ქალი და მამაკაცი ცნობილი წყვილები, რომლებიც შვილების გაჩენის შემდეგაც არ დაქორწინებულან 2020, 20 თებერვალი, 13:37 მაშინ, როცა წყვილების უმეტესობა ამჯობინებს, ოფიციალურად დაუკავშირდნენ ერთმანეთს, ისეთებიც არიან, ვინც დაქორწინების გარეშე ერთად ცხოვრებაში არაფერს ხედავენ ცუდს. გამონაკლისს არც ჰოლივუდელი წყვილები წარმოადგენენ. მათ არაოფიციალური სტატუსი სულაც არ უშლით ხელს, ბედნიერად იცხოვრონ და შვილები იყოლიონ.
სტატიაში გაგაცნობთ 10 ცნობილ წყვილს, რომელთაც საერთოდ არ აინტერესებთ ცოლ-ქმრის სტატუსი. 1. შაკირა და ჟერარდ პიკე (2 შვილი)რაც წყვილი მუსიკალური ვიდეოს “Waka Waka (This Time for Africa)” გადაღებაზე შეხვდა ერთმანეთს, მათი გრძნობების შეჩერება ვეღარაფერმა შეძლო. 2010 წლის FIFA-ს მსოფლიო თასის ჰიმნმა ისინი ერთმანეთს დაუკავშირა, მაგრამ ჯერ კიდევ არ არიან დაქორწინებულები. შაკირა და ჟერარდი ბედნიერად ზრდიან ორ შვილს - მილანს და საშას.2. ნატალია ვოდიანოვა და ანტუან არნო (5 შვილი)მოდელი ნატალია ვოდიანოვა და ბრენდ Berluti-ს მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი ანტუან არნო 2011 წლიდან არიან ერთად. წყვილს ორი ვაჟიშვილი ჰყავს. ასევე, ნატალიას წინა ქორწინებიდან ჯასტინ პორტმენთან 3 შვილი დარჩა. 5 შვილის ბედნიერი მშობლები ჯერ კიდევ არ ჩქარობენ თავიანთი სტატუსის გაოფიციალურებას. 3. ევა მენდესი და რაიან გოსლინგი (2 შვილი)ევა და რაიანი ერთად 2011 წლიდან არიან, მას შემდეგ, რაც ფილმ The Place Beyond the Pines-ში ითამაშეს. წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს - ესმერალდა და ამანდა, თუმცა, დაქორწინებაზე არაფერს ამბობენ.4. ანა კურნიკოვა და ენრიკე იგლესიასი (2 შვილი)ესპანელი მომღერალი ენრიკე იგლესიასი მომავალ შეყვარებულს, ტენისის რუს მოთამაშე ანა კურნიკოვას მუსიკალური ვიდეოს “Escape” გადაღებაზე შეხვდა. მას შემდეგ წყვილს საკმაოდ მყარი ურთიერთობა აქვს, თუმცა სტატუსის გაოფიციალურებას არ ჩქარობს. 2017 წელს მათ ტყუპები - ნიკოლასი და ლუსი შეეძინათ.5. დიანე კრუგერი და ნორმან რიდუსი (1 შვილი)დიანემ და კრუგერმა წარმატებულად შეძლეს ურთიერთობის დამალვა მედიისგან 2 წლის განმავლობაში. მსახიობები წყვილი 2015 წლიდან, ფილმ Sky-ზე ერთად მუშაობის შემდეგ გახდნენ. 2018 წელს მათ შვილი შეეძინათ და ბედნიერი მშობლები გახდნენ, თუმცა, ოფიციალური სტატუსის გარეშე.6. როუზ ბირნი და ბობი კანავალი (2 შვილი)უკვე 7 წელია, ავსტრალიელი და ამერიკელი მსახიობები ერთად არიან. მათ ორი ვაჟი ჰყავთ - რაფა და როკო. როუზი ხშირად მოიხსენიებს ბობის ქმრად, თუმცა, წყვილი ოფიციალურად დაქორწინებული არაა. მსახიობი ამბობს: "პრაქტიკულად, ის ჩემი ქმარია, ამიტომაც ასე დაძახება უფრო მარტივია".7. ჯეისონ სტეტჰემი და როზი ჰანტინგტონ-უაითლი (1 შვილი)ჯეისონი და როზი 6 წელი ხვდებოდნენ ერთანეთს, სანამ დანიშვნის ამბავს გამოაცხადებდნენ 2016 წელს. 2017 წელს წყვილს შვილი შეეძინა. ისინი "დანიშნულების" სტატუსს ინარჩუნებენ და დაქორწინებას ჯერ კიდევ არ ჩქარობენ.8. ოლივია უაილდი და ჯეისონ სუდეიკისი (2 შვილი)წყვილმა ურთიერთობა 2011 წელს დაიწყო და 2013 წელს ნიშნობა გამოაცხადა. მათი ფანების გასაოცრად, დანიშვნას ქორწილი არ მოჰყოლია. მსახიობებს 2014 და 2016 წელს შვილები შეეძინათ.9. გოლდი ჰოუნი და კურტ რასელი (4 შვილი)გოლდი და კურტი ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ხანშიშესულ წყვილს წარმოადგენენ, რომლებიც ჯერ კიდევ არ დაქორწინებულან. ისინი ერთად ფილმ Swing Shift-ის შექმნის დღიდან არიან, რომელიც 1984 წელს გამოვიდა. წყვილს ერთი საერთო შვილი ჰყავს, ასევე - 3 შვილი წინა ქორწინებებიდან.10. კირსტენ დანსტი და ჯესი პლემონსი (1 შვილი)სერიალ Fargo-ში დაქორწინებული წყვილის როლის შესრულების შემდეგ, კირსტენმა და ჯესიმ გადაწყვიტეს, ურთიერთობა რეალურ ცხოვრებაშიც ეცადათ. 2018 წელს მათ პირველი შვილი შეეძინათ. დადის ჭორები, რომ წყვილი დაინიშნა და ჩუმად დაქორწინდა კიდეც, თუმცა, მსახიობებს ეს ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ. p.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.ასევე დაგაინტერესებთ:1. ცნობილი მამები, რომლებმაც შვილები მარტო გაზარდეს 2. ცნობილი მშობლები და შვილები, რომელთა მსგავსება კოსმოსიდანაც აშკარაა 3. ცნობილები, რომლებიც ფულს იახტებსა და ბრილიანტებზე კი არა, მსოფლიოს გადარჩენაზე ხარჯავენ 4. ინტერნეტ მომხმარებლებმა ყველა დროის ყველაზე ლამაზი ჰოლივუდელები გამოავლინეს 5. ვარსკვლავები, რომლებსაც გადაპარსული თავი საოცრად მოუხდათ 809 3-ს მოსწონს
|