საზოგადოება სარიშვილი:ტუჩები დაბერვის გარეშეც იმხელა მაქვს, თუ ვინმეს გაკლიათ, შემიძლია გაგინაწილოთ 2020, 24 ოქტომბერი, 16:30 ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც პირდაპირი ეთერის გამო გააკრიტიკა. სარიშვილი ტელეკომპანიის "პირველი" ეთერში სტუმრად იმყოფებოდა და ზუგდიდში "საქართველოს ბანკში" მძარცველის შეჭრის შესახებ საკუთარ მოსაზრებები დააფიქსირა. "ჩემი პირდაპირი ეთერით აღშფოთებულო ხელისუფლების მომხრეებო! ჩემს ლანძღვას, წყევლას და იმის გარკვევას, რატო მეკეთა პირბადე – ტუჩები დავიბერე თუ კბილები ამოვიღე, გირჩევნიათ იმაზე დაფიქრდეთ, ამ 2 ვარიანტიდან რა გირჩევნიათ: 1. ხელისუფლებამ 7 საათის განმავლობაში იმედოვნებდა რომ მძარცველს გახსნილი ხელყუმბარა ხელიდან გაუვარდებოდა, დაიღუპებოდა ყველა და დიდი ალბათობით შემდეგ გამოძიება "დაადგენდა" რომ მძარცველი და მძევლებიც ნაცები იყვნენ – თქვენ რომ გული არ დაგწყვეტოდათ; 2. მძარცველს ხელში სათამაშო ხელყუმბარა ეჭირა, რაც ხელისუფლებამ იცოდა და ამიტომ იყო 7 საათი დაღამებამდე მშვიდად, რაც იმას ნიშნავს რომ ხელისუფლება ამ ამბის თანამონაწილეა. თუ რამე რთულად დავწერე თქვენთვის, რამდენჯერმე წაიკითხეთ, დაძაბეთ რაც გაქვთ დარჩენილი ის და აირჩიეთ, რომელი ვარიანტი გირჩევნიათ. იფიქრე ქოცო და გადაწყვიტე. P.S. ტუჩები დაბერვის გარეშეც იმხელა მაქვს, თუ ვინმეს გაკლიათ, შემიძლია გაგინაწილოთ", -წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.
484 შეფასება არ არის
|