ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3119 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1435 შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო დღეებში მცირედი კლება შეინიშნება და თუკი საქართველო ასეთ უმნიშვნელო კლებას მომდევნო დღეებშიც შეინარჩუნებს და გრაფიკულ სქემაზე დაღმართი იქნება, ასეთ შემთხვევაში დაახლოებით ორ კვირაში საქართველო ვითარების დასტაბილურებას შეძლებს და ახალი შემთხვევები 30-40 მოქალაქის ფარგლებში დაბრუნდება.
მედიკოსები მოსახლეობას კვლავაც სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს და სოციალურ შეკრებებს.