x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
როგორ გამოიყურება გოგო რომელმაც 42 000 ევრო დახარჯა ტატუებში და სხეულის "ტიუნინგში"

image მე სხვის განსჯარ არ დავიწყებ რადგან არავის მოუცია ჩემთვის ამის ნებართვა, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია თუ რატომ იმახინჯებენ საკმაოდ კარგი გარეგნობის ადამიანები თავს უამრავი ტატუებით, პირსინგებით თუ სხეულზე გაკეთებული უცნაური ფორმის ინფლანტებით.
მაგალითისათვის ავიღე ტატუ-მოდელი ლინა, რომელიც ფანტასტიკის ჟანრის "კიბორგს" უფრო ჰგავს ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანს.
გერმანელმა გოგომ 42 000 ევრომდე დახარჯა იმისათვის, რომ ასე "დაეტუნინგებინა" საკუთარი სხეული.
ლინამ სოციალურ ქსელში სახელი გაითქვა არასტანდარტული გარეგნობით: მისი სხეული დაფარულია აურაცხელი ტატუებით, პირსინგებით და კანქვეშ შეყვანილი სხვადასხვა ფორმის მისაღებად სპეციალურად გაკეთებული სილიკონის ინპლანტებით.
ცნობილია, რომ ლინა ბავშვობის ასაკიდანვე დაინტერესდა ტატუთი: "მე არ ვიყავი კმაყოფილი საკუთარი გარეგნობით და გადავწყვიტე არ შევგუებოდი არსებულ რეალობას, რაც ხელს მიშლიდა სრულფასოვან ბედნიერებაში.
არსებობს უამრავი მეთოდი საკუთარი თავის გარდასაქმნელად, სამედიცინო ტექნოლოგია იძლევა ამის საშუალებას ასევე სხეულის მოდიფიკაციის ხელოვნება იძლევა იმის საშუალებას გამოჩნდე განსხვავებულად და არაორდინალურად საზოგადოების გარკვეულ ნაწილში", -განაცხადა ატუ მოდელმა.
ლინამ სხეული პრაქტიკულად დაიფარა ნახატებით, გაიკეთა მკერდის ინპლანტი. ამასთან ერთად მან გადაწყვიტა გაეკეთებინა "3D"-არტი სახეზე და სხეულზე. აღნიშნულისათვის ტარდება ოპერაცია რა დროსაც სკაპლელის დახმარებით კანქვეშ შეჰყავთ სილიკონი, შემდეგ კი შეყვანილ სილიკონს აძლევენ სასურველ ფორმას. ტატუ მოდელის თქმით მის სხეულზე ჩატარებული ამგვარი ოპერაციული ჩარევა გაგრძელდა დაახლოებით საათნახევარი და ეს ჩარევა არ იყო მთლად იაფი.
გლინამ კალიფორნიაში მიატოვა სამსახური რათა ტატუ მოდელი და მხატვარი გამხდარიყო.
ამ ეტაპზე ლინას "ინსტაგრამ" გვერდს უკვე 80-ი ათასი ხელმომწერი ჰყავს.
ნათქვამია გემოვნებაზე არ დაობენო, მაგრამ ჩემი მოკრძალებული აზრით ლინა ბევრად ლამაზი იყო სანამ საკუთარ სხეულზე ექსპერიმენტებს შეუდგებოდა.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

+12




















0
924
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
924