x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512526
იყო თუ არა ჟაკლინ კენედი ლამაზი ქალბატონი და რაშია მისი, როგორც "ხატის სტილის", საიდუმლო
image

ჟაკლინ კენედი ჩვეულებრივ ქალთა რიცხვს არ მიეკუთვნება. ბევრი თვლის, რომ იგი არაჩვეულებრივი ლამაზმანი იყო, და ბევრიც–პირიქით. მისდამი გულგრილს იშვიათად შეხვდებით, მის კოპირებას დღესაც ცდილობენ. და მაინც, იყო თუ არა ჟაკლინი ლამაზი თუ ლამაზი ის მრავალი ადამიანის თვალში გახდა?

შეიძლება ითქვას, რომ ჟაკლინს არ გაუმართლა გარეგნობაში, მაგრამ გაუმართლა იმაში, რომ შეძლებულ და სახელოვან ოჯახში დაიბადა. ადეკვატურად აღიქვა რა თავისი მონაცემები, ჟაკლინმა შესძლო თავისი გარეგნობიდან მაქსიმუმის გამოწურვა და მეტიც, სტილის ხატი გამხდარიყო. სტილის ხატები კი ყოველთვის უფრო ლამაზებად და მომხიბვლელებად გვეჩვენება და აქ უკვე ერთვება და მუშაობას იწყებს რეპუტაცია.

image

ჟაკლინის სტილზე და აღზრდაზე დიდი ზეგავლენა იქონია მკაცრმა, მაგრამ რა თქმა უნდა მოსიყვარულე დედამ, ჟანეტ ლი ბუვიემ. დედა შვილს ვარდისფერი სათვალის გარეშე უყურებდა და ჟაკლინიც შეაჩვია იმას, რომ მასაც ასევე შეეხედა თავის თავისთვის. ამის წყალობით ქალიშვილმა ადრეული ასაკიდანვე შეისწავლა თავისი სახის თავისებურებები და შეეძლო ნაკლის დაფარვა.

image

განიერი ცხვირის ხიდი, ძალიან დაშორებული თვალები და მძიმე ქვედა ყბა–მისი არამომგებიანი ქალური ნაკვთებია. თუმცა შესანიშნავი პროფილი, ხშირი თმა და ნაზი იდეალური კანი ეხმარებოდა ჟაკლინს ნაკლოვანებებისგან ყურადღების გადატანაში.

ჟაკლინი მთელი ცხოვრება ერთი სიგრძის თმას და ერთიდაიგივე ვარცხნილობას ატარებდა–ამით იგი სახის ოვალის კორექტირებას ახდენდა. ფოტოებზე საჭირო რაკურსიც მისი საყვარელი ილეთი იყო. ჟაკლინი ყოვეთვის მკაცრად აკონტროლებდა წონას–მისი ფიგურის მქონე ადამიანისთვის გასუქება კატეგორიულად არ შეიძლებოდა. იგი საკმაოდ მაღალი იყო, კარგი ფეხებით და თხელი ხელებით, მაგრამ მძიმე ტორსით და ქალური სინაზის გარეშე, თუმცა ვინ მიხვდებოდა ამას, ის ხომ ყოველთვის შესანიშნავ ფორმაში იყო და მხოლოდ იმ სტილის ჩაცმულობით, რომელიც ყველაზე მომგებიანი იყო მისთვის.

image

სტილის ხატად გახდომა იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ჩაიცვა მხოლოდ ყველაზე მოდური ტანსაცმელი, არამედ იმას, რომ ნებისმიერ დროს მაქსიმალურად კარგად გამოიყურებოდე, რაც ხალხის თვალში მოდურად, მოვლილად და ძვირფასად გაქცევს.

ოთხი შვილის გაჩენის, უამრავი სტრესების გადატანის (თვალწინ მეუღლის სიკვდილი, გაჩენისთანავე ორი შვილის სიკვდილი) შემდეგაც ჟაკლინი პოულობდა თავის თავში ძალას, რომ გამართული ევლო და ცხოვრებისთვის თვალებში ჩაეხედა. ძლიერი ადამიანები კი დიდი მიმზიდველობით გამოირჩევიან, ამაშია ჟაკლინის მომხიბვლელობის კიდევ ერთი საიდუმლო.

image

და კიდევ, "ჯეკის" მხარეს იყო ბრწყინვალე აღზრდა და ნებისმიერ სიტუაციაში თავის დაჭერა. ჟაკლინს ბავშვობიდანვე ამზადებდნენ მაღალი საზოგადოებისთვის და სრულებით არ არის შემთხვევითი, რომ იგი ორჯერ გათხოვილი იყო მაღალი თანამდებობის მამაკაცზე.

ამიტომ, არდაბადებული ლამაზად, იგი გახდა ლამაზი, რომელმაც ღირსეულად იცოდა თავის წარმოჩენა.


image



ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:


# ვინ იყო და როგორ ცხოვრობდა სტალინის სიკვდილის შემდეგ მისი ორეული


# დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტი: ბერლინში აღმოაჩინეს შეთანხმება, რომელიც ჰიტლერსა და სატანას შორის დაიდო


# გავიდა 43 წელი. როგორ გამოიყურება დღეს ყველაზე ლამაზი პარასკევა


1
889
7-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
889
  
2021, 15 მაისი, 18:01
სათაურში არასწორად გიწერიათ - "ხატის სტილი". უნდა იყოს "სტილის ხატი", თუმცა ტექსტში უკვე სწორად წერია
0 1 1