x
image
რუსუდან ნადირაშვილი
„გიორგი გაბუნიას კორონავირუსი დაუდასტურდა, სამსახურში არ დადის“ - გვარამია
image


მთავარი არხის საკვირაო გადაცემა „პოსტ ფაქტუმის“ წამყვანს, ყველაზე სკანდალურ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც მისი მეგობრები ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტავენ, უკვე ერთი კვირაა გიორგი გაბუნია ტელევიზიაშიც არ ცხადდება.


ჟურნალისტებს ამ ინფორმაციას მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია უკვე უდასტურებს. ის აღნიშნავს, რომ გაბუნიას კორონავირუსი ოფიციალური კვლევით დაუდასტურდა, თუმცა ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ დამძიმებულა. ვირუსი მის ორგანიზმში მსუფუქად გამოვლინდა.


„გიორგი გაბუნია ბოლო ეთერის შემდეგ სამსახურში აღარ მოსულა. მას სამწუხაროდ კორონავირუსი დაუდასტურდა. თუმცა, ამის მიუხედავად თავს კარგად გრძნობს. უსიმპტომო კორონა აქვს“ – განმარტა ნიკა გვარამიამ.



ამ ეტაპზე უცნობია, როგორ გავა ეთერში 8 ნოემბერს ტრადიციულად დაგეგმილი მისი საკვირაო გადაცემა. ჯერ არ გადაწყვეტილა მას გაბუნია გაუძღვება, დისტანციურად სახლიდან წაიყვანს ეთერს, თუ მას სხვა შემთხვევების მსგავსად დროებით მოშა სესიაშვილი შეცვლის.

0
154
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
154
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0