x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
10 აბსურდული და სასაცილო მიზეზი, რის გამოც არაბმა მამაკაცებმა განქორწინება მოითხოვეს

ცოლთან დასაშორებლად საკმარისია ქმარმა სამჯერ წარმოთქვას სიტყვა „თალაკი“ (გაყრა) და ქალმა სასწრაფოდ უნდა დატოვოს სახლი. მართალია, ამავე დროს ის მიიღებს ფულად კომპენსაციას, რაც გათვალისწინებული იყო საქორწინო ხელშეკრულებაში. კიდევ რა მიზეზების გამო დასორებულან არაბი მამაკაცები ცოლებს?image


1. ალჟირელმა განქორწინება მოითხოვა ქორწილის მეორე დღეს. ის შოკირებული იყო, როცა პირველი ღამის შემდეგ დილით, ცოლმა მაკიაჟი მოიშორა.

„მეგონა ჩემს ბინაში ქურდი შეიჭრა. ქორწინებამდე ის ძალიან ლამაზად და მიმზიდველად გამოიყურებოდა“.
სასამართლოზე იმედგაცრუებულმა მეუღლეს არა მარტო განქორწინება, არამედ მორალური ზიანის ანაზღაურება 20 000 დოლარის ოდენობით მოსთხოვა.

2. საუდის არაბეთში, ქალაქ მედინაში ქმარმა განქორწინება მოითხოვა ქორწილიდან რამდენიმე წუთში. როგორც ხშირად ხდება არაბულ ქვეყნებში, ქორწილი ახალგაზრდების მშობლებმა მოაწყვეს და, რა თქმა უნდა, არავის მოსვლია აზრად მანამდე მათი ერთმანეთისთვის გაცნობა. ქორწილის დროს ფოტოგრაფმა ახალდაქორწინებულს სთხოვა გოგონას სახიდან ვუალი მოეხსნა. როცა ახლადგამომცხვარმა ქმარმა ცოლის სახე დაინახა, განაცხადა:
"შენ არ ხარ ის გოგო, რომელზეც ვისურვებდი დაქორწინებას. სულ სხვანაირად წარმომედგინა. ვწუხვარ, მაგრამ განქორწინება მინდა“.

3. საუდის არაბეთმა მამაკაცმა ქორწილის ღამეს განქორწინება გადაწყვიტა. როგორც კი ახალდაქორწინებულები ცალკე ნომერში განმარტოვდნენ, ქალმა სმარტფონი ამოიღო და მეგობრებთან საუბარში გადაეშვა. სრულიად დაივიწყა ქმარი და ყურადღება არ მიაქცია მის ფლირტს. გაღიზიანებულმა ქმარმა პირდაპირ ჰკითხა ვინ უფრო მნიშვნელოვანი იყო, ის თუ მეგობრები. გაღიზიანებულმა ქალმა უპასუხა, რომ მეგობრები იყვნენ. შედეგად მამაკაცმა განქორწინება მოითხოვა და სასტუმრო დატოვა.

4. გამოუცდელმა ახალდაქორწინებულმა მამაკაცმა ვერ გაართვა თავი მღელვარებას და ვერ შეასრულა ცოლ-ქმრული მოვალეობა. ცოლმა გადაწყვიტა გაეხარებინა და დაიწყო იმის ახსნა, თუ რა უნდა გაეკეთებინა. მან ეს ინფორმაცია ალბათ ინტერნეტიდან მიიღო. მაგრამ მადლობის ნაცვლად, მამაკაცი გაბრაზდა: მან გადაწყვიტა, რომ ქალი ძალიან გარყვნილად იქცეოდა და სახლიდან გააძევა, მეორე დღეს კი განქორწინება მოითხოვა.

5. მამაკაცი საუდის არაბეთიდან ცოლს დაშორდა, რადგან ის მარტო უყურებდა სატელევიზიო შოუს, რომლის წამყვანიც მამაკაცი იყო. ეჭვიანმა ქმარმა ეს ღალატად მიიჩნია, რადგან შარიათი ქალებს უკრძალავს მარტო ყოფნას უცნობ მამაკაცებთან.

6. ქუვეითში ქმარმა განქორწინება მას შემდეგ მოითხოვა, რაც ცოლმა უარი თქვა მისთვის ჭიქა წყლის მიტანაზე. ამაყმა ქალმა თქვა, რომ ეს მის მოვალეობაში არ შედიოდა და სახლში მოახლე ჰყავდათ.

7. კიდევ ერთმა არაბმა განქორწინება მას შემდეგ მოითხოვა, რაც ცოლმა, ქმრის აკრძალვის მიუხედავად, პეპსი დალია. კაცი გაბრაზდა, რომ ქალი მის ბრძანებას არ დაემორჩილა.

8. არაბი წყვილი, რომელსაც შვიდი შვილი ჰყავდა და 25 წელი იყო დაქორწინებული, განქორწინდნენ მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ერთი და იგივე ქალი კვებავდა მათ. არაბული კანონის თანახმად, ეს ცოლ-ქმარი “რძის ნათესავები" არიან, რომელთა შორის ქორწინება კატეგორიულად აკრძალულია.

9. არაბი წყვილი სახლში ბრუნდებოდა. ცოლი მანქანიდან გადმოვიდა და ბავშვი მანქანის კარის დახურვის გარეშე წაიყვანა სახლში. ქმარმა უკან დაბრუნება და კარის დაკეტვა მოითხოვა. ქალმა გააპროტესტა და თქვა, რომ მას თავად შეეძლო ამის გაკეთება, რადგან მანქანის გვერდით იდგა. შედეგად ქმარი გაბრაზდა და განქორწინება მოითხოვა.

10. ქალმა საუდის არაბეთიდან ხუმრობით უთხრა ქმარს, რომ მამის აქლემი მასზე მეტად უყვარდა. განაწყენებულმა ქმარმა ცოლი მამამთილის აქლემების ფერმაში წაიყვანა, აქლემთან მიიყვანა განქორწინება მოითხოვა.
2
126
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
126
  
2023, 11 ივლისი, 22:55
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
2023, 7 ივლისი, 22:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2