სისხლის სამართალი მან მოატყუა თვით სტალინი და 27 მინისტრი-კრიმინალური არქივიდან 2020, 6 იანვარი, 17:25
1946 წლის მარტში, სსრკ-ს მდინარეთა ფლოტის მინისტრის, ზოსიმე შაშკოვის მისაღებში თვითნაკეთი ინვალიდის ეტლით გამოჩნდა მამაკაცი, რომელსაც ორივე ფეხი მოკვეთილი ჰქონდა: გვარდიის კაპიტანი, ორჯერ საბჭოთა კავშირის გმირი, ტანკისტი კუზნეცოვი.
32 წლის მამაკაცმა, რომელსაც უკვე ჭაღარა შერეოდა, მოყვა თუ როგორ დაიღუპნენ მისი თანამებრძოლები ბერლინის შტურმის დროს, შემდეგ კი SS-ელებმა ფაუსპატრონიდან როგორ ააფეთქეს ტ-34. ის ერთადერთია გადარჩა მთელი ეკიპაჟისგან, რა დროსაც შეძლლო ცეცხლის ხაფანგს გაექცეოდა, თუმცა საბოლოოდ ორივე ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. დამწვარი, ძლივს გადარჩა. ახლა კი, დახეტიალობს მთელს სამშობლოში ძველ ძონძებში და დახეულ ჩექმებში გამოწყობილი. პენსია მცირეა, ამით ვერ იარსებებ.
შაშკოვს ცრემლი მაოდგა. მან ბრძანა ვეტერანისთის გამოეყოთ 4, 300 მანეთი, ამის გარდა ბრძანა გაეცათ "ბოსტონის"ქსოვილის ორი ნაჭერი და შვიდი მეტრი ატლასი. საწყობიდან კი გამოიტანეს კოსტუმი, ამერიკული ჩექმები და საცვლები.
ასე იწყება საბჭოთა კავშირის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე გაქნილი თაღლითის, ვენიამინ ვაისმანის ისტორია, რომელმავ სანამ დააკავებდნენ, გააცურა 27 მინისტირ და თვით სტალინი. მალევე, იგივე კუზნეცოვმა მიაკითხა სატყეო მეურნეობის სამინისტროს, რა დროსაც თავი თავად ბელადის შვილის - ვასილი სტალინის თანამებრძოლად წარადგინა. მართალია, სტალინი უმცროსი ავიაციაში მსახურობდა და არა სატანკო ჯარებში, მაგრამ ვინ გამოეკიდება ასეთ წვრილმანებს, თუ თავად სტალინის სახელი გაიჟღერებდა. სამინისტროდან კუზნეცოვი 2500 მანეთით, ორი ქალის ჟაკეტით და ორი ყარაყუმის ქურქით ხელდამშვენებული გამოვიდა. რასაკვირველია, სტალინის სახალხო კომისარს თავშიდაც არ მოსვლია ის აზრი, რომ მის წინაშე წინა ხაზზე მებრძოლი ჯარისკაცი "კუზნეცოვი"კია არა, არამედ გაიძვერა და თაღლითი, გამოცდილი კრიმინალი ვენიამინ ვაისმანი იდგა, მეტსახელად "ვენია ჟიტომირსკი", რომელიც არაერთხელ გაიქცა ციხიდან ... ვენიამინი დაიბადა 1914 წელს უკრაინულ ჟიტომირში და ცხრა წლის ასაკში (!) პირველად მოხვდა მილიციაში გამვლელისგან საფულის მოპარვის გამო. 19 წლის ასაკში ის უკვე პროფესიონალი ქურდი იყო. არაფერზე უკან არ იხევდა: ძარცვავდა ბინებს, მაღაზიებს, ტრამვაის ჯიბის ქურდი იყო, ერთხელ რკინიგზის სადგურზე საქონლით სავსე ვაგონი ჩახსნა და ერთხელაც (ჭორებს თუ დავუჯერებთ) მთელი მატარებელის ეშელონი გაიტაცა. ფული მარტივად ხარჯავდა - მაგალითად, სახლი აუშენა ცოლის ნათესავებს, როდესაც შეიტყო, რომ მათ ეს სჭირდებოდათ, ამასთანავე ბანქოში დიდი რაოდენობის თანხა წააგო. ბანაკებიდან და ციხეებიდან ბენიამინი მუდმივად და უპრობლემოდ გარბოდა. 1934 წელს 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს: იგი ურალის საგულდაგულოდ დაცულ „ზონაში“ გაგზავნეს - თუმცა, 1940 წელს მან შეძლო იქიდან გაქცევა . იგი ისევ დაიჭირეს, დააპატიმრეს მოსკოვში, ლენინგრადში, ოდესაში, სვერდლოვსკში, წაიყვანეს ზონაში - ის მაინც გარბოდა. საბედისწერო შეცდომა იყო "ჟიტომრისკიდან"კიდევ ერთი გაქცევა 1945 წლის ზამთარში. იგი ფიქრობდა, რომ სიცივეში ძაღლები სუნს ვერ აიღებდნენ, ბადრაგის ნაგაზებმა სუნი ნამდვილად ვერ აიღეს, მაგრამ თავად ქურდს აებნა გზა, ხუთი დღის განმავლობაში იგი ტყეში დაბორიალობდა ორმოცი გრადუსიან ყინვაში და როდესაც ერთ-ერთ სოფელს მიაგნო, აღმოჩნდა, რომ კიდურები მოყინული ჰქონდა და დაეწყო განგრენა. ადგილობრივ სამედიცინო პუნქტში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა - ორივე ფეხის და მარცხენა ხელის ამპუტაცია. 1945 წლის ოქტომბერში, მას სასჯელის ვადა შეუმცირეს, ბენიამინი გაათავისუფლეს იმის გათვალისწინებით, ასეთი ხეიბარი უკვე აღარ იყო საშიში საზოგადოებისათის, მაგრამ სამართალდამცავები მწარედ ცდებოდნენ. ჯერ კიდევ მავთულხლართების მიღმა, მოქალაქე ვაისმანმა შეიმუშავა გენიალური იდეა - განესახიერებინა დაჭრილი ვეტერანი და ომის გმირი. ძველი ქურდებთან კავშირების წყალობით, მან შეიძინა ყალბი (მაგრამ შესანიშნავი ხარისხის) დოკუმენტები, სადაც აღნიშნული იყო, რომ მას ორგზის საბჭოთა კავშირის გმირის წოდება ჰქონდა, საუკეთესო იუველირებს კრიმინალური სამყაროდან შეუკვეთა, ყალბი ოქროს ვარსკვლავის მედლები და ლენინის ორდენი. განასხვავება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. მომავალში ვეისმანი ლუდხანებში აქტიურად ეკონტაქტებოდა წინა ხაზზე მებრძოლ ჯარისკაცებს, იმახსოვრებდა მათ მიერ მოყოლილ საომარი მოქმედებების დეტალებს. გეგმის მიხედვით, მან შეიძინა ( ომისშემდგომ ბაზობაზე ყველაფრის ყიდვა შეიძლებოდა) ორდენების სამაგრები, ოფიცრის უნიფორმა, სამხრეები და დაიწყო მაღალი თანამდებობის პირების მონახულება. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ სტალინის ნებისმიერი მინისტრი ვალდებული იყო გამოეყო საგანგებო დრო, რომ რიგითი ხალხი მიეღოთ. სწორედ ამას იყენებდა თაღლითი. საერთო ჯამში, თაღლითმა საბჭოთა კავშირის 27 (!) სამინისტრო "გადააგდო". იგი ოსტატურად მოქმედებდა - ვიზიტამდე იმახსოვრებდ სხვადასხვა პროფესიულ ტერმინებს, ქარხნის დირექტორების სახელებს, სატყეო სამინისტროში იგი ხე-ტყის მექანიკოსი იყო, ტრანსპორტის სამინისტროში, ტრამვაის ვატმანი, ფინანსთა სამინისტროში- ბუღალტერი. ფრონტის გმირი, რომელის მკერდსაც უმაღლესი ჯილდოები ამშვენებდა, იმედგაცრუებული იყო პარტიის ხელმძღვანელობით: ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ მათ წინაშე გამოცდილი აფერისტი შოუს თამაშობდა. ვაისმანმა თითოეული სამინისტრო საშუალოდ 2-3 ათასი მანეთით ხელდამშვენებული გამოდიოდა, ერთხელ კი ერთბაშად 9, 500 ჩაიჯიბა. ერთი წლის განმავლობაში მეტი თაღლითური საქმიანობით "ვენია ჟიტომირსკიმ" სტალინის მინისტრებს 56, 000 მანეთი "აახია! და ეს არ ითვალისწინებს იმ მწირი ნივთების სიას, რომელსაც შემდეგ ვენია შავ ბაზარზე ყიდდა- ქურთუკები, კოსტუმები, ქსოვილები, ჩექმები, ქრომის ჩექმები. ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური რამ, რაც ბოროტმოქმედმა ფინანსთა მინისტრს სთხოვა, იყო მისი ბეწვის ქურთუკი მისი ქალიშვილისთვის, ”მან პირობა მისცა, რომ დაბადების დღეზე აჩუქებდა”, არადა ”ვენია” 32 წლის იყო და არ ჰყავდა ზრდასრული შვილები. თაღლითობის აპოთეოზი იყო ვიზიტი ბოლშევიკების გაერთიანებული საკავშირო კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივან ნიკოლაი პეტოლიჩევთან, სადაც "გვარდიის კაპიტანი" პრეტენზიას უყენებს ცხოვრების საშინელ პირობებზე. პეტოლიჩევმა ბრძანა, რომ ”გმირს” დაუყოვნებლად გამოეყოს ბინა კიევში (ქალაქის ცენტრში) თავის ავეჯით და გაეთვალისწინებინა სახელმწიფო ხარჯები. ”მე თვითონ ვარ სტალინის მეგობარი”-ასე განუცხადა თაღლითმა პეტოლიჩევს .ვაისმანი ფუფუნებაში ცხოვრობდა, ხშირად სტუმრობდა ძვირადღირებულ რესტორნებს. ყელამდე საჩუქრები დაუგროვდა, პროდუქტები პირდაპირ საწყობიდან გამოჰქონდა.იმდენად გალაღდა კარგი ცხოვრებით, რომ საბოლოოდ დაკარგა სიფხიზლე. საავიაციო მინისტრს მიხეილ ხრუნიჩევთან ვიზიტის შემდეგ, ცრუ კაპიტანმა კვლავ თავი გაასაღა ვასილი სტალინის მებრძოლ მეგობრად და მიანიშნა, რომ ბელადის შვილის სიცოცხლე სწორედ მან იხსნა. . მინისტრმა ცოტა ხანში თავად ვასილი სტალინთან დაიქადნა, რომ მის ფრონტის მეგობარს დაეხმარა, მისგან კი საკმაოდ გულგრილი პასუხი მიიღო: " არ ვიცი არავითარი კუზნეცოვი ... ალბათ ჩვეულებრივი თაღლითია." ჩინოვნიკს ნერვოულობისგან გულის შეტევა დაემართა. ვასილი კი მამამისს ესაუბრა და სტალინმა უფროსმა მილიციას მოკლე ბრძანება მისცა: ”იპოვნეთ და დასაჯეთ”. შემდეგი ვიზიტის მოლოდინში ყველა სამინისტროს და დეპარტამენტს დაეგზავნა თაღლითის ფოტო, გამოიკვეთა დამნაშავე "ვენია ჟიტომირსკი.... თუმცა "ვეტერანმა" იგრძნო საფრთხე და ცოტა ხანი მიყუჩდა. მაგრამ თაღლითს ფული გამოლია და თავი ვეღარ შეიკავა..თავხედურად მძიმე მრეწველობის სამინისტროში გამოცხადდა და დაიწყო მორიგი ზღაპრის მიყოლა...მინისტრმა ბოლომდე მოუსმინა და 2 000 მანეთის გადახდაც კი უბრძანა. პარალელურად უკვე შსს მინისტრი საქმის ყურში იყო, შენობიდან გამოსული ვაისმანი ადგილზე დააკავეს. გაზეთებში არ წერდნენ ამის შესახებ - ქვეყანაში იყო მილიონობით ინვალიდი ვეტერანი, რომლებიც ომისშემდგომი პერიოდში მძიმე ცხოვრება უწევდათ- პურზე და წყალზე გადადიოდნენ და ამ დროს ვიღაც ავანტიურისტი წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ფუფუნებაში, სახელმწიფოს ხარჯზე. სხვადასხვა ცნობის თანახმად, ვენიამინ ვაისმანს 9 წლით (ან 10)თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. "დიდი კომბინატორი" გარდაიცვალა 1969 წელს, 55 წლის ასაკში. დაკრძალულია კიევში. ქალაქის მოსახლეობა ირწმუნება, რომ მისი კუბო ცარიელია. არავინ იცის, სად დაასრულა "ვენამ" თავისი სიცოცხლის დღეები ... ვაისმანი პოპ-კულტურაშიწიგნი:Герасимов И. Афера. Мошенники и построение нового советского человека;(2002)Fitzpatrick S. The World of Ostap Bender: Soviet Confidence Men in the Stalin Period(2002) დოკუმენტური ფილმი სერიიდან следствие вели с леонидом каневским-Великий комбинатор" 1529 3-ს მოსწონს
|