საზოგადოება „მსურს, ამ რთულ დროს პოზიტიური ამბავი გაცნობოთ“ - ბერა ვიდეომიმართვას ავრცელებს 2020, 24 ოქტომბერი, 9:50 რეპერი ბერა ივანიშვილი ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ამაზონის პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოებს აჯამებს. „მსურს ამ რთულ დროს რაღაც პოზიტიური გაგიზიაროთ. აქ ნახავთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რისი მიღწევა შევძელეთ უკანასკნელ ერთ წელიწადში ამაზონის პროექტის ფარგლებში" - ამბობს ბერა და ვიდეოს აქვეყნებს. .
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ოქტომბერში ბერა ივანიშვილმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობდა, რომ საკუთარი მძიმე შრომით მოპოვებული დანაზოგიდან, და ოჯახის დახმარებით, ამაზონის ტყეებში ხანძრებთან საბრძოლველად 1, 1 მილიონ დოლარს რიცხავდა. ამავე მიმართვაში ივანიშვილი საზოგადოებას ქველმოქმედებისკენ მოუწოდებდა. 1395 შეფასება არ არის
|