x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ამერიკაში გაასამართლეს "შავი ქვრივი", რომელმაც 6 ცოლიდან 4 საიქიოში გაისტუმრა
image


შეერთებულ შტატებში დასრულდა 69 წლის თომას რენდოლფის სასამართლო პროცესი, რომელსაც მედიამ მეტსახელად "შავი ქვრივი" შეარქვა. იგი მეუღლის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს და 60 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. რენდოლფი სულ ექვსჯერ იყო დაქორწინებული და აქედან სიკვდილს მხოლოდ ორი ცოლი გადაურჩა.


ეს მოხდა 2008 წლის 8 მაისს. 57 წლის შერონ კაუსი და მისი 54 წლის ქმარი თომას რენდოლფი რესტორანში რომანტიული ვახშმის შემდეგ სახლში წავიდნენ. ქმარი მანქანას ავტოფარეხში აყენებდა, როცა სახლში სროლის ხმა გაიგონა. რენდოლფი მისაღებში შევარდა და დაინახა მისი ცოლი იატაკზე ეგდო და სისხლის გუბეში ცურავდა, შემდეგ კი უცნობი ნიღბიანი ტიპი შემოვარდა. რენდოლფს, რომელსაც ხელთ პოსტოლეტი აღმოაჩნდა, მოახერხა და თავდამსხმელი გაანეიტრალა.შემდეგ კი პოლიცია გამოიძახა. ეს იყო მისი ვერსია.

image


პოლიციამ ორი გვამი ჩაალაგა ტომარაში და გამოძიება დაიწყო. მოკლული თავდამსხმელი 38 წლის მაიკლ მილერი აღმოჩნდა, წყვილის ნაცნობი, რომელმაც მცირე რემონტი გაუკეთა მათ სახლში. პირველი ეჭვები მაშინ გაჩნდა, როცა გაირკვა, რომ რენდოლფის ჩვენების საპირისპიროდ, რომელიც ამტკიცებდა, რომ მოკლულს ძლივს იცნობდა, ისინი მობილურ ტელეფონზე ყოველდღე საუბრობდნენ - ზოგჯერ დღეში შვიდჯერ.


შემდგომ ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მილერი მოკლეს არა მისაღებში, არამედ ავტოფარეხში. ამავდროულად, მეზობლებმა სროლის ხმა გაიგეს 20:30 -ზე, ხოლო პოლიციაში გამოძახება რენდოლფისგან 20:44 საათზე დაფიქსირდა. ის დააკავეს.


სასამართლო პროცესი და აპელაციები მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდა. ამასობაში გაირკვა "შავი ქვრივის" ოჯახური ცხოვრების ისტორია, ეს არის "ლურჯწვერას" გაგრძელების რეალური ამბავი. თავად განსაჯეთ. პირველი ცოლი კეტრინი გაიქცა. მეორე, ბეკი, თავში ნასროლი ტყვიით იპოვეს. მესამე, გეინა, სიკვდილის მუქარის შემდეგ დაშორდა. მეოთხე, ფრენსისი და მეხუთე, ლეონა, როგორც ჩანს, დღემდე გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპნენ. მეექვსე, შერონი, მოკლეს პისტოლეტით. ექვსი ცოლიდან ოთხი გარდაცვლილია.ამის გარდა რენდოლფმა მოიშორა მეექვსე ცოლის კილერიც, რომელიც თავადვე დაიქირავა.

imageფოტოზე: თომასი მეორე ცოლთან, ბეკისთან ერთად


2009 წელს რენდოლფმა გარდაცვლილი ცოლის დაზღვევა აიღო- 300 000 დოლარი.


თავად "შავმა ქვრივი" არც ერთ დანაშაულს არ აღიარებს. მრავალრიცხოვან ინტერვიუებში, რომლებიც იგი ხალისით აძლევდა და აშკარად ტკბებოდა საერთო სახალხო "პოპულარობით", რენდოლფი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ მას „არაფერი ჰქონდა საერთო“ იმასთან, რაც მის ცოლებს შეემთხვა. ის ამტკიცებდა, რომ ეს ყველაფერი გარემოებების საშინელი დამთხვევა იყო და ამ გარემოებების მთავარი მსხვერპლი თავად იყო.


imageფოტოზე: თომასი მე-6 ცოლთან, შერონთან ერთად.

0
150
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0