x
image
_K_
ამ ადამიანებმა დაამტკიცეს, რომ შვილის გაჩენა ხელს არ უშლის წარმატებულ კარიერას - 12 ცნობილი ვარსკვლავის ამბავი
image

რა თქმა უნდა, ბავშვის გაჩენის შემდეგ ცხოვრებაში ბევრი რამ იცვლება. მოულოდნელად გიწევთ ახალ გამოწვევებთან გამკლავება, ამის ინსტრუქციას კი რთულად იპოვით სადმე. შვილის აღზრდისას უნდა ენდოთ ინსტინქტებს და მაქსიმალურად ეცადოთ, გამოგივიდეთ.

ზოგი ადამიანი დედობისთვის/მამობისთვის შესაფერის ასაკს ელის, ზოგი კი სრულიად ახალგაზრდა ხდება მშობელი. სწორედ ამ უკანასკნელ სცენარს მივუძღვნით დღევანდელ სტატიას და გაგაცნობთ ვარსკვლავებს, რომლებიც სრულიად ახალგაზრდები გახდნენ მშობლები, თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია მათი წარმატებული კარიერისთვის.






1. კაილი ჯენერი

ერთ დღეს დიდი ინფლუენსერი და მეწარმე სოციალური მედიიდან გაქრა. უკან მხოლოდ 9 თვის შემდეგ დაბრუნდა, თანაც, ხელში პატარა გოგონა ეჭირა! ამასთან ერთად, მან თავის გამომწერებს გაუზიარა ამაღელვებელი ვიდეო, რომელშიც მისი ფეხმძიმობის ყველა ფაზა ჩანდა.


კარდაშიანების ოჯახის ყველაზე ახალგაზრდა წევრი 20 წლის იყო, როცა დედა გახდა; დღეს კი, 23 წლის ასაკში, ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კოსმეტიკური საშუალებების მეწარმეა.

image






2. რიზ უიზერსპუნი

რიზმა პოპულარობა Legally Blonde-ში შესრულებული როლის შემდეგ მოიპოვა. ის დედა 23 წლის ასაკში გახდა. გოგონა უკვე 21 წლისაა და დედასთან კარგი მეგობრული ურთიერთობა აქვს. არაერთ ადამიანს დედა-შვილი დები ან ბიძაშვილები ჰგონია. ავა ფილიპის გარდა, რიზს კიდევ ერთი შვილიც ჰყავს, რომელიც 30 წლამდე, 27 წლისამ გააჩინა.

image






3. რიჩარდ კამაჩო

როცა ბენდი CNCO კარიერას იქმნიდა მუსიკალურ ინდუსტრიაში, რიჩარდ კამაჩოს ცხოვრებაში დიდი ცვლილებები ხდებოდა: 2016 წლის აგვისტოში მას გოგონა, ალიაჰი შეეძინა. მიუხედავად იმისა, რომ არტისტი არ გეგმავდა, ასე ახალგაზრდა (19 წლის ასაკში) გამხდარიყო მამა, პასუხისმგებლობით მოეკიდა სიტუაციას და პარალელურად, წარმატებული მუსიკოსიც გახდა.

image






4. ნიკი ტეილორი

სუპერმოდელს, რომელიც 90-იანებში გახდა ცნობილი, გრძელი კარიერული გზის გავლა მოუწია. ის 14 წლის იყო, როცა ჟურნალების გარეკანებზე გამოჩნდა. თუმცა, 1994 წელს, 19 წლის ასაკში პირველი ქორწინებიდან ტყუპი ძმები - ჯეიკი და ჰანთერი შეეძინა. წლების შემდეგ, ქალიშვილი ჩიელი, შემდეგ კი რექსი გაუჩნდა მეორე ქორწინებიდან.

ნიკის ერთ-ერთი ვაჟიშვილიც მოდელია. დედამ მის შესახებ ასეთი რამ თქვა: "მას უნდოდა, ეცადა მოდელობა, მე კი ყველაფერში მხარს დავუჭერ, რაც გულით სურს. მიხარია, რომ საშუალება მაქვს, მას ჩემი მოდის სამყაროს მცირე ნაწილი გავუზიარო".

image






5. ტეილორ ჰანსონი

5 წლის შემდეგ, რაც პოპ-ბენდი "ჰანსონი" სცენაზე გამოჩნდა და “MMMBop” მსოფლიო ჰიტი გახდა, ჰანსონების ერთ-ერთი ძმა 19 წლის ასაკში გახდა მამა. ტეილორს პირველი შვილი ცოლთან, ნატალისთან, 2002 წელს შეეძინა. შემდეგ მათ კიდევ 5 შვილი ეყოლათ და ამჯერად მეშვიდეს ელოდებიან. ისინი რეგულარუად დებენ ფოტოებს ინსტაგრამზე; ამ ლამაზი ოჯახის შეხედვა ნებსიმიერ ადამიანს სახეზე ღიმილს მოჰგვრის.

image






6. სუზან სომერსი

ამერიკელ მსახიობ სუზან სომერსს მხოლოდ ერთი ვაჟიშვილი ჰყავს, რომელიც 19 წლის ასაკში შეეძინა. მათ არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ და საჯაროდაც აჩენენ, თუ რამდენად უყვართ ერთმანეთი.

image






7. ქანდეს კამერონ ბიური

სერიალ Full House-ით სახელის გათქმის შემდეგ ქანდეს კამერონ ბიურს შვილი შეეძინა. მისი გოგონა ნატაშა 1998 წელს დაიბადა, როცა კამერონი 22 წლის იყო. 26 წლის ასაკში კი მსახიობი უკვე 3 შვილის დედა იყო. ასაკში განსხვავების მიუხედავად, დედასა და შვილებს არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ და გარეგნულადაც ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.

image






8. ლებრონ ჯეიმსი

ცნობილი კალათბურთელი მამა 19 წლის ასაკში გახდა, როცა 2004 წელს ქვეყანას ლებრონ "ბრონი" ჯეიმს უმცროსი მოევლინა. ცნობილი ფაქტია, რომ პოპულარული ათლეტი მამამისს არ იცნობდა. იქნებ, სწორედ ამიტომ ის განსაკუთრებული სიყვარულით ექცევა შვილებს - ბრონის, ბრუსისა და ჟურის. სპორტსმენის ყველა შვილს უყვარს სპორტი და სიამოვნებას იღებენ როგორც თამაშით, ასევე მისი ყურებით. ბრონი მამამისის გზას მიჰყვება და სკოლის კალათბურთის გუნდში საკმაოდ გამორჩეული მოთამაშეა.

image






9. ბრისტოლ პალინი

image

ამერიკელი სპიკერი და ტელევარსკვლავი დედა 18 წლის ასაკში გახდა, როცა პირველი შვილი, ტრიპ ჯონსტონი შეეძინა 2008 წელს. 2015 და 2017 წლებში ის სეილორისა და ეტლიის დედაც გახდა. ბრისტოლი აქტიურად აზიარებს სოციალურ მედიაში თავისი ლამაზი ოჯახის ფოტოებს.

image






10. ჰილარი დაფი

image

Lizzie McGuire-ის ვარსკვლავი დედა 24 წლის ასაკში გახდა, როცა პატარა ლუკა მოევლინა ქვეყანას. 2018 წელს მსახიობს ამჟამინდელ ქმართან მეორე შვილი, გოგონა ბანკს ვიოლეტ ბაირიც შეეძინა.

image






11. ჩარლი შინი

სიტკომ "ორნახევარი კაცის" მთავარი როლის შემსრულებელი პირველად მამა 1984 წელს გახდა, როცა 19 წლის ასაკში შვილი, კასანდრა შეეძინა. კასანდრას გარდა, შინს კიდევ 4 შვილი ჰყავს, რომელთაგანაც უმცროსები, ტყუპები ბობი და მაქსი, 11 წლისები არიან.

image






12. უილ სმიტი

ალბათ, ხშირად გაგიგიათ ჯადენისა და უილოუს შესახებ, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ცნობილ და-ძმას უფროსი ნახევარძმაც ჰყავთ უილის პირველი ქორწინებიდან შერი ზამპინოსთან. თრეი სმიტი 1992 წელს დაიბადა, როცა უილი 24 წლის იყო და სერიალ The Fresh Prince of Bel-Air-ში ასრულებდა მთავარ როლს. მართალია, თრეი მუსიკალურ ვიდეოში გამოჩნდა მამასთან ერთად, მაგრამ მსახიობობა დიდად არ მოსწონს. უილ სმიტის 27 წლის შვილი მუსიკასა და დიჯეის პროფესიას ამჯობინებს.

image






ასევე დაგაინტერესებთ:


1. ცნობილი მშობლები, რომლებიც შვილებს მემკვიდრეობის გარეშე ტოვებენ

image


2. ეს 18 წესი ყველა ბავშვმა უნდა იცოდეს, რათა ქუჩაში თავი უსაფრთხოდ იგრძნოს

image


3. ცნობილი მამები, რომლებმაც შვილები მარტო გაზარდეს

image


4. ცნობილი წყვილები, რომლებიც შვილების გაჩენის შემდეგაც არ დაქორწინებულან

image


5. ცნობილების შვილები, რომლებიც საერთოდ არ ჰგვანან მშობლებს

image

0
344
1-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
344
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0