x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
სასაცილო და უცნაური საქორწილო ტრადიციები სხვადასხვა ქვეყანაში

image

ყველა ქვეყანას თავისი განსხვავებული საქორწილო ტრადიცია აქვს, მათ შორის ბევრი ჩვენთვის სასაცილო და მხიარულია, მაგრამ იმ დროს ნეფე-პატარძალი რას გრძნობს ვინ იცის:

1. შოტლანდია

image

ძველი შოტლანდიური ტრადიციის მიხედვით, ქალს პირდაპირი მნიშვნელობით ჭუჭყში ავლებენ. ჭუჭყი შეიზლება ყველაფერი იყოს, ტალახი, გაფუჭებული პროდუქტები და ა. შ. ითვლება, რომ თუ ქალი მსგავს სირთულეს ვერ გაუძლებს, მაშინ ოჯახური ცხოვრებაც გაუჭირდება.

2. ჩინეთი

image

ერთ-ერტი ტრადიციის მიხედვით, საპატარძლო 1 თვით ადრე “ემზადება'' ქორწილისთვის, კერძოდ კი დღეში ერთხელ, 1 საატით იწყებს ტირილს “ბედნიერებისგან'', ამ ტირილში კი მისი ოჯახის ყველა მდედრობითი სქესის წარმომადგენელი უნდა შეუერთდეს, დედა, ბებია, და... მეორე ტრადიცია უფრო უცნაურია, სასიძო მომავალ ცოლს 3 ისარს ესვრის წვეტების გარეშე, შემდეგ კი ამ ისრებს ხელით ტეხავს. ამით აჩვენებს რომ მათი ცხოვრება ღალატის გარეშე იქნება.

3. ინდოეთი

image

ცნობილია, რომ უმცროს ძმას არ აქვს უფლება უფროს ძმაზე ადრე დაქორწინდეს. ამიტომ თუკი უმცროსი ძმა თავის სიყვარულს უფრო ადრე იპოვის და დაქორწინებას გადაწყვეტს, უფროსი ძმა ხეზე ქორწინდება, დიახ, ხეზე, რომელიც ქორწილის შემდეგ იჭრება და ახლადგამომცხვარი ქმარი ქვრივი ხდება. არსებობს სხვა ტრადიციაც, რის მიხედვითაც ქორწილის დღეს საპატარძლოს ნათესავები ცდილობენ საქმროს ფეხსაცმელები მოიპარონ, საქმროს ნაესავები კი ყველანაირად ცდილობენ მის დაცვას. მოპარვის შეთხვევაში საქმროს ოჯახს პატარძლისთვის “გამოსასყიდის'' გადახდა უწევს.

4. კენია

image

მასაის ტომში მამა თავისი ქალიშვილის ქორწილს სახეში შეფურთხებით ლოცავს. ამის შემდე გოგონა სახლიდან მიდის უკან მოუხედავად. მათ სჯერათ, რომ თუ კი უკან გაიხედავენ, ქვებად გადაიქცევიან. ასევე, კენიაში ქორეილის შემდეგ მამაკაცები ვალდებულები არიან 1 თვე ქალის ტანსაცმლით იარონ, რათა მიხვდნენ რა რთულია ქალის ყოფა.

5. გერმანია

image

არაფერი განსაკუთრებული, ქორწილის შემდეგ ისინი უბრალოდ გამზადებულ მორს ხერხავენ.

6. პოლონეთი

image

პოლონეთში სტუმრები ფულს უხდიან პატარძალს რომ მათთან იცეკვონ. აგროვებული თანხა კი თაფლობისთვის “ფონდში'' მიდის.

7. ნიგერია

image

ნიგერიაში გოგონა ქორწილისთვის მზადებას 1 წლით ადრე იწყებს. ის ცალკე სახლში გადადის და ყოველგვარ ფიზიკურ აქტივობას ერიდება. ნათესავები კი მას ყოველდღიურად აწვდიან კალორიულ საკვებს, რათა ქორწილისთვის წონაში მოიმატოს. ნიგერიაში სჯრათ, რომ გამხდარ ქალებთან ქორწილი უბედური იქნება.

0
187
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
187
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0