გოგონამ კნუტი შეიფარა, მაგრამ მასთან განშორება მოუხდა. კნუტი მტაცებელი მხეცი გამოდგა
საოცარი ამბავი მოხდა არგენტინაში: გოგონამ სახელად ფლორენცია და მისმა ძმამ ქუჩაში ორი პატარა უსახლკარო კნუტი აიყვანეს: თუკუმანის პროვინციაში, სოფელ სანტა როზა დე ლილესთან, "ბიჭი და გოგო." ისინი სახლში წაიყვანეს. ერთ-ერთი კნუტი ძალიან სუსტად იყო და ვერ გადარჩა, ხოლო მეორემ მოახერხა მდგომარეობიდან გამოსვლა. როგორც გამოცემა "Clarin" იტყობინება, კნუტს ტიტო დაარქვეს. თითქოს ყველაფერი კარგად იყო. მაგრამ მას ერთი პატარა საიდუმლო ჰქონდა.
გოგონამ ქუჩიდან კნუტი აიყვანა, მაგრამ ის არც თუ ისე ჩვეულებრივი აღმოჩნდა.
ტიტო ეჭვებს არ ბადებდა, სანამ ვეტერინართან არ წაიყვანეს.
![გოგონამ კნუტი შეიფარა, მაგრამ მასთან
განშორება მოუხდა. კნუტი მტაცებელი
მხეცი გამოდგა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202009/2020092523422690701.jpg)
ექიმმა თქვა, რომ ეს ჩვეულებრივი კატა არ არის და ნაკრძალის ტელეფონის ნომერი მისცა.
![გოგონამ კნუტი შეიფარა, მაგრამ მასთან
განშორება მოუხდა. კნუტი მტაცებელი
მხეცი გამოდგა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202009/2020092523444990701.jpg)
ასე გამოიყურება ზრდასრული იაგუარუნდი (ჩვეულებრივ კატაზე ბევრად დიდი)
![გოგონამ კნუტი შეიფარა, მაგრამ მასთან
განშორება მოუხდა. კნუტი მტაცებელი
მხეცი გამოდგა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202009/2020092523473590701.jpg)
მოუწიათ ტიტო პროფესიონალებისთვის გადაეცათ.
![გოგონამ კნუტი შეიფარა, მაგრამ მასთან
განშორება მოუხდა. კნუტი მტაცებელი
მხეცი გამოდგა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202009/2020092523494890701.jpg)
აღმოჩნდა, რომ პატარას უკანა თათის ძვალი აქვს გაბზარული და მკურნალობა ესაჭიროება. ტიტო ნაკრძალში დარჩება, შემდეგ აპირებენ მის ბუნებრივ გარემოში დაბრუნებას.
![გოგონამ კნუტი შეიფარა, მაგრამ მასთან
განშორება მოუხდა. კნუტი მტაცებელი
მხეცი გამოდგა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202009/2020092523533490701.jpg)
გოგონა ამბობს, რომ ტიტო ძალიან ენატრება, ღამით ზოგჯერ ეჩვენება, რომ ის აპირებს მის საწოლზე ახტომას. მას იმედი აქვს, რომ ისევ შეხვდება ტიტოს. მაგრამ, რას ვიზამთ, გარეული ცხოველის ადგილი ველურ ბუნებაშია და არა სახლში. ვიმედოვნებთ, რომ ტიტო კარგად იქნება.