x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
8 მავნე ჩვევა, რომელიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ყოფილა

image

ჯანმრთელი ცხოვრების წესის დაცვისთვის ჩვენ შეძლებისდაგვარად ვცდილობთ მავნე ჩვევებისგან განთავისუფლებას. მაგრამ საჭიროა კი ამის გაკეთება? თურმე ზოგიერთი მათგანი არც ისე მავნებელია, როგორც ჩვენ გვგონია, პირიქით სასარგებლოც კია.

1. ყავა

ფინჯანი ყავის გარეშე ზოგს დილა ვერ წარმოუდგენია. ბევრს ეს ცუდი თვისება ჰგონია, მაგრამ თუ ზომიერებას დავიცავთ, სარგებლობის მოტანა შეუძლია.

image

ყავაში შემავალი კოფეინი ტვინის მუშაობას აუმჯობესებს, მის შემადგენლობაში არის ანტიოქსიდანტები, რომელიც ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს. მაგრამ ეს ყველაფერი მუშაობს იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დღეში სამ ფინჯან ყავაზე მეტს არ დალევთ. თუ კოფეინს დიდი რაოდენობით მიიღებთ, მაშინ უკუეფექტი დადგება.

2. უქმეებზე გამოძინება

ნუ დაემდურებით თქვენს თავს, თუ უქმე დღეებში დილით გამოძინება გიყვართ. აქ საკვანძო სიტყვაა "პერიოდულად", იმდენად, რამდენადაც პერიოდულად უძილობა უნდა "ავინაზღაუროთ", ეს ძალიან სასარგებლოა.

image

იმ ადამიანებს, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში ძილის რითმი დარღვეული აქვთ, იზრდება ადრეული სიკვდილიანობის რისკი. სამუშაო დღეებში ნორმალური ძილი უფრო მნიშვნელოვანია და სასარგებლო, ვიდრე პერიოდული გამოძინება.

3. ფრჩხილების კვნეტა

მშობლები ადრეული ასაკიდანვე სხვადასხვა ხერხს მიმართავენ, რათა გადააჩვიონ ბავშვები ფრჩხილების კვნეტას. მოზრდილებიც ყველანაირად ცდილობენ ამ ჩვევისგან თავის შეკავებას, მაგრამ ყოველთვის არ გამოდის.

image

და ყველაფერი იმიტომ, რომ სინამდვილეში ეს ჩვევა ჩვენი ფსიქიკის ბუნებრივი თავდაცვის საშუალებაა. კი, ეს ძალიან არაესთეტიურად გამოიყურება, მაგრამ ხელს უწყობს დაწყნარებას, აზროვნების გაუმჯობესებას და რთულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღებას.

4. სერიალების ყურება

სერიალებმა დღეს მთელი სამყარო დაიპყრო.გაიზარდა მასზე დამოკიდებულებაც.

image

მაგრამ სერიალების ყურება არცთუ ისე მავნებელია. ჯერ ერთი, განწყობას გვიმაღლებს (დეპრესიიდანაც კი გამოვყავართ), მეორე, ემოციური ინტელექტის განვთარებაში გვეხმარება. მესამე, სერიალების გმირების ზოგიერთი მაგალითი ჭკუის სასწავლებელია და ცხოვრებაში გვეხმარება კიდეც. ეს ქალებს ბევრად უფრო კარგად გამოსდით, ვიდრე კაცებს.

5. წყალი უნდა მივიღოთ 2 ლიტრზე ნაკლები

ზოგიერთს ძალიან უჭირს დღე-ღამეში ორი ლიტრი წყლის მიღება. ჯანმრთელი ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი ხომ ეს არის, რა გავაკეთოთ?


image

დიახ, საკმარისი რაოდენობის წყლის მიღება რეკომენდირებულია, მაგრამ იგი საკმარისი უნდა იყოს კონკრეტულად თქვენი ორგანიზმისთვის. აი, ნორმის ზემოთ სითხის მიღებამ კი შეიძლება შეშუპება და ჯანმრთელობის დარღვევა გამოიწვიოს.

6. სიზარმაცე

სიზარმაცე ეს ორგანიზმის დამცავი საშუალებაა, რომელიც ეხმარება მას იმაში, რომ არ გადაიტვირთოს. თუ თქვენ პერიოდულად არ იზარმაცებთ, ჩქარა თქვენი შრომისუუნარობა ნულამდე დავა.

image

ასევე მეცნიერების მიერ დამტკიცებულია, რომ "სიზარმაცე" ეხმარება აზროვნების პროცესს ნორმაში მოყვანაში და შემდგომი მოქმედებების დაგეგმვაში

7. ლოგინში ჭამა

თავს უფლება მისცე, ზოგჯერ ლოგინში მიირთვა, არ არის მავნებელი, პირიქით ძალიან სასარგებლოა. თუ ჩვენ ნეგატიური ემოციების დროს და დაძაბულობის დროს მივირთმევთ, ეს ცუდათ აისახება ჩვენს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.

image

ლოგინში კი სრულიად მოშვებული ვართ, თავს უსაფრთხოდ ვგრძნობთ, ამიტომ კუჭიც ადვილად ითვისებს იმას, რასაც ჩვენ მივირთმევთ.

8. არ დავკავდეთ სპორტით ყოველდღე

თუ თქვენ პროფესიონალი სპორტსმენი არ ხართ, საეჭვოა ყოველდღე ვარჯიშობდეთ. მაგრამ ფიზიკური აქტივობის სარგებლიანობა?

image

ექსპერტები გვიმტკიცებენ, რომ ყოველდღიური ვარჯიშების აუცილებლობა არ არსებობს, უფრო მეტიც, მავნებელიცაა, რადგან ამით თქვენს ორგანიზმს არ აძლევთ აღდგენის საშუალებას. თანაც მოტივაციაც ასეთი ვარჯიშებისადმი მალე ქრება. ამიტომ, საკმარისია კვირაში 2-3-ჯერ ვარჯიში.

0
464
7-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
464
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0