ქალი და მამაკაცი ქალების 5 სუპერძალა, რომლებსაც მამაკაცები ვერ გაიგებენ 2023, 26 აპრილი, 19:09 1. დონ ჟუანის ამოცნობა როგორც გამოკითხვებმა აჩვენა, ქალებს შეუძლიათ ერთი შეხედვით გამოთვალონ მექალთანე მამაკაცი. ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის დროსაც მათ შესთავაზეს 34 ქალს მამაკაცის ოცი ფოტოსურათიდან რამდენიმე მოღალატე ეპოვათ. 62%-მა სწორად უპასუხა. მამაკაცები მსგავს ექსპერიმენტში არც ისე გამჭრიახი იყვნენ. გამოკითხულთა 77%-მა გამოავლინა „არასწორი“. მეცნიერები ამ ინტუიციას იმ რისკებით ხსნიან, რაც ქალს აწყდება შემთხვევითი ურთიერთობების შემთხვევაში. თუ მამაკაცს მხოლოდ რეგულარულად უწევს ალიმენტის გადახდა, მაშინ ქალი კარგავს საკუთარი სხეულის ძვირფას რესურსებს. ნებისმიერმა ქალმა უნდა იცოდეს, რომ თუკი საყვარელი მამაკაცი ორი ვერიდან ერთის არჩევაში ვერ ეხმარება, ეს იმიტომ კი არ არის, რომ მას „არ აინტერესებს“, ის უბრალოდ ფერებს სხვანაირად ხედავს. როგორც ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მეცნიერთა ექსპერიმენტებმა აჩვენა, მამაკაცებს უჭირთ ყვითელი, მწვანე და ლურჯის ოდნავი ჩრდილების გარჩევა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ კაცსა და ქალს აჩვენებთ ფორთოხალს, მაშინ მამაკაცისთვის ეს იქნება "უფრო წითელი". იგივეა ბალახზეც – ქალებისთვის ის ყოველთვის უფრო მწვანეა, ვიდრე მამაკაცებისთვის. ერთ-ერთი მკვლევარის, პროფესორ ისრაელ აბრამოვის თქმით, სხვადასხვა სქესის მიერ ფერის აღქმაში განსხვავებები თვალის აგებულების განსხვავებებით ვერ აიხსნება. პასუხი მდგომარეობს იმაში, თუ როგორ ამუშავებს და აღიქვამს ტვინი, ჰორმონის ტესტოსტერონის გავლენით, მხედველობის ორგანოებიდან სიგნალებს. მკვლევარი თვლის, რომ ასეთი უნარი შეიძლებოდა ჩამოყალიბებულიყო ჯერ კიდევ სოფლის მეურნეობის მოსვლამდე, როცა მამაკაცი ნადირობით იყო დაკავებული, ქალები კი აგროვებდნენ - ეძებდნენ საკვებ მცენარეებს. შედეგად, მამაკაცები უკეთ ასხვავებენ მოძრავი საგნების წვრილმანებს - სასარგებლო თვისებაა მონადირეებისთვის, ქალები კი უკეთესად ასხვავებენ ფერებს. ქალები ბევრად უკეთ გრძნობენ და აღიარებენ საფრთხეს, ვიდრე მამაკაცები. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ისინი პასუხისმგებელნი არიან არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ ოჯახის მომავალზე. კიოტოს უნივერსიტეტის იაპონელმა მკვლევარებმა ნობუო მასატაკამ და მასაშირო ნაბასაკიმ ჩაატარეს ექსპერიმენტი სხვადასხვა ასაკის მამაკაცებისა და ქალების ჯგუფის მოწვევით, რათა დაედგინათ პოტენციური საფრთხე ფოტოზე (გველი იმალებოდა გამოსახულების შუაში). შედეგად, რეპროდუქციული ასაკის ქალებმა ყველაზე სწრაფად აღმოაჩინეს ძლივს შესამჩნევი გველი. მეცნიერები თვლიან, რომ ყველაფერი აიხსნება ჰორმონების პროგესტერონის, კორტიზოლისა და ესტრადიოლის დონის მატებით, განსაკუთრებით ოვულაციის დროს, რაც ქალს უმატებს შფოთვის და, შედეგად, საფრთხის განცდას. ზოგადად, ამას აზრი აქვს - ბუნება არ ითვალისწინებდა ორსულობის ტესტებს, მან გაამძაფრა ქალის ინსტინქტები იმ პერიოდისთვის, როდესაც მას შეუძლია შთამომავლის გაჩენა. 379 1-ს მოსწონს
|