x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ვაჟა აზარაშვილი ნაცმოძრაობის აქციაზე სიმღერისთვის სასამართლოში ჩივის
image


კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი ჯგუფს „გამოუვალი მდგომარეობა“ სასამართლოში უჩივლებს. ამის შესახებ სულ ახლახან გახდა ცნობილი. 29 ოქტომბერს „გამოუვალი მდგოპმარეობა“ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერად მოგვევლინა და თავისუფლების მოედანზე გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე იმღერა. როგორც ჩანს პოლიტიკურ აგიტაციაში მონაწილეობით ცნობილი კომპოზიტორი უკმაყოფილოა და სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს.


კომპოზიტორმა ვაჟა აზარაშვილმა reporter.ge-სთან ინტერვიუში განმარტა, რომ 29 ოქტომებრს, ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებულ აქციაზე, ზემოხსენებულმა ჯგუფმა სიმღერა „დინამო“ მისი ნებართვის გარეშე შეასრულა და ამის გამო მათ დაჯარიმებას მოითხოვს:

.
„ეს იყო პოლიტიკური ამბავი. როგორ შემეძლო მე, ეს გამეკეთებინა?! გამორიცხულია! მაშინ მოედანზე ვიქნებოდი. მე სრულიად კონტრასტულ პარტიასთან მაქვს საქმე. აქციაზე ჯგუფმა „გამოუვალი მდგომარეობა“ ჩემი ნებართვის გარეშე შეასრულა სიმღერა „დინამო“. ეს იყო ამაზრზენი! მე უკვე დავუკავშირდი „საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაციას“ – (GERA). ისინი ჩემი სახელით დაწერენ საჩივარს და დააჯარიმებენ. და საერთოდ, აეკრძალოს ყველა მომღერალს ჩემი სიმღერების შესრულება, ჩემი ნებართვის გარეშე, თორემ კიდევ დააჯარიმებენ და ღირსებიც იქნებიან“, - განაცხადა ვაჟა აზარაშვილმა.


.

ეს ერთადერთი სკანდალი არ არის, რაც „მთავარი“ ოპოზიციონერების მთავარ წინასაარჩევნო შეხვედრაზე მოხდა. „დინამოს“ გარდა აჟიოტაჟი მოჰყვა ასევე ბუბა კიკაბიძის სიმღერასაც. ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ნომრის ბუბა კიკაბიძის ტრიბუნაზე გამოჩენა არავის გაჰკვირვებია, თუმცა რუსულად შესრულებული „თბილისო“ ყველასთვის მეტისმეტი აღმოჩნდა. მაშინვე და მოგვიანებითაც ნაციონალური მოძღაობა ცდილობს განმარტოს, რომ ეს იყო ტექნიკური ხარვეზი და მხოლოდ ფონოგრამა შეეშალათ. თუმცა, საზოგადოების დიდი ნაწილი აღშფოთდა იმის გამო, რომ პარტია, რომელიც სხვა პოლიტიკურ ძალებს რუსეთუმეობას აბრალებს, სწორედ ასეთი ძალის მიერ მთავარ ოპოზიციურ შეკრებაზე რუსული სიმღერა ისმოდა და მას ლაივში ბუბა კიკაბიძე ასრულებდა. ამას უკმაყოფილება არათუ ნეიტრაკლურ წრეებში, არამედ თავად ნაციონალური მოძღაობის მხარდამჭერებში მოჰყვა. სწორედ მათივე მხარდამჭერები ჩანდნენ აღშფოთებულნი.



ოპოზიციური ძალისთვის უხერხულობის შექმნა ამით არ მთავრდება. მხარდამჭერების რეგიონებში დაბრუნება უმსხვერპლოდ არ დასრულებულა. გვიან ღამით ცენტრალურ ავტობანზე უბედური შემთხვევა მოხდა, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა


„ნაციონალური მოძრაობის“ შემაჯამებელი აქციიდან დასავლეთისკენ მიმავალი მიკროავტობუსი და ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ტვ პირველი“ ავრცელებს.


მათი ინფორმაციით, გორის შავშვებთან ავარიას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მიკროავტობუსი 20-კაციანია. დანარჩენი მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.

სავარაუდოდ, ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. ავტობანის ნაწილი გადაკეტილი იყო. ადგილზე გვიან ღამით მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი. დაშავებულები გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო.

1
2081
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
2081
  
2020, 30 ოქტომბერი, 10:31
საერთოდ,საავტორო უფლებები რა უაზრობაა და ამის გამო ჯარიმა? რო დაწერე შე ოჯახ აშენებულო და საზოგადოება ამდენი ხანია ისმენს,ლამის ეროვნული გამარჯვების სიმღერად აქცია,მაშინ რა საავტორო უფლებებზე საუბრობენ. აგერ თარხანა რუსთაველის,ობელიანის,ჭავჭავაძის და წერეთელის ახლობელია დედის ბიძაშვილის დეიდაშვილის ხაზით და ფული გადაუხადონ. ხოდა ასე ვეტყვი აზარაშვილს,დაახვიოს ეგ დაწერილი ტექსტი და უკან გაიკეთოს. რაც შეეხება ბუბას,ადამიანი ბერდებოდაო და ყ... სხვა აზრი აქ გამორიცხულია. რას ქვია ფონოგრამა შეეშალათ? იმ რუსმა პიარი ტიპებმა ხო არ ქნეს ეგ ამბავი. იმ პარტიის ყრილობაზე,რომელმაც თავის დროზე რუსულ სიმღერებზე ჯარიმები დააწესეს,ამას ვერ "გააპრავებენ".
0 1 1