სიახლეები "ფანტომასის" მფრინავი ავტომობილი უკვე რეალობად იქცა(ვიდეო) 2020, 31 ოქტომბერი, 13:23 ![]() მფრინავი სპორტულმა მანქანა, რომელსაც შეუძლია სამ წუთში თვითმფრინავად გარდაიქმნას, საცდელი გაფრენა მოაწყო სლოვაკეთში, კომბინირებულმა მანქანამ 700 მეტრი იფრინა. სენსაციური ვიდეო გამოაქვეყნა სლოვაკურმა კომპანიამ KleinVision- მა, რომელმაც ინოვაციური მანქანა შექმნა. ეს კომპანიის ინჟინრების მიერ შექმნილი მეხუთე პროტოტიპია. მათი თქმით, ავტომობილი გათვალისწინებულია ინდივიდუალური მოგზაურობის მოყვარულთათვის, ასევე კომერციული ტაქსისთვის. ![]() კონსტრუქტორების თქმით, მანქანამ სლოვაკეთის პისტანის აეროპორტში უკვე განახორციელეა ორი საცდელი ფრენა, რომლის სიგრძე დაახლოებით 700 მეტრი იყო. ავტომობილის შემქმნელი, პროფესორი შტეფან კლაინი, თვითონ დაჯდა საჭესთან და აფრინდა. ფრენები წარმატებით დასრულდა. კლაინის აზრით, მისი გუნდის მთავარი ამოცანა იყო ავტომობილის ოპტიმალური წონის პოვნა, რადგან მანქანა საკმარისად მძიმე უნდა ყოფილიყო, თვითმფრინავი კი პირიქით, საკმარისად მსუბუქი. შედეგად, ორ ადგილიანი მანქანა იწონის დაახლოებით 1 ტონას და დამატებით შეუძლია დაიმატოს დაახლოებით 200 კილოგრამი . 1.6 ლიტრიანი BMW ძრავით აღჭურვილ მანქანას შეუძლია დაახლოებით 900 კილომეტრის გავლა საწვავის გარეშე. ![]() "ბოინგის" ყოფილი ექსპერტის, ბრანკო სარას თქმით, სლოვაკი ინჟინრების მიერ შექმნილი კუდისა და ფრთის გაშლა/დაკეცვის მექანიზმი "ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს, სალონში სივრცეა მძღოლისა და მგზავრისთვის, ის გამოიყურება თანამედროვედ, ისევე როგორც თავად მანქანა.” - ამბობს სარა. ![]() ”ფრენის მთავარმა პარამეტრებმა სრულად დაადასტურა ჩვენი თეორიული გამოთვლები”, - ამბობს პროფესორი კლაინი. ტესტების დასრულების შემდეგ, ინჟინრები აპირებენ მანქანის უფრო ძლიერი ძრავით აღჭურვას და დაახლოებით ექვს თვეში გასაყიდად გატანას. 210 2-ს მოსწონს
|