x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138979
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512524
ვინ იყო სინამდვილეში განთქმული საყვარელი ჯაკომო კაზანოვა

image

1725 წლის 2 აპრილს, ევროპის ისტორიაში ყველაზე ცნობილი საყვარელი, ჯაკომო ჯიროლამო კაზანოვა დაიბადა. უმრავლესობისთვის სახელი კაზანოვა მექალთანის სინონიმთან ასოცირდება, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ იგი მხოლოდ ეროტიული საგმირო საქმეებით არ იყო ცნობილი. მან თავი მოსინჯა ადვოკატის, აბატის, მუსიკოსის, დიპლომატის, რეფერენტის, შპიონის, მწერლის და ბიბლიოთეკარის როლშიც კი. ხმები მისი სექსუალური გმირობების შესახებ გადაჭარბებულია, და ყველა ქალს შორის იყო ერთი, რომლის დავიწყებაც მან სიცოცხლის ბოლომდე ვერ შეძლო.

ჯაკომო კაზანოვა ძალიან ჭკვიანი ადამიანი იყო და მიღებული ჰქონდა კარგი განათლება. ჯერ კიდე 12 წლისა შევიდა პადუას უნივერსიტეტში, ხოლო 17 წლისამ მიიღო იურისტის ხარისხი. შემდეგ სწავლა სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. ვენეციაში დაბრუნების შემდეგ ჯაკომომ დაიწყო საეკლესიო იურისტის კარიერა, მაგრამ ადვოკატისა და მღვდლის როლები არ მოეწონა და ევროპაში მოგზაურობა დაიწყო.

image

იტალიელი ძალიან აზარტული იყო. ჯერ კიდევ იტალიაში სწავლის დროს ფულზე დაიწყო თამაში და სულ მალე ვალებში ჩაეფლო. "სიხარბემ მაიძულა მეთამაშა. მე მომწონდა ფულის ხარჯვა, და გული სისხლით მევსებოდა, როცა ამ ფულებს ბანქოში ვაგებდი"–ამბობდა კაზანოვა.

imageმარცხნივ-უცნობი მხატვარი, კაზანოვას პორტრეტი. მიახლ. 1750 წ. მარჯვნივ-ა.ლონგი, კაზანოვას პორტრეტი

სახელგანთქმული საყვარელი გატაცებული იყო მაგიით. პარიზში თავს ალქიმიკოსად ასაღებდა, თუმცა სინამდვილეში შარლატანი იყო. საფრანგეთში მოგზაურობის დროს ის მასონების საზოგადოების წევრი გახდა. ოკულტიზმისადმი ინტერესისა და მასონებთან კავშირის გამო კაზანოვა 1755 წელს დააპატიმრეს და ჩასვეს პიომბის "ტყვიის ციხეში".

თავის მემუარებში კაზანოვა წერს, რომ მან მოახერხა ციხიდან გაქცევა, რაშიც მეზობელი საკნის ტუსაღი-განდგომოლი მღვდელი დაეხმარა. თითქოს მათ ჭერში ხვრელი გააკეთეს, ავიდნენ სახურავზე, იქიდან კი ქვემოთ ზეწრებით დაეშვნენ. არსებობს სხვა ვერსიაც, თითქოს ციხიდან განთავისუფლებაში მას ერთ–ერთი მდიდარი მფარველი დაეხმარა.

imageპიომბის ციხე


imageკადრი ფილმიდან "ჯაკომო კაზანოვას თავგადასავალი". 1955 წ.

კაზანოვა ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ეროვნული ლატარიის გამომგონებელი. ციხიდან გაქცევის შემდეგ მან მოიფიქრა ხერხი, თუ როგორ გამოემუშავებინა ფული სახელმწიფოსთვის, სწრაფად და უმტკივნეულოდ. ბილეთები უმალ გაიყიდა. კაზანოვას საკმაოდ დიდი მოგება დარჩა.

imageკადრი ფილმიდან "ჯაკომო კაზანოვას თავგადასავალი". 1955 წ.


imageფ. ნარიჩი (სავარაუდოდ). კაზანოვას პორტრეტი. 1760 წ.


1757 წელს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დე ბერნიმ კაზანოვა დიუნკერში გააგზავნა შპიონის რანგში. აქაც გაუმკლავდა იგი ამოცანას: მან მოიპოვა ინფორმაცია გემების აგებულებისა და მოწინააღმდეგის არმიის სუსტი მხარეების შესახებ. ჯაკომო ურთიერთობდა ევროპელ მონარქებთან, კარდინალებთან და გამოჩენილ მოაზროვნეებთან.

ცხოვრების უკანასკნელი წლები კაზანოვამ საკმაოდ მოკრძალებულად გაატარა. იგი ცხოვრობდა ბოჰემიაში (ახლა ჩეხეთი), დუქსის ციხე-სიმაგრეში, სადაც გრაფ იოზეფ ფონ ვალდშტეინის ბიბლიოთეკარად მუშაობდა და წერდა თავის განთქმულ მემუარებს. "ჩემი ცხოვრების ისტორია" იმ დროისთვის ნამდვილი სენსაცია იყო, თუმცა ჩვენს დროში ძნელია ვინმე გააოცო კაზანოვას მოგონებების პიკანტური დეტალებით.

imageციხე-სიმაგრე დუქსი

კაზანოვას გარეგნობა შორს დგას მამაკაცური მიმზიდველობის თანამედროვე შეხედულებებისგან. მისი მეგობარი, თავადი დე ლინი ასე აღწერს მას: იგი ლამაზი იქნებოდა, მახინჯი რომ არ ყოფილიყო: ის მაღალია, ჰერკულესის აღნაგობით, შავგვრემანი სახით. ცოცხალ თვალებში ყოველთვის წყენა, შფოთი და ბოროტება გამოსჭვივის, ამის გამო იგი განრისხებული ჩანს. მისი განრისხება უფრო ადვილია, ვიდრე გამხიარულება. იშვიათად იცინის, მაგრამ სხვისი გამხიარულება უყვარს".

imageკადრი ფილმიდან "კაზანოვა"

თავის მემუარებში კაზანოვა არ ასასხელებს საყვარელი ქალების ზუსტ რაოდენობას. მისი ბიოგრაფიის მკვლევარი ხ. კრუსი ადგენს, რომ იგი 132 შეადგენდა. მიუხედავად მრავალრიცხოვანი სექსუალური კავშირებისა, მხოლოდ ერთმა ქალმა დატოვა შესამჩნევი კვალი მის ცხოვრებაში. თავის მემუარებში ჯაკომო მას ჰენრიეტად მოიხსენიებს. ეს ფრანგი ქალბატონი არა მარტო ლამაზი, არამედ ძალიან ჭკვიანიც იყო. მათი რომანი მხოლოდ სამი თვე გაგრძელდა, დავიწყება კი ჯაკომომ სიცოცხლის ბოლომდე ვერ შეძლო.

image

0
2018
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
2018
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0