x
image
_K_
ფსიქოლოგებმა გამოავლინეს ფლირტის 10 სტრატეგია, რომელიც ყველას სასურველს გახდის
image

ყველამ, ვინც კი ოდესმე ყოფილა პაემანზე, იცის, რომ მას ბევრი ფარული რისკი და საფრთხე ახლავს თან. ის, რომ ვიღაც მოგეწონებათ, ერთგვარი გამოწვევა ხდება თქვენთვის. თუმცა, თუ ისწავლით ისეთ ფლირტს, როგორიც სინამდვილეშია, ანუ ბუნებრივ მომხიბლაობას შეინარჩუნებთ, ყველაფერი კარგად გაგრძელდება.





1. თვალებით კონტაქტი

თვალებით კონტაქტს, რომელიც ჩვეულებრივზე მეტ ხანს გრძელდება, ბევრი რამის თქმა შეუძლია მიმზიდველობაზე.

ჩვეულებრივ, ის 4-5 წამი გრძელდება, ფლირტის სტადიაზე კი - გაცილებით მეტი.


თვალებში ყურებისას შეგიძლიათ პოტენციურ პარტნიორში მეცნიერული მტკიცებულება იპოვოთ იმის გასაგებად, მოსწონხართ თუ არა - თუ მას თვალის გუგები გაუფართოვდა, ესე იგი მოსწონხართ.

image




2. წითლის ტარება

კაშკაშა წითელში ყოველთვის "მესიჯია" ჩადებული, იქნება ეს წითელი მარწყვები, წითელი ვარდები თუ წითელი სამკაული. ფსიქოლოგ ადამ პაზდას აზრით, წითლის "მიმზიდველობა" შესაძლოა ინსტინქტებზე იყოს დამყარებული, როგორც, მაგალითად, მდედრი ბაბუინები (პავიანების გვარის მაიმუნები) ადემონსტრირებენ წითელ უკანალს მამრი ბაბუინების წინ მათ აღსაგზნებად, ანუ უგზავნიან "წითელ" სიგნალს.

ადამ პაზდას კოლეგამ როჩესტერის უნივერსიტეტიდან ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელშიც მამაკაცებს ქალების სურათებს უჩვენებდა წითელ და თეთრ ფერებში. მამაკაცების უმრავლესობამ აღნიშნა, ქალები, რომელთა ფოტოებს წითელი ეფექტი ჰქონდა დადებული, უფრო გახსნილები იქნებოდნენ რომანტიკული ურთიერთობისთვის. ექსპერიმენტმაც, რომელშიც ქალბატონები მონაწილეობდნენ, იგივე შედეგი უჩვენა, მამაკაცები წითელ მაისურსა და სვიტერებში უფრო მიმზიდველები და თავდაჯერებულები ჩანდნენ ქალების თვალში.

image






3. იუმორი

პროფესორი ჯოფრი მილერი, ფსიქოლოგი ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტიდან, დარწმუნებულია, რომ იუმორი ერთ-ერთი ფაქტორია იმის გადასაწყვეტად, მოგვწონს თუ არა ადამიანი. კარგი იუმორის უნარი ნიშნავს, რომ პიროვნებას სწრაფად ფიქრი შეუძლია და კრეატიულია, ეს კი ცხოვრებაში ბევრ სფეროშია საჭირო.

ნუ გაგიკვირდებათ, თუ გონებამახვილური ხუმრობის წყალობით მოახერხებთ, იმაზე მალე შეუთანხმდეთ პარტნიორს პაემანზე, ვიდრე ამას ტრადიციული ხერხით აკეთებთ ხოლმე.

image




4. ითამაშეთ, ვითომ ძნელად ხელმისაწვდომი ხართ

ძველი ხერხია, მაგრამ ამართლებს. კვლევებმა აჩვენა, რომ მაშინ უფრო მოგვწონს ადამიანი, როცა დარწმუნებულები არ ვართ, მასაც მოვწონვართ თუ არა.

ისიც გახსოვდეთ, რომ ყველა პიროვნება ინდივიდუალურია და ძნელად ხელმისაწვდომობის თამაში არ გჭირდებათ, თუ უკვე დარწმუნებული ხართ პარტნიორის გრძნობებში.

image





5. ქალი: მომღიმარი

ღიმილი მხოლოდ მეგობრულობის და იუმორის გრძნობის ნიშანი კი არაა, ეს იმასაც აჩვენებს, რომ ქალი კარგი დედა იქნება და ჯანმრთელიცაა.

ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტმა კვლევებით დაადგინა, რომ მამაკაცებს მომღიმარი ქალები უფრო იზიდავთ, ვიდრე ამაყები. შეიძლება იმიტომ, რომ ღიმილი დედობრივ სითბოსთანაა ასოცირებული.

image





6. მამაკაცი: სერიოზული

ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის სხვა კვლევის მიხედვით, ქალებს სერიოზული, ამაყი, ჩაფიქრებული, "უსირცხვილო" მამაკაცები უფრო იზიდავთ, ვიდრე მომღიმარი.

ეს იმას ნიშნავს, რომ "ცუდი ბიჭის" თამაში შეიძლება დაგეხმაროთ სასურველი გოგოს გულის მოგებაში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნამდვილად "ცუდი ბიჭი" არ ხართ.

image





7. მიბაძვა

მიმზიდველობის 55% სხეულის ენაზეა დამოკიდებული.

სარკეში იმუშავეთ საკუთარ თავზე, დახვეწეთ მიმიკები და სხეულის ენა. პირველ რიგში, თავად უნდა მოგწონდეთ თქვენი თავი.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ადამიანების უმეტესობა ქვეცნობიერად ბაძავს იმას, ვინც მიმზიდველად მიაჩნია. თუ ვინმეს მიმიკები ან სხეულის ენა გაქვთ გადმოღებული, ამით ისინი მიხვდებიან, რომ მათზე ხშირად ფიქრობთ და ზრუნავთ.

image





8. განსხვავებული ხმის ტემბრი და ტონი

თქვენი ლაპარაკის მანერა ფლირტის დროს იმაზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფიქრობთ.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის კვლევებმა აჩვენა, რომ კაცებს ის ქალები უფრო იზიდავთ, ვინც ხმის ტემბრსა და ტონს ხშირად იცვლიან. ისინი, ვინც მონოტონურად საუბრობენ, ნაკლებ რომანტიკულ ინტერესს აღძრავენ.

image





9. თავდაჯერებულობა

თავდაჯერებულობა წარმატების გასაღებია. ვებსტერის უნივერსიტეტის დოქტორი - მონიკა მური ამბობს, რომ ბარებში და საშოპინგო მაღაზიებში ხალხზე დაკვირვებისას შეამჩნია, ისინი, ვინც იღიმოდნენ და თავდაჯერებული, თამამი ადამიანებივით იქცეოდნენ, უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებდნენ.

image





10. შეხება

ბოლო საიდუმლო: უბრალოდ, შეეხეთ მას! ტაქტილური (შეხების) კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანია. ღამის კლუბში კვლევებმა აჩვენა, რომ ქალი უფრო ხშირად თანხმდებოდა მამაკაცს მასთან ცეკვაზე, თუ ის მის მხარს შეეხებოდა 1-2 წამით. ისიც აღსანიშნავია, რომ ასეთი მამაკაცები დომინანტის და თავდაჯერებულის შთაბეჭდილებას ტოვებენ, რაც ქალების უმრავლესობას მოსწონს.

image



წარმატებულ ფლირტს გისურვებთ!




––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––


ასევე დაგაინტერესებთ:

1. 7 თავდაცვის ტექნიკა ქალებისთვის - ის, რაც ყველა მდედრობითი სქესის წარმომადგენელმა უნდა იცოდეს!

2. ჩაცმის 14 აუცილებელი წესი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

3. როგორ გამოვიყურებოდეთ უფრო ახალგაზრდულად - 8 ხერხი

/

0
5384
7-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
5384
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0