ტეხასელი ანიკა ჩებრალუ 14 წლისაა და ასაკის მიუხედავად დიდი როლი ითამაშა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. მეცნიერების აზრით ახალგაზრდა მკვლევარის გამოგონება მედიკოსებს დაეხმარება COVID-19 - ის წამლის შექმნაში
სიახლეები სკოლის მოსწავლის აღმოჩენამ შესაძლოა კორონავირუსის წამლის შექმნამდე მიგვიყვნოს 2020, 20 ოქტომბერი, 1:58 გამოგონებამ ანიკას გამარჯვება მოუტანა ამერიკის ახალგაზრდა მეცნიერების კონკურსში 3M Young Scientist Challenge და ფულადი პრემიაც 25 000 დოლარის ოდენობით. ანიკას აზრით შემდეგი ნაბიჯი გამოგონების პრაქტიკაში დანერგვა უნდა გახდეს. გოგონა ოცნებობს ვირუსოლოგებთან და მეცნიერებთან ერთად იმუშაოს COVID-19-ის წამლის შესაქმნელად. ანიკას აღმოჩენის მნიშვნელობა იმაშია, რომ მან შეძლო ისეთი მოლეკულის მოდელის შექმნა, რომელიც კორონავირუსის საცეცებს (ბეწვებს) SARS-CoV-2 - ს ბოჭავს და არ აძლევს უჯრედებთან მიახლოების საშუალებას. ამ მოლეკულის საშუალებით შეიძლება ისეთი წამალი დამზადდეს, რომელიც კორონავირუსს "განაიარაღებს" 677 შეფასება არ არის
|