x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
მაია ასათიანმა საკუთარ ცხოვრებაზე წიგნი გამოსცა
image


ბოლო ხანს ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი მაია ასათიანი საკუთარი განცდების შესახებ საჯარო საუბრით ხშირად გვანებივრებს. ჟურნალისტი განსაკუთრებით მოულოდნელი ტრაგედიის შემდეგ შეიცვალა და ბევრი რამ გადააფასა. შვილის გარდაცვალების შემდეგ მაიკო ასათიანმა ბევრი ხმაურიანი განცხადება გააკეთა, რის გამოც საზოგადოებისგან არაერთგვაროვანი განცხადებები კეთდებოდა. ნაწილი ტელეწამყვანს ამართლებს და მხარს უჭერს, მათი ნაწილი კი ფიქრობს, რომ ახალგაზრდა შვილის გარდაცვალების შემდგომ ცნობილი ტელეწამყვანისთვის ამგვარი ქცევები შეუფერებელია და ასათიანი ასე თამამად არ უნდა იქცეოდეს.


ამჯერად ირკვევა, რომ მაია ასათიანმა საკუთარი ცხოვრება დეტალებში კიდევ უფრო გააშიშვლა და არც მეტი, არც ნაკლები, საკუთარ ცხოვრებაზე საჯაროდ დაწერა. უკვე დასაბეჭდად მზადაა ჟურნალისტის ავტობიოგრაფიული სახის წიგნი, რომლის ავტორი თავად მაია ასათიანია. როგორც ასათიანი ამბობს, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას უკვე მზად აქვს მაკეტი, დიზაინი და წიგნის ბეჭდვა უკვე დაწყებულია. სავარაუდოდ ერთ თვეში დაინტერესებული საზოგადოება მაია ასათიანის საავტორო წიგნის შეძენას და წაკითხვას შეძლებს.


„სიცოცხლე ოცდახუთ წამში“- ასე ერქმევა წიგნს, რომელსაც ჟურნალისტი მაია ასათიანი წერს. წიგნი 1 თვეში გამოვა.


„მე მინდოდა მომეყოლა თქვენთვის, ჩემი ნამდვილი ამბავი და მინდა, რომ ეს წაიკითოხთ, იმიტომ, რომ ეს მართლა ჩემია და ნამდვილია“, - ამბობს მაია ასათიანი ვიდეოში.

როგორც მაია ჰყვება, ის არ ნერვიულობს და მისი მიზანია მკითხველთან ახლოს მივიდეს.


image

0
40
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0