სისხლის სამართალი სიმპატიური ექიმი მარწყვით გაუმასპინძლდა და ამის შემდეგ გოგონა მანიაკის ბუნკერში აღმოჩნდა 1 ნოემბერი, 12:58
შვედეთში დაიწყო დოკუმენტური სერიალის „ბუნკერის“ ეთერში გაშვება, რომელიც 2015 წლის სექტემბერში ექიმ მარტინ ტრენებორგის მიერ იზაბელ ერიქსონის გატაცებას ეხება.
მანიაკის მსხვერპლის ნამდვილი სახელი უსაფრთხოების მიზნით არ სახელდება. მაგრამ ქალი პარადოქსულად არ მალავს თავის სახეს. ის იხსენებს, რომ ტრენებორგის კლანჭებში აღმოჩნდა იმ დროს, როდესაც შვიდი წელი მუშაობდა ესკორტად და ღამეში 2500 დოლარს იღებდა. ექიმი რესპექტაბელური და ადეკვატური ჩანდა ესკორტის მიმართ, ტრენებორგს არც გარეგნობას დაუწუნებდით, ამიტომ გოგონას ცუდი წინათგრძნობა არ ჰქონია. მამაკაცი ერიქსონს ბინაში ესტუმრა და თან მარწყვი მიუტანა. პარალელურად შვედმა თავი გააცნო, როგორც ლონდონში მცხოვრები ამერიკელი. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მარწყვი შეიცავდა ფსიქოტროპულ პრეპარატს, რის გამოც იზაბელმა გონება დაკარგა. მან გაიღვიძა ქალაქგარეთ, შორეულ ფერმაში, რომელიც მდებარეობს შვედეთის სამხრეთით, სტოკჰოლმიდან 560 კილომეტრში. 2016 წელს სასამართლოში გამოსვლისას ერიქსონმა გაიხსენა, რომ როდესაც მან იზოლირებულ ბუკერში მიაკითხა, ტრენებორგმა ცივად უთხრა, რომ გაქცევის მცდელობას აზრი არ ჰქონდა. კარი ისეთივეა, როგორც ბანკის სარდაფებში, ამიტომ მისი გაღება შეუძლებელია. იზაბელი მაინც ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ დამამშვიდებლები პრეპარატების ზემოქმედებამ დაასუსტა. -მან მითხრა, რომ თუ კიდევ ვეცდებოდი წინააღმდეგობის გაწევას, საწოლზე მიმაჯაჭვებდა და მხოლოდ კრეკერებს მაჭმევდა” -შემდეგ მითხრა, მქონდა თუ არა რაიმე მოთხოვნა ბუნკერის მოწყობისა და გაფართოების შესახებ, რადგან მე „აქ მრავალი წელი მომიწევდა ცხოვრება", სრულ პანიკაში ვიყავი.- - დასძინა ქალმა. იზაბელი ვერ მიხვდა საკანი მიწისქვეშ იყო თუ ზედაპირზე. ოთახში ფანჯრები არ იყო. მოგვიანებით, გამოძიებით დადგინდება, რომ ტრენებორგმა 2010 წელს დაიწყო 60 კვ.მ ფართობის ბუნკერის აშენება, კედლების სისქე იყო 30სმ. საკანში იყო საძინებელი, ტუალეტი და სამზარეულო, ხოლო ბუნკერს ეზოში მიდგმული ჰქონდა დახურული ფანჩატური - მეზობლები ვერ ხედავდნენ, ვინ შედიოდა ან გამოდიოდა იქიდან. ერიქსონის თქმით, გამტაცებელმა ექიმმა გამოუცხადა, რომ ის გახდებოდა მისი მონა და დააკმაყოფილებდა მის ყველა სურვილს, ალბათ დღეში ორ-სამჯერ. გარდა ამისა, ქალს ბუნკერში სისუფთავე უნდა დაეცვა - დაელაგებინა საკანი და საჭმელიც მოემზადებინა. იმისთვის, რომ დაედგინა იზაბელი სრულიად ჯანმრთელი იყო თუ არა, ტრენებორგმა მისგან სისხლის ნიმუშები და ნაცხი აიღო. ცოტა მოგვიანებით მან მსხვერპლს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება მისცა და აუხსნა, რომ არ სურდა მისი დაორსულება. ქალბატონისთვის საბედნიეროდ, მანიაკი წარმოუდგენლად სულელი აღმოჩნდა. გატაცებიდან ხუთი დღის შემდეგ, ის შეაშფოთა ერიქსონის გაუჩინარების შესახებ ახალი ამბების ნაკადმა. მან გადაწყვიტა ერიქსონი წაეყვანა პოლიციის განყოფილებაში, რათა დეტექტივებისთვის ეთქვა, რომ მას საფრთხე არ ემუქრებოდა. მაგრამ, როცა პოლიციის პირისპირ აღმოჩნდა, იზაბელმა მაშინვე მოუყვა ყველაფერს, რაც იმ დღეებში განიცადა ტრენებორგის ფერმაში. პროკურატურამ ექიმს ბრალი გაუპატიურებასა და გატაცების მუხლით წაუყენა, სასამართლომ მას რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჟურნალისტებმა მას შეარქვეს "შვედი იოზეფ ფრიტცლი", ავსტრიელი მანიაკი რომელიც 24 წლის განმავლობაში სახლის სარდაფში დამწყვდეულ საკუთარი ქალიშვილს აუპატიურებდა.(მიყევი ბმულს) 278 2-ს მოსწონს
|