სამშენებლო კომპანიებს ხშირად მუშახელის აყვანა სახელდახელოდ უწევთ ობიექტის დროულად ჩასაბარებლად რასაც მშენებლობებზე უამრავი შეცდომა მოსდევს.
სურათზე ხედავთ სტადიონის ტრიბუნას, სადაც მაყურებლის წინ საყრდენი კონსტრუქვიაა აღმართული და ის პრაქტიკულად ვერაფერს ხედავს თუ რა ხდება მოედანზე.
არანაკლებ კურიოზული სიტუაცია შეიქმნა საქართველოში, ზუგდიდში საფეხბურთო სტადიონის აშენების დროს, საფეხბურთო მოედანს მშენებლებმა რკინაბეტონის სქელი კედელი შემოავლეს, რომელსაც არავინ იცის თუ რა დანიშნულება ჰქონდა. საფეხბურთო მოედნიდან გასრიალებულ ან გადავარდნილ ფეხბურთელს კი ამ კედელთან შეჯახება სასიკვდილო საფრთხეს შეუქმნიდა.
არა და ამ სტადიონის აშენებაში შვიდი მილიონი დაიხარჯა და დღესაც არაა მწყობრში, მეტიც სტადიონი ხელახლა რეკონსტრუქციას ექვემდებარება რომელსაც სპეციალისტების თქმით სამი მილიონი ლარი დასჭირდება.
საფეხბურთო მოედნისათვის თურქეთიდან ჩამოტანილი ბალახის საფარი, რომელიც რამდენიმე ასეული ათასი ლარი დაჯდა ასე გამოიყურება.
სტადიონის პირველ სართულზე ჭერი ჩამოინგრა.
ეკლესიის მეორე სართულზე რაში დაჭირდათ მშენებლებს კარის გაკეთება ჩემთვის უცნობია.
კედელზე დამონტაჟებულ საათზე მეორე საათის დამონტაჟება ვის მოაფიქრდა ალბათ საინტერესოა.
ეს ჭა ისეა გაკეთებული აქ ალბათ სანტექნიკოსებად ექსტრემალი პარკურისტები ჰყავთ.
საპირფარეშოს სარკე მგონი "სიცილის ოთახის" სარკეში შეეშალათ დამონტაჟებისას.
ნიშანი გვიჩვენებს გასასვლელიაო, მაგრამ როგორ გინდა აქ გახვიდე, კოპერფილდს გაუჭირდებოდა აქ გასვლა.
ეს ალბათ საპირფარეშოს საკონფერენციო დარბაზია ჩინოვნიკებისათვის.
ამისი გამკეთებელი იმედია უკვე არ მუშაობს მშენებლობაზე.
აქ უკვე სამშენებლო "შედევრთან" გვაქვს საქმე.
ეს ავტოფარეხი ალბათ "ფანტომასის" მფრინავი მანქანისთვისაა აშენებული.
ელექტრიკოსიც ასეთი უნდა, აბა სტანდარტულად ყველა ელექტრიკოსი დაამონტაჟებდა ჭრის სანათებს.
ელექტრიკოსის მორიგი "შედევრი".
კარგი იდეაა ელექტროსადენის რკინაბეტონის ბოძი მეტ სიმყარეს შესძენდა ამ სახლს.
რა მოხდა მერე, კიბე კორპუსში შესასვლელებს თუ ასცდა.
შემდუღებელიც ასეთი უნდა, ამასთან არ მოიწყენ ადამიანი.
მოუწევს ამ გოგოს პარკურის შესწავლა.