საზოგადოება ბუბას გაუმარჯოს!.. რომ არ ემღერა, უფრო გაგვიჭირდებოდა - ქიბარ ხალვაში 2020, 1 ნოემბერი, 14:08 . 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. ყველა ეგზიტპოლისა და ცესკოს წინასწარი მონაცემებით, პროპორციული სიით „ქართული ოცნება“ ლიდერობს, ხოლო მაჟორიტარულ ოლქების უმრავლესობაში მეორე ტური გაიმართება. .
არჩევნების შედეგებს ბიზნესმენი, ტელეკომპანია რუსთავი2-ის მფლობელი, ქიბარ ხალვაში სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ხალვაში ფიქრობს, რომ ბუბას რუსულმა სიმღერამ სააკაშვილის გუნდის რეიტინგი დაწია.
. „ბუბას გაუმარჯოს! რომ არ ემღერა უფრო გაგვიჭირდებოდა!“ - დაწერა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელმა სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა, მომღერალმა ბუბა კიკაბიძემ, საარჩევნო კამპანიის დახაურვისას თბილისში, თავისუფლების მოედანზე რუსულად იმღერა. ფაქტს საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა, რის შემდეგაც პარტიის ლიდერებმა და მხარდამჭერებმა მომხდარი ტექნიკური ხარვეზით ახსნეს, მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ ფონოგრამა შემთხვევით ჩაერთოთ. . „ნაციონალური მოძრაობის“ სამტრედიის, ვანის, ხონის და წყალტუბოს მაჟორიტარობის დეპუტატი, ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დარღვევებით ჩატარდა. „მკვდარი სულები, კარუსელები, სახლში აღმოჩენილი უცხო ადამიანები გავიგე, მაგრამ გადაკეთებული ოქმები გაგიგიათ? 18 ხმა ეწერა ოცნებას ოქმზე როცა ხელი მოაწერა კომისიის ყველა წევრმა და დილით აწერია 48. ამჯერად კი თავდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ რეალური მონაცემები და სააკაშვილის მხარდამჭერების ყალბი მცდელობა კიდევ ერთხელ დაადასტურა. 432 შეფასება არ არის
|