x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მოზარდებმა ეკლესიას ცეცხლი წაუკიდეს,რადგან " მესიამ" ბიჭს მოჭრილი პენისი უკან არ მიაკერა
image

ნიგერიის შტატ ბენუეში მოზარდთა ჯგუფმა გაანადგურა და დაწვა საღვთო აჩრდილის ეკლესია(Shadow Church)რომელიც ეკუთვნის "წინასწარმეტყველ" ჯოშუა უხემბეს(Joshua Uhembe) ასანაშაულებენ 12 მამაკაცის პენისის "უკვალოდ გაქრობაში". ამის შესახებ გამოცემა Vanguard-ი იუწყება.


როგორც ცნობილი გახდა ჯოშუა უხემბე დაკარგული მამრობითი ორგანოების აღსადგენისთვის ფულს იღებდა.


ბოლო წვეთი გამოდგა ერთ – ერთი ადგილობრივ მაცხოვრებელის საჩივარი, რომელმაც სასულიერო პირს 12 ათასი დოლარი გადაუხადა სპეციალური რიტუალისთვის, რათა პენისი "უკან მიკერებოდა", თუმცა ორდღიანი ლოდინის შემდეგ სასურველი პენისი "უკან არ დაბრუნდა" .


image

ახალგაზრდებმა ეკლესიის შენობის გარდა, რამდენიმე სახლიც გადაწვეს, რომელშიც "წინასწარმეტყველის" სავარაუდო თანამონაწილეები ცხოვრობდნენ.


სახელმწიფო პოლიციის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ოფიცერმა კეტრინ ანენემ დაადასტურა მომხდარი ფაქტი და ასეთი კომენტარი გააკეთა"

”საზოგადოებრივი ქონების განადგურების გამო დაკავებული რამდენიმე პირი”.

”თუ თქვენ ირწმუნებით, რომ ვიღაცამ კაცობა წაგართვათ, ეს არ არის გამამართლებელი მიზეზი წახვიდეთ და ვინმეს კერძო ქონება გაანადგუროთ, ყველაფერი ამისთვის არსებობს სათანადო სამართლებლივი პროცედურა, ასე რომ, სანამ ისინი საავადმყოფოში იმყოფებიან და დადასტურდება სიმართლეა თუა არა ეს ყველაფერი, ჩვენ ვალდებული ვართ პროტესტის მონაწილეებს მოვექცეთ, როგორც დამნაშავეებს, რომლებმაც ქონება გაანადგურეს”.-დასძინა მან.

image

1
228
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
228
  
2020, 13 ნოემბერი, 22:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1