x
image
_K_
ურთიერთობაში ღალატის რისკი რომ შეამციროთ, გაითვალისწინეთ ეს რჩევები!
image

ოჯახის შექმნისას ყველას უნდა, ბედნიერად განაგრძოს ცხოვრება. ოჯახური ერთგულება კი ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ცნებაა ბედნიერებისთვის. ფსიქოლოგმა, ფილოსოფიის დოქტორმა და ქორწინების კონსულტანტმა, უილარდ ჰარლიმ, 800-ზე მეტ წყვილთან ჩაატარა ექსპერიმენტი და გაარკვია, რომ ქალსა და მამაკაცს აქვთ ძირითადი საჭიროებები და მოთხოვნილებები, რის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც ურთიერთობაში ღალატის რისკი მინიმუმამდე შემცირდება.


Bright Side უილარდ ჰარლის წიგნზე "ქალისა და მამაკაცის საჭიროებები: მომგებიანი ქორწინება" დაყრდნობით გთავაზობთ ქალისა და მამაკაცის 5 ძირითად მოთხოვნილებას, რომელთა დაკმაყოფილება, ავტორის აზრით, აუცილებელია გრძელვადიანი და ბედნიერი ურთიერთობისთვის.









1. ქალს სჭირდება რომანტიკა და მამაკაცს სჭირდება სექსი

image



✷ ქალს აქვს სინაზის მოთხოვნილება.


ეს მარტო სინაზეს კი არა, სიყვარულსაც ეხება. სინაზის გამოხატვა ბევრნაირი გზითაა შესაძლებელი: კოცნით და ჩახუტებით, ყვავილებით, დარეკვით, მზრუნველი ჟესტებით. ეს ყველაფერი ქალს თავს დაცულად და კომფორტულად აგრძნობინებს.


✷ მამაკაცს აქვს სექსის მოთხოვნილება.


ქალები ხშირად სათანადოდ არ აფასებენ მამაკაცის ძლიერ სექსუალურ მოთხოვნილებებს. უილარდ ჰარლი ფიქრობს, რომ ქალისა და მამაკაცის ეს საჭიროებები ერთმანეთთანაა დაკავშირებული. თუ მამაკაცი ქალის მიმართ სინაზეს არ გამოხატავს, დიდია იმის შანსი, რომ სექსსაც ვერ მიიღებს მისგან. ასეა პირიქითაც.









2. ქალს სჭირდება საუბარი და მამაკაცს სჭირდება მეგობარი, რომელიც გაიზიარებს მის ჰობის და მასთან ერთად გაერთობა

image


✷ ქალს აქვს საუბრის მოთხოვნილება.


ქალებს უნდათ, მამაკაცმა მოუსმინოს და თავისი აზრი გამოხატოს მოსმენილის შესახებ. როცა საწყის ეტაპზე წყვილი ერთმანეთის კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობს, ისინი საუბრობენ და ერთმანეთს ყურადღებით უსმენენ. ქალისთვის მნიშვნელოვანია, იგივე გაგრძელდეს ქორწინებაშიც. უილარდ ჰარლიმ დაადგინა, იმისთვის, რომ ქალმა დაკმაყოფილებულად იგრძნოს თავი, მას მამაკაცის ყურადღების დაახლოებით 15 საათი სჭირდება კვირაში. ეს დღეში 2 საათზე ცოტა მეტია.


✷ მამაკაცს სურს, ქალმა კომპანიონობა გაუწიოს გართობისას.


ურთიერთობის საწყის ეტაპზე ქალები ხშირად იზიარებენ მამაკაცის ინტერესებს: მათთან ერთად დადიან სათევზაოდ, უყურებენ ფეხბურთს და ა.შ. ქორწინებაში კი ან იმის გაკეთებას აძალებენ ქმარს, რაც თავად მოსწონთ, ან მარტო აკეთებინებენ მეუღლეს მის საყვარელ საქმეს. თუმცა, გაითვალისწინეთ, კაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ცოლი კარგი კომპანიონი იყოს. ფსიქოლოგიის მიხედვით, ცოლთან ერთად განტვირთვა კაცისთვის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა.









3. ქალს სჭირდება ყურადღება და მამაკაცს სჭირდება მიმზიდველი ცოლი

image


✷ ქალს უნდა, რომ მისი პარტნიორი გახსნილი და ყურადღებიანი იყოს.


ქალისთვის ნდობა მისი პარტნიორის კეთილსინდისიერებაზე და გულწრფელობაზეა დამოკიდებული. ამიტომ, თუ მისი ნდობის დაკარგვა არ გსურთ, მნიშვნელოვანია, პატარა დეტალებშიც გამოიჩინოთ ყურადღება.


✷ მამაკაცს ფიზიკურად მიმზიდველი ცოლი სჭირდება.


მოდით, რეალურად შევხედოთ ცხოვრებას: კაცები ქალს მხოლოდ ჭკუის გამო არ აფასებენ. მათ გვერდით ფიზიკურად მიმზიდველი ცოლი სჭირდებათ, რომლითაც იამაყებენ.









4. ქალს სჭირდება საკმარისი ფული და მამაკაცს სჭირდება მყუდრო სახლი

image


✷ ქალს აქვს საკმარისი ფულის ქონის მოთხოვნილება.


შეიძლება თქვათ, რომ ფული არასდროსაა საკმარისი, მაგრამ არსებობს გარკვეული რაოდენობის თანხა კარგი ცხოვრებისთვის, სტაბილურობისთვის და იმისთვის, რომ ქალმა დაცულად იგრძნოს თავი. სწორედ ამას გულისხმობს მეცნიერი.


✷ კაცს აქვს მყუდრო სახლის ქონის მოთხოვნილება.


მამაკაცებს ყოველდღიურად ხშირად ხვდებათ რთული დავალებები და ამოცანები, რომელთა მოგვარებასაც მათგან მოელიან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ მოწესრიგებული და სუფთა ადგილი, სადაც დასვენებას შეძლებენ. ეს საჭიროება მამაკაცებისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამაზე ოცნებობენ კიდეც.









5. ქალს სჭირდება ქმარი, რომელიც კარგი მამაა და მამაკაცს სჭირდება, რომ აფასებდნენ

image


✷ ქალს უნდა, რომ მისი მეუღლე კარგი მამა იყოს.


ქალისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი ქმარი შვილებისთვის ავტორიტეტი იყოს და თავისი წვლილი შეიტანოს ბავშვების აღზრდა-განვითარებაში.


✷ კაცს უნდა, რომ აფასებდნენ.


მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია, ამაყობდეს საკუთარი თავით და აცნობიერებდეს, რომ მეუღლეც აფასებს. გულწრფელი დაფასება დიდი მოტივაციაა კაცისთვის. ეს მას ოჯახისთვის უფრო მეტი კარგი საქმის გაკეთებისკენ წაახალისებს.






image





ასევე დაგაინტერესებთ:


1. მეცნიერები ხსნიან მიზეზებს, თუ რატომ არის გვიან ასაკში ქორწინება უფრო ბედნიერი, ვიდრე ადრეულ ასაკში

image



2. 6 მითი სიყვარულზე, რომლისაც ხალხს დღესაც სჯერა

image



3. მეცნიერებმა დედობისთვის საუკეთესო ასაკი გამოავლინეს

image


0
2268
9-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
2268
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0