x
image
ირინა მ.
ზერო (ნულოვანი) პაციენტები, ვისგანაც დაიწყო სასიკვდილო ეპიდემიები.(გაგრძელება)
image

(გაგრძელება)

სამი ისტორია ადამიანებზე, რომლებიც ეპიდემიების ათვლის წერტილი გახდნენ.

2. ებოლას ცხელება

1976 წლის აგვისტოს ბოლოს, სკოლის მასწავლებელი, მაბალო ლოკელა ზაირიდან (ახლა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა) მოგზაურობიდან დაბრუნდა მშობლიურ სოფელ იამბუკუში. თან მოიტანა არა მარტო საჩუქრები, ანტილოპას და მაიმუნის გამოყვანილი ხორცი, არამედ სახსრების ტკივილიც. მან ჯერ იფიქრა, რომ მალარიით დაავადდა. ამ ავადმყოფობის ნიშნები კარგად იყო მისთვის ნაცნობი, რადგან ადგილობრივ პლანტაციებზე კოღოები მრავლად იყო. დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭირო იყო ანალიზების გაკეთება, რის შემდეგაც მიკროსკოპის ქვეშ უნდა დაედგინათ დაავადების გამომწვევი–მალარიის პლაზმოიდები, მაგრამ ადგილობრივი ჰოსპიტალი იმდენად ღარიბი და მოუწყობელი იყო, რომ მედპერსონალის ნაცვლად ავადმყოფებს ბელგიელი მონაზვნები უვლიდნენ. ანალიზებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტი იყო. ავადმყოფი გასინჯეს, "დაუდასტურეს" მალარიის დიაგნოზი, ნემსი გაუკეთეს და ორი დღის შემდეგ მაბალო ლოკელა სახლში გაწერეს.

image

ცოტა ხანში ცხელება გაორმაგებული სიძლიერით დაბრუნდა. მამაკაცი იმდენად დასუსტდა, რომ ფეხზე ვერ დგებოდა. ჰქონდა დიარეის და ღებინების შეტევები. როდესაც მაბალოს მეუღლის თხოვნით მონაზვნებმა ავადმყოფი ინახულეს, იგი ოფლში ცურავდა, ძლივს სუნთქავდა, ყურებიდან, ცხვირიდან და თვალებიდან სისხლი სდიოდა. "ეს რაღაც ახალია"–თავი გააქნია ერთ-ერთმა მონაზონმა. მალე მაბალო ლოკელა გარდაიცვალა. დაკრძალვის შემდეგ დაავადდა მისი ოჯახის 21 წარმომადგენელი, გარდაიცვალნენ ბელგიელი მონაზვნები, სხვა ავადმყოფებიც. როგორც შემდგომმა გამოძიებამ აჩვენა, ამ აფრიკულ კლინიკაში მხოლოდ ხუთი შუშის შპრიცი და ერთჯერადი მეტალის ნემსები იყო, რომელთა სტერილიზაცია არასოდეს ხდებოდა. გასაკვირი არ არის რომ ყველა დაინფიცირდა.

სოფელში დედაქალაქიდან გამოიძახეს ექიმები, მაგრამ იმ დროს ებოლას შესახებ ჯერ კიდევ არაფერი იყო ცნობილი, ამიტომ მკურნალობდნენ როგორც ტიფს და ყვითელ ცხელებას, რადგან სიმპტომები ძალიან მსგავსი იყო. მკურნალობას შედეგი არ ჰქონდა. ბოლოს სოფელი ჩაკეტეს კარანტინზე. აფეთქება იმის შემდეგაც დიდხანს გაგრძელდა, რაც სიტუაციით ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაცია სერიოზულად შეშფოთდა.

image


image

image

image


3. ესპანური გრიპი

ამ ვირუსმა კაცობრიობას გამოცდა 1918 წელს მოუწყო–პირველი მსოფლიო ომის ბოლო თვეებში, ზუსტად იმ დროს, როცა ხალხს ავადმყოფობებთან ბრძოლის თავიც კი აღარ ჰქონდათ. ვირუსს ესპანური უწოდეს იმიტომ, რომ პირველი ქვეყანა, რომელიც ხმამაღლა ალაპარაკდა ახალ პრობლემაზე, ესპანეთი იყო. თუმცა ნულოვანი პაციენტი ესპანელი სულაც არ ყოფილა.

1918 წლის 11 მარტს, დილით, ამერიკული სამხედრო-საწვრთნელ ბანაკ "ფანსტონის" (რომელიც კანზასის შტატში მდებარეობდა), მზარეულმა ალბერტ გიტჩელმა, საშინელი ყელის ტკივილი იგრძნო, ჰქონდა მძიმე ხველება, სახე გაულურჯდა. მედპუნქტში აღმოჩნდა, რომ 40 გრადუსი სიცხე ჰქონდა. ხელმძღვანელობამ სასწრაფოდ კარანტინში მოათავსა. ერთ-ერთი ვერსიით, ინფექციის გამავრცელებელი გახდა ღორი, რომელიც მზარეულმა ვახშმისთვის მოამზადა.

imageსაველე პურის საცხობი, 1918 წ.

კარანტინი ალბათ მთელ მსოფლიოს გადაარჩენდა პანდემიისგან, მაგრამ უბედურება იმაშია, რომ ალბერტი მუშაობდა ამერიკის ერთ-ერთ მსხვილ სამხედრო-საწვრთნელ ბანაკში, რომელიც ჯარისკაცებს აგზავნიდა ევროპაში. იმ იმედით, რომ ავადმყოფობას ფეხზე გადაიტანდა, ის აგრძელებდა მუშაობას და სწორედ მისმა პატიოსნებამ მოიტანა ეს უბედურება. ავადმყოფების რიცხვი თანდათან მატულობდა, შუადღისთვის 107 იყო, კვირის ბოლოს–522, აპრილის ბოლოს–1127. დაავადების აფეთქება შეუმჩნეველი არ დარჩენილა. შემოწმებებზე მოსულმა ჩინოვნიკებმა ჩათვალეს, რომ ეს პნევმონია იყო, და ფრონტზე ჯარისკაცების გაგზავნა არ შეუწყვეტიათ. ავადმყოფები იზოლაციაში მოაქციეს და აგრძელებდნენ ჯარისკაცების წვრთნას. ბევრი დაავადებული განიკურნა. დაიღუპა 46 ადამიანი, რაც იმაზე მეტი იყო, რაც ჩვეულებრივი გრიპის ეპიდემიის დროს, მაგრამ მაინც არასაკმარისი, რომ აჟიოტაჟი აეტეხათ.

დროთა განმავლობაში ბანაკში ესპანკა გაქრა, მაგრამ ევროპაში ჯარების გადაგზავნის შედეგად კონტინენტზე ვირუსი გავრცელდა. 1918-1919 წლებში 18 თვის განმავლობაში დაინფიცირდა 550 მილიონი ადამიანი, რაც იმ დროისთვის პლანეტის მოსახლეობის მესამედს შეადგენდა. თვითონ ალბერტ გიტჩელი, რომელიც პანდემიის მიზეზი იყო, გამოჯანმრთელდა და დიდხანს იცოცხლა, დაიღუპა 1968 წ, 78 წლის ასაკში.

imageესპანური გრიპით დაავადებული ჯარისკაცები, საფრანგეთის ჰოსპიტალი, 1918 წ.

imageსაველე ჰოსპიტალი, 1918 წ.

imageტელეფონისტები ყელს ივლებენ გრიპის პროფილაქტიკისთვის, ლონდონი, 1920 წ.

imageქუჩაში ეპიდემიის დროს




ასევე იხილეთ:



# ზერო (ნულოვანი) პაციენტები, ვისგანაც დაიწყო სასიკვდილო ეპიდემიები


# ჭორიკნების დასჯის მეთოდები შუასაუკუნეებში


# ადამიანი, რომელმაც ექიმებს ხელების დაბანა ასწავლა!


# წარსულის უცნაური და სასაცილო სამედიცინო პროცედურები


# რატომ ეძინათ ადრე ადამიანებს მჯდომარე მდგომარეობაში


# შეიძლება თუ არა მოკვეთილი თითი ისევ გაიზარდოს?


0
76
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0