x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ყველა დროის 3 ყველაზე შთამბეჭდავი ძარცვა

დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ ყველა დროის 3 ყველაზე შთამბეჭდავ ძარცვაზე. თუ გაინტერესებთ ეს "ისტორიული მოვლენები", მაშინ ჩვენი სტატია აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. საუბარი გვექნება შემდეგ ძარცვებზე: "მატარებლის გრანდიოზულ ძარცვაზე", "ბრილიანტების ძარცვაზე" და "მუზეუმის გაქურდვაზე"...


image






"მატარებელის გრანდიოზული ძარცვა"


image



ბრიტანელმა რონი ბიგსმა 1963 წელს თავის პარტნიორ ბრიუს რეინოლდთან ერთად, გლაზგოდან ლონდონისკენ მიმავალი საფოსტო მატარებლის გაქურდვით მოიპარა 2 მილიონ 600 ათასი ფუნტი სტერლინგი. ამ ოპერაციისთვის მან 15 ადამიანი დაიქირავა და თითოეულ მათგანს თავისი გასაკეთებელი მიუჩინა. როგორ დაიწყო ძარცვა: ... პირველ რიგში სატელეფონო ხაზები მოჭრეს, რადგან დისპეჩერებთან კონტაქტზე არ გასულიყვნენ, შემდეგ შუქნიშანის ფერი შეცვალეს, რათა მატარებელი ეჭვების გარეშე გაეჩერებინათ. ამის შემდეგ დაიწყო დიდი ძარცვა რონიმ და მისმა თანამზრახველებმა მატარებლიდან 2 .6 მილიონი ფუნტი გაიტანეს. 1964 წელს დააკავეს რონი და რამოდენიმე მათგანი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მატარებლის გაქურდვაში. მათ სუყველას ერთად, ჯამში 307 წელიწადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. რაც შეეხება რეინოლდს და მასთან ერთად გაქცეულებს, ისინიც 1980 -82 წლებში სათითაოდ დააკავეს და 20 დან 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.







"ბრილიანტების ძარცვა"


image


2003 წელს მძარცველებმა ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ისტორიის ყველაზე დიდი ბრილიანტების ძარცვა განახორციელეს. ამ დიდი ძარცვის სათავეში იდგა იტალიელი ლეონარდო ნოტარბარტოლო და მის გარდა 4 ადამიანმა ნოტარბარტოლოს ხელმძღვანელობით 100 მილიონი დოლარის ღირებულების ბრილიანტები მოიპარა მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო სეიფიდან. ნამდვილად წარმოუდგენელია, თუ როგორ შეაღწიეს მსოფლიოს ყველაზე დაცულ სეიფში ლეონარდომ და მისმა გუნდმა, თუმცა როგორც მიხვდით გუნდში ყველა ჭკვიანი იყო და თავის საქმე პროფესიონალურ დონეზე იცოდა. მათ თავი დააღწიეს სიგნალიცაზიებს და სხვა დაბრკოლებებს, რომელიც სეიფის კართან მიმავალ გზაზე შეხვდათ. სავსე ტომარებით მალევე დატოვეს სეიფი, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ტომარებში ცოტა ფული და ქაღალდის ფურცლები ეყარა, ანუ რეალურად ისინი დარჩნენ ბრილიანტების გარეშე. ამ ფაქტიდან რამოდენიმე დღეში პოლიციამ სხვდასხვა მტკიცებულებების საფუძველზე დააკავა ლეონარდო ნოტარბარტოლო და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც მოგვიანებით 6 წლამდე შემცირდა ლეონარდოს თქმით, ის 2000 წელს დასახლდა ქალაქ ანტვერპენში, რათა უკეთ გაეცნო ბრიალინტების სექტორი და თავადაც დასაქმებულიყო ამ ბიზნესში, თუმცა მოგვიანებით გაიცნო ებრაელი ბრილიანტებით მოვაჭრე, რომელმაც ის ამ ძარცვის საქმეში გამოიყენა. ლეონარდო ფიქრობს, რომ ის მოატყუეს და ბრილიანტები ერთმანეთში გადაინაწილეს. მეორე ვერსიის თანახმად, რაც ლეონარდოს საწინააღმდეგოა, ბრილიანტები ლეონარდომ საგულდაგულოდ გადამალა, ან ერთ-ერთ მძარცველს ჩააბარა, რათა 6 წელი ციხეში ჯდომა 100 მილიონი დოლარისთვის ნამდვილად ღირდა!






"მუზეუმის ძარცვა"

image


წერას ვაგრძელებთ 500 მილიონი დოლარის ძარცვით, რომელიც ჩადენილია 30 წლის წინ ბოსტონში, აშშ – ს მუზეუმში. 1990 წლის 17 მარტს, პოლიციის ფორმებში გამოწყობილმა მძარცველებმა გაძარცვეს იზაბელა სტიუარტ გარდნერის მუზეუმი. ასე დაიწყო ძარცვის ოპერაცია: მძარცველები მუზეუმში მთავარი შესასვლელიდან შევიდნენ, დააკავეს დაცვის წევრები და დაიწყეს მუზეუმის გაქურდვა, აღსანიშნავია, რომ მათ ეცვათ პოლიციის ფორმა, აქედან გამომდინარე დაცვის თანამშრომელბმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ გაბედეს. მიუხედავად ჩართული სიგნალიზაციისა, ძარცვის ოპერაცია 81 წუთს გაგრძელდა და მუზეუმიდან ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა იქნა გატანილი. დღემდე არც ქურდები დაკავებულან და არც მუზეუმიდან გატანილი ნივთებია ნაპოვნი!

























სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<





მოემზადეთ! წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე არაჩვეულებრივ ავტომობილებს...


image



იშვიათი სილამაზის 5 ახალშობილი ცხოველი

image



მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული 5 ფრინველი

image



7 დაუჯერებელი გარეგნობის ქალბატონი, რომლებიც რეალურად არსებობენ!

image



იწინასწარმეტყველეს თუ არა სიმპსონებმა 27 წლის წინ კორონავირუსი და კობი ბრაიანტის სიკვდილი?

image



რატომ ჰქვია ქარიშხალებს ქალის სახელები?

image



ფეხბურთის 8 ვარსკვლავი, რომლებმაც სიკვდილს თვალებში ჩახედეს!

image




დაუბანელი, მოუვლელი და კიდევ სხვა... - ადამიანები, რომლებმაც უარი თქვეს თავის მოვლაზე!image










0
633
4-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
633
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0