სხვა შეიძლება თუ არა მოკვეთილი თითი ისევ გაიზარდოს? 2020, 27 სექტემბერი, 10:32 დაზიანებული კიდურების რეგენერაციით ცნობილი არიან ტრიტონები და ხვლიკები. ხვლიკებს შეუძლიათ მხოლოდ კუდის აღდგენა, ტრიტონებს კი თვალის ბროლის, კიდურების, კუდის და ქვედა ყბის (ამასთან ყბა აღსდგება ახალი კბილებით). ძუძუმწოვრებს შორის ორგანოს რეგენერაციის ნათელი მაგალითია - ჩლიქოსანთა ოჯახობის ირმების ყოველწლიურად რქების ცვლა. სხვა საინტერესო მაგალითი: ღამურებში ფრთების კანის დაზიანებული ნაწილის, ბოცვრებში და შინაურ კატებში - ყურის ნიჟარის, თაგვებში კი თითების აღდგენა. მრავალრიცხოვანი სტატისტიკური მონაცემები მოწმობს, რომ ადამიანის ორგანიზმიც ფლობს ბუნებრივი რეგენერაციის უნარს. არ დაიჯერებთ, რომ მოჭრილი თითი შეიძლება ისევ გაიზარდოს. მე-20 საუკუნის 70-იან წლებში ინგლისში მოზარდს, რომელსაც თითის ფალანგის ამპუტაცია გაუკეთდა, ექიმების დაუდევრობით ჭრილობაზე კანის ნაწილის გადანერგვა არ მოხდა, რომელიც ჩვეულებრივ პროცედურას წარმოადგენს. როდესაც ქირურგმა, სინტია ილინგვორმა აღმოაჩინა შეცდომა, მან თავისდაგასაკვირად ისიც შეამჩია, რომ თითის წვერი რეგენერაციას იწყებდა. მან გადაწყვიტა აღარ ჩარეულიყო ბუნებრივ პროცესში. 1974 წელს ოლინგვორის მიერ დაფიქსირებული იქნა 11 წლამდე ასაკის ბავშვებში მსგავსი რამდენიმე ასეული შემთხვევა. სხვა ექიმების კლინიკურმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ თითის პირველი ფალანგის წვერის დაკარგვისას ხდება მისი აღდგენა 3 თვის განმავლობაში, ამასთან მკვეთრი და აშკარა საზღვარი რჩება თითის აღდგენილსა და დარჩენილ ნაწილებს შორის, ამიტომ დღეს, თითების პირველი ფალანგის დაკარგვის შემთხვევაში ქირურგები ჭრილობას ღიად ტოვებენ, რადგან თითის წვერი ისევ გაიზრდება შესანიშნავი ფრჩხილით და თითის ანაბეჭდით. თავდაპირელად ითვლებოდა, რომ მხოლოდ ბავშვებს აქვთ თითის წვერის თვითაღდგენის უნარი, მაგრამ რ. ბ. ბორგენსი თავის პუბლიკაციაში ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ ეს მოვლენა მოზრდილებშიც არის დაფიქსირებული.
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:8 მავნე ჩვევა, რომელიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ყოფილა 12 პროდუქტი, რომელიც უნდა ამოვიღოთ დილის კვების რაციონიდან 75 6-ს მოსწონს
|