საზოგადოება კოვიდ-19-ით დაინფიცირების შემთხვევაში, რამდენ ხანში შეიძლება სხვა ადამიანებთან კონტაქტის აღდგენა/გარეთ გასვლა? 2020, 30 ოქტომბერი, 14:04 ამჟამინდელი (10/2020) კრიტერიუმებია:
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) :
სიმპტომების გამოვლენის პირველი დღიდან გასული უნდა იყოს 10 დღე და
ბოლო სიმპტომიდან (სიცხე, სასუნთქი გზების სიმპტომები) უნდა იყოს გასული 3 დღე
უსიმპტომოებში- დადებითი ტესტიდან გასული უნდა იყოს 10 დღე
აშშ დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრები:
სიმპტომების გამოვლენის პირველი დღიდან გასული უნდა იყოს 10 დღე და
ბოლო 24 საათის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს პაციენტს სიცხე (სიცხის დამწევი მედიკამენტის მიღების გარეშე) და
სხვა სიმპტომები თანდათან უნდა უმჯობესდებოდეს (არ ეხება ყნოსვა/გემოს დაკარგვას, რჩება ზოგჯერ კვირები/თვეები)
ინგლისის ჯანდაცვის ეროვნული სერვისი:
სიმპტომების გამოვლენის პირველი დღიდან გასული უნდა იყოს 10 დღე და
პაციენტს აღარ უნდა ჰქონდეს სიცხე, დიარეა, ძლიერი სისუსტე, ცემინება/ცხვირის ღრუს დახშობა
შეიძლება კვლავ ჰქონდეს მცირედი ხველა და ყნოსვა/გემოს დაკარგვა.
94 შეფასება არ არის
|