x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
კრიმინალური არქივიდან: ვინ იყო ის სამი ქალი ,რომელიც საბჭოთა კავშირში სიკვდილით დასაჯეს
image

ოფიციალურად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირში ქალებს სიკვდილით არ სჯიდნენ, რა სახის დანაშაულიც არ უნდა ჰქონოდათ ჩადენილი.სასამართლოს გამოჰქონდა განაჩენი-დახვრეტა, თუმცა არ აღესრულებოდა.მხოლოდ სამ შემთხვევაში დაიშვა გამონაკლისი და მოდით გავეცნოთ იმ სამ ქალს, რომლებიც სიკვდილით დასაჯეს სსრკ-ში.


1)ანტონინა მაკაროვა-image


დაბ.1920 წ. ან 1921წ-სმოლენსკის გუბერნიაში ნამდვილი გვარი პერფინოვა იყო, თუმცა როდესაც 7 წლის ასაკში მივიდა მასწავლებელს აერია მისი გვარი და ჟურნალში მაკაროვა ჩაწერა, რატომღაც გოგონას მშობლებს არ გაუპროტესტებიათ ეს ფაქტი და ასე შერჩა გვარი-მაკაროვა.



21 წლის იყო როდესაც მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ფრონტზე ჩაეწერა და არცაა გასაკვირი, ფილმი "ჩაპაევის" ნახვის შემდეგ მრავალი საბჭოთა გოგონასთის "ანკა-მეტყვიამფრქვევეს" გმირი მისაბაძი მაგალითი იყო.

image

თუმცა ანტონინამ ტყვიამფრქვევი ოდნავ მოგვიანებით აიღო ხელში, მანამდე სანიტრად ჩაეწერა ფრონტზე.

ვიაზემსკის ოპერაციის შემდეგ, მისი ნაწილი განადგურდა, ანტონინა ჯერ ერთი ხანობა ტყეში იმალებოდა, შემდეგ გერმანელება ტყვედ ჩაიგდეს, რამდენიმე თვის შემდეგ გაიქცა კიდევ ერთ ტყვესთან, ნიკოლაი ფედორჩუკთან ერთად, ანტონინა მის ე, წ, "საველე ცოლად იქცა…."ფედორჩუკი მაკაროვას სოფელ კრასნი-კოლოდეცთან დაშორდა და ოჯახში დაუბრუნდა ცოლ-შვილს ( ანტონინა ემუდარებოდა ფედორჩუკს არ მიეტოვებინა, თუმცა მან უარი განუცხადა.)


მალევე ანტონინა გერმანელების ახლად შექმნილ "ლოკოტის რესპუბლიკაში"(ბრიანსკის ოლქი) მოხვდა, ჯერ ერთ ქალთან ცხოვრობდა, შემდეგ კი გადაწყვიტა პარტიზანებს შეერთებოდა, თუმცა შემდეგ შეატყო, რომ გერმანელების მხარეს გადასული რუსები უფრო კომფორტულად იყვნენ და ისიც მათ მხარეზე გადავიდა.


ასე დაიწყო საბჭოთა კავშირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯალათის, ანტონინა მაკაროვას მოღვაწეობა, რომელიც ისტორიაში "ტონკა მეტყვიამფრქვევეს" სახელით შევიდა.

image

ანტონინას მხოლოდ პირველად გაუჭირდა კაცის მოკვლა, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი გერმანელებმა პირველი დახვრეტის დროს სითამამისთვის ანტონინას არაყი დაალევნეს, თუმცა შემდგომ "ტონკას" არაყი აღარ დასჭირვებია.

"ასეთი ადამიანებისთვის კაცი მოკვლა ნორმალურია და მათ სინდისის ქეჯნა არასდროს აწუხებთ"-აცხადებს ვნობილი ფსიქოლოგ-კრიმინალისტი მიხეილ ვინოგრადოვი.


ოფიციალური მონაცემებით "ტონკა მეტყვიამფრქვევემ" 1500 უდანაშაულო ადამიანი დახვრიტა.

image

ომის შემდგომ მაკაროვა გათხოვდა და ქმრის გვარი გინზბურგი აიღო.იგი კარგა ხანი იმალებოდა ჯერ ბელორუსიაში, შემდეგ კი რუსეთში, -კერძოდ ბრიანსკში და განაგრძობდა ცხოვრებას როგორც რიგითი სანიმუშაო საბჭოთა მოქალაქე, სუკმა მის კვალს 1976 წელს მიაგნო, ორწლიანი დაკვირვების, თვალთვალის და მასალების შეგროვების შემდეგ ანტონინა მაკაროვა დააკავეს.1978 წლის 20 ნოემბერს ბრიანსკის სასამართლომ მას სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა მიუსაჯა, განაჩენი 1979 წლის 11 აგვისტოს აღსრულდა.


2)თამარა ივანიუტინა-(დაბ.1941წ.)

image

1987 წლის 17-18 მარტს კიევში ერთბაშად სკოლა № 16 -ში მასიურად მოიწამლნენ ბავშვები, კიევის საავადმყოფოში გადაყვანილი 11 ბავშვიდან ორი, სერგეი პანიბრატი და ანდრეი კუზმენკო გარდაიცვალა, ხოლო 9 ბავშვი რეამინაციაში გადაიყვანეს, ექიმებს თავიდან ეჭვი ნაწლავურ ინფექციაზე ან გრიპზე ჰქონდათ, თუმცა პაციენტებს დაეწყოთ მასიურად თმის ცვენა, რაც იმას მიუთითებდა, რომ ბავშვების ორგანიზმში შესაძლოა ძლიერ მოქმედი შხამი იყო მოხვედრილი.ამასთანავე ბავშვები აღნიშნავდნენ, რომ სკოლის ბუფეტში წიწიბურას ქაშა და ორცხობილა ჭამეს

image

სამართალდამცავებმა სკოლის ბუფეტიდან ამოიღეს ყველა პროდუქტი და რაც ყველაზე საინტერესოა დაადგინეს, რომ პროდუქტის ხარისხზე პასუხს აგებდა მედდა-დიეტოლოგი ნატალია კუხარენკო, რომელიც ორი კვირის წინ მოულოდნელად გარდაიცვალა, სიკვდილის ოფიციალური მიზეზი -გულის შეტევა იყო.


გვამის ესგუმაციის შემდეგ ექსპერტიზამ კუხარენკოს სხეულში მომაკვდინებელი შხამი-თალიუმი აღმოაჩინა.

ამის შემდგომ სამართალდამცავებმა ჩაატარეს სკოლის ყველა თანამშრომლის სახლში ჩხრეკა, ჭურჭლის მრეცხავ თამარა ივანიუტინას სახლში ნაპოვნი იქნა შუშის ქილა, რომელშიც თალიუმი აღმოჩნდა. ივანიუტინა დააკავეს.


მოგვიანებით ქალმა ასე ახსნა თავის დანაშაული:გააბრაზა მეექვსეკლასელმა ბიჭმა, რომელმაც უარი თქვა სკამები ისევ ადგილზე მიეწყო და ამ გზით გადაწყვიტა მათი დასჯა.

შემდგომ საქმის შესწავლისას დადგინდა, რომ თამარა და მისი ოჯახის წევრები(და, მშობლები) 11 წლის განმავლობაში თალიუმით წამლავდნენ ნებისმიერ ადამიანს, თუ რაიმე არ მოეწონებოდათ მათი, სხვათა შორის მოწამვლა ხდებოდა გამორჩენის მიზნითაც.

ივანიუტინას 1987 წელს დახვრიტეს, მის ოჯახის წევრებს 10 იდან 15 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ.


3)ბერტა ბოროდკინა-დაბ.1927 წელს.

image

ბერტამ საფეხურებზე ასვლა ოფიაციანტობიდან დაიწყო, შემდეგ იყო მებუფეტე, ხოლო 1974 წელს ჯერ რესტორნის დირექტორი გახდა, ხოლო შემდგომ რესტორნების და სასადილოების ტრესტის მმართველი ქალაქ გელენჯიკში(კრასნოდარის მხარე).

image

დააკავეს 1982 წელს სპეკულაციის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მიტაცების ბრალდებით.

ბერტას სახლის ჩხრეკის დროს, რომელიც უფრო მუზეუმს წააგავდა, ამოღებული იქნა აუარებელი რაოდენობის ძვირფასეულობა, ბეწვეულობა, ბროლი.... სახლის ჩხრეკის დროს ყველგან გადამალულ ფულს პოულობდნენ, ყველაზე მოულოდნელ ადგილებში, მათ შორის რადიატორში, ხალიჩის ქვეშ, შუშის ქილებში, სარდაფში აგურში ჩატანებულს.მთლიანად ამოღებულმა თანხამ 500 000 მანეთი შეადგინა.


1983 წლის აგვისტოში ბერტა ბოროტკინა დახვრიტეს.


imageიხილეთ აგრეთვე

2
2646
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
2646
  
2017, 5 ოქტომბერი, 18:23
მაშინდელი კანონით,თუ სახელმწიფო ქონების დატაცება,რომელიც ასი ათას მანეთზე მეტი იყო სიკვდილით ისჯებოდა ,ასე რომ კანონით იმსახურებდა.
2017, 30 სექტემბერი, 15:01
ბერტა ბოროდკინა ნამდვილად არ იმსახურებდა ასეთ მკაცრ სასჯელს
0 1 2