შუა საუკუნეებში ინტიმური ურთიერთობების კი ძალიან პრობლემატური იყო- საინტერესო ფაქტები
დაივიწყეთ რომანტიკა, გასაჭირში აღმოჩენილი მშვენიერი ქალბატონები და თეთრ ცხენებზე ამხედრებული კეთილშობილი რაინდები მბრწყინავი ჯავშნით. რადგან, როგორც აღმოჩნდა, ძალიან პრობლემური იყო სიყვარულის გამოხატვა, კერძოდ ინტიმური ურთიერთობების ქონა შუა საუკუნეებში, მე-5 საუკუნიდან მე-15 საუკუნემდე.
მაგალითად, ცოდვად ითვლებოდა ინტიმური ურთიერთობა კვირას, ოთხშაბათს, პარასკევს და შაბათს. და ასევე დღისით და ტანსაცმლის გარეშე. თუ ქალს ჰქონდა მენსტრუაცია, ორსულად იყო ან ბავშვს ძუძუთი კვებავდა, მით უმეტეს. იგივე ეხებოდა დიდ მარხვას, აღდგომას და სხვა საეკლესიო დღესასწაულებსა და მარხვებს. ფაქტობრივად, ნებადართული იყო სექსი, თუ მეუღლეებს შვილის გაჩენა სურდათ, მაგრამ აკრძალული იყო პარტნიორის მოფერება, უცენზურო კოცნა და „უხამსი“ პოზიციები. ამ პროცესის დროს სიამოვნების მიღებაზე კი საუბარი საერთოდ არ იყო.
ამ რთულ საკითხში ადამიანების დასახმარებლად ეკლესიას ჰქონდა წიგნი ან საეკლესიო კოდექსი "პენეტენციალი", სადაც საუბარი იყო ბავშვებზე დაორსულების პერიოდზე. ამ წიგნის მიხედვით, „მისონერულის“ გარდა ყველა პოზა ცოდვად ითვლებოდა და აკრძალული იყო.
უმკაცრესი აკრძალვის ქვეშ იყო ორალური სექსი და მასტურბაციაც – ამ ტიპის კონტაქტებს ხომ არ შეეძლოთ ბავშვის ჩასახვა, რაც პურისტების აზრით, სექსის ერთადერთი მიზანი იყო. დამრღვევები სასტიკად ისჯებოდნენ: სამწლიანი მონანიება და მსახურობა ეკლესიაში.
მაგრამ იმ დღეებში არა მხოლოდ ეკლესია გმობდა სიყვარულის ნებისმიერ შეუსაბამო სახეობას - სამეფო სისხლის პირები, დიდებულები და მიწის მესაკუთრეები სასტიკად სჯიდნენ “მეამბოხე" ახალგაზრდებს. საფრანგეთის მეფე ფილიპ IV-მ, რომელიც ცნობილია როგორც ფილიპე ლამაზი, ერთხელ აღმოაჩინა, რომ ზოგიერთ რაინდს კავშირი ჰქონდა სამ გაუთხოვარ ქალიშვილთან. მან დააპატიმრა და სიკვდილით დასაჯა კაცები, ხოლო ქალიშვილები მონასტერში გადაასახლა ცოდვების გამოსასყიდად.
საინტერესოა ისიც, რომ პროსტიტუცია აყვავებული იყო შუა საუკუნეებში და ეკლესია ან უბრალოდ უგულებელყოფდა მას, ან აუცილებელ ბოროტებად მიიჩნევდა ამქვეყნად. იტალიელი ფილოსოფოსი და თეოლოგი თომა აკვინელიც კი თვლიდა, რომ „ამ ქალების განადგურებით, ვნებების ძალა ყველაფერს გაანადგურებს“. ამიტომაც, ბევრ ქალაქში იყო ბორდელები, ხოლო პროსტიტუციის წარმომადგენლებს, იმისათვის რომ ეცნოთ, სამოსზე ყვითელი ხაზი ეტყობოდათ. ხშირად მუდმივ კლიენტებს შორის იყვნენ მაღალი კლასის წარმომადგენლებიც.