სიახლეები თუ ენაზე ამგვარ კვალს შეამჩნევთ, თქვენ სასწრაფოდ სამედიცინო დახმარება გჭირდებათ! 2020, 18 ოქტომბერი, 0:16 ადამიანების უმრავლესობა პირის ღრუს ჯანმრთელობას სათანადო ყურადღებას არ აქცევს, რაც ძალიან უხეში შეცდომაა. ენა - ჩვენი ორგანიზმის ერთ - ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც ხშირად გარკვეული დაავადებების სიმპტომებზე მიგვანიშნებს, რომლებსაც დროულად თუ არ ვუმკურნალეთ შესაძლოა მათ სერიოზული პრობლემებიც კი შეგვიქმნან, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პირის ღრუს სისუფთავის არა მხოლოდ დაცვა, არამედ ენის ზედაპირის მუდმივი კონტროლიც, რათა მასზე გამოვლენილი ზოგიერთი დაავადების პირველი სიმპტომი არ გამოგვეპაროს.ნახეთქები ენაზენებისმიერი ადამიანის ენაზე ასაკთან ერთად სწორედ ასეთ ნახეთქები ჩნდება, მაგრამ თუ ასაკით პატარა ხართ, და ენაზე მოულოდნელად დიდი რაოდენობით მსგავსი ნახეთქები გაგიჩნდათ, მაშინ ექიმს სასწრაფოდ უნდა მიმართოთ! ეს შეიძლება მელკერსონ - როზენტალის სინდრომის(მელკერსონ – როზენტალის სინდრომი – სახის ნერვის მორეციდივე, ხშირად ორმხრივი დამბლა, რომელიც გრანულომატოზური ქეილიტით, ენის დანაოჭებითა და ანგიონევროზული შეშუპებით მიმდინარეობს. ყოველი ახალი კრიზი სახეს უფრო და უფრო ამახინჯებს, ტუჩებს ადიდებს და ამკვრივებს, აღნიშნული დაავადების ძირითადი გამომწვევი მიზეზი ინფექცია და ალერგიული მდგომარეობაა) განვითარებაზე მიუთითებდეს.მკვეთრი წითელი ფერის ენაასეთ საშინელ ფერს ენა მაშინ იღებს, როდესაც ორგანიზმს ვიტამინები აკლია, განსაკუთრებით კი B12 და ფოლიუმის მჟავა. ასე რომ ამ შემთხვევაშიც ექიმთან ვიზიტი აუცილებელია.ტალღოვანი ჩაღრმავებებიბავშვის ენაზე "ტალღების" გაჩენა პირის ღრუს ძალიან სწრაფ განვითარებაზე მიუთითებს, მაგრამ თუ მსგავსი "ტალღები" მოზრდილი ადამიანის ენაზე ჩნდება, მაშინ ექიმთან დროული ვიზიტია საჭირო, ვინაიდან ეს შეიძლება ჰიპოთირეოზი იყოს.თეთრი ნადებირაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ენაზე ამ ფერის ნადები თქვენს ჯანმრთელობას არანაირ საფრთხეს არ უქმნის. ძირითადად, თეთრი ფერის ნადები ენაზე ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ან საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების გამო ჩნდება, ამიტომ მისგან თავის დასაღწევად კბილები კარგად გაიხეხეთ, შემდეგ კი ენაც გულდასმით გაიწმინდეთ, ეს მეთოდი 100 % მუშაობს!თეთრი ხაზები ენაზეეს პირის ღრუს ერთ - ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ენაზე თეთრი ხაზები როგორც წესი, თამბაქოსა და ალკოჰოლის გაჭარბებული მოხმარებისას ჩნდება, ამიტომ უარი თქვით არა მხოლოდ მათზე, არამედ თქვენი კვების რაციონიდან ცოტა ხნით მაინც საერთოდ ამოიღეთ - ცხარე, მარილიანი და მჟავე, თუ ამის შემდეგ თეთრი ზოლები მაინც არ გაქრა, მაშინ სჯობს უკვე ექიმს მიმართოთ!ყვითელი ნადებიყვითელი ნადები ენის სოკოს არსებობაზე მიუთითებს. ძირითადად, ის ბავშვებსა და მოზარდებში იმუნიტეტის დაქვეითების დროს ვლინდება, თუ მსგავსი რამ აღგენიშნებათ სჯობს ექიმთან ვიზიტი აღარ გადადოთ და სამედიცინო დაწესებულებას დროულად მიმართოთ.991 შეფასება არ არის |