის სიკვდილის დღეს გადაღებული სურათი, (ხელმარცხნივ"დოლი") როდესაც ფრედი მოკვდა, დოლიმ და ოტომ გადაწყვიტეს ძარცვის ინსცენირება მოეწყოთ, ფრედის მაჯიდან მოხსნეს საათი, ოტომ კარადაში ჩაკეტა დოლი და გასაღები იქვე დააგდო, თვითონ კი ისევ სხვენში დაიმალა. მრავალი წლის განმავლობაში საქმე გაუხსნელი იყო, პოლიცია ცოლზე საფუძვლიანად ეჭვობდა, მაგრამ ვერ უმტკიცებდა. საქმე გაიხსნა რამდენიმე წლის შემდეგ ველბურგის ადვოკატის, ჰერმან შაპიროს წყალობით, რომელიც ქალმა ტრადიციულად თან აცდუნა. დოლისთან კომუნიკაციის პროცესში მან გაიგო, რომ ქალი კვლავ ინახავდა გარდაცვლილ ქმრის საათს, რომელიც თეორიულად მოპარული უნდა ყოფილიყო. მალე პოლიციამ კვალს მიაგნო და იპოვა საათი, ასევე ორი 25 კალიბრიანი პისტოლეტი, რომლის გადამალვაც დოლიმ მეზობლებს დაავალა. დოლი დააკავეს, საყვარელი კი, რომელიც სხვენში იმალებოდა სახლში დარჩა. ფოტოზე:ველბურგ "დოლი"-1930-იანი წლები. დოლიმ დაარწმუნა შაპირო მისულიყო ცარიელ სახლში და საკვები პროდუქტები წაეღო, შაპიროს გაუკვირდა და მიზეზი ჰკითხა, დოლიმ აუხსნა, რომ იქ მისი "გერი ძმა" ცხოვრობდა. შაპირო იმდენად დაჰიპნოზებული იყო დოლით, რომ იგი მართლაც მივიდა სახლში, სადაც ნახა ოტო სანუბერი და პირველმა მოისმინა მათი უცნაური ურთიერთობის ისტორია. ადვოკატმა დაადგინა, რომ ის იყო პირველი ადამიანი, რომელიც ოტოს 10 წლის განმავლობაში პირველად ესაუბრა. ფოტოზე:ოტო სანუბერი-1930-იანი წლები ოტო ამის შემდეგ კანადაში გაიქცა და იქვე ცოლიც მოიყვანა, საბოლოოდ ოტო სანუბერი დააკავეს და აშშ-ში დააბრუნეს. გაიმართა სასამართლო, რადგან მკვლელობიდან 8 წელი იყო გასული, ოტო გაანთავისუფლეს(კალიფორნიის მაშინდელი კანონის თანახმად მკვლელობიდან 3 წლის შემდეგ საქმე თუ არ გაიხსნებოდა დახურულად ცხადდებოდა). რაც შეეხება დოლის, ნაფიცი მსაჯულები ერთობლივ კონსესუსამდე ვერ მივიდნენ და ისიც 1936 წელს გაანთავისუფლეს. 1968 წელს გამოდის ფილმი "Bliss of Mrs. Blossom", რომელიც ამ ისტორიაზეა დაფუძნებული, აგრეთვე სატელევიზიო ფილმი "The Man in the Attic"-1995 წ.(მამაკაცი სხვენიდან)ნილ პატრიკ ჰარისის მონაწილეობით, 2017 წელს გამოვიდა დოკუმენტური ფილმი სერიით "დანაშაული წარსულიდან"(A Crime to Remember) "გამოიცანი ვინ არის?" P.S 1961 წელს ველბურგი დოლი 80 წლის ასაკში ცოლად გაჰყვა 30 წლის როი ბერტ კენდრიკს, ორი კვირის შემდეგ კი გარდაიცვალა. კრიმინალური არქივიდან:წარმოუდგენელი სისასტიკე- ორი დაქალის ტრაგიკული ისტორია ანუ რა დონეზე შეიძლება დაეცეს ადამიანის ზნეობა 1218 10-ს მოსწონს
|