x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
Volkswagen-ზე უზომოდ შეყვარებული მამაკაცი,რომელსაც ამ მარკის 42 ავტომობილი ჰყავდა
image

რამდენიმე ათწლეულის წინ, მამაკაცმა ჩარლსტონიდან როგორც კი თავის პირველი ავტომობილი Volkswagen Käfer(იგივე Beetle )შეიძინა, იმ დღიდან მოყოლებული იგი ვოლფსბურგის ავტომობლების ფანი გახდა.


შეერთებულ შტატებში Volkswagen– ის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ ტეილორ ბრაიანტი ქალაქ ჩარლსტონიდან(შტატი სამხრეთ კაროლინა) დიდი ალბათობით, ბრენდის ყველაზე დიდი ფანატია: ამერიკელმა მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში შეიძინა 42 Volkswagen -ი.


მას ვოლფსბურგის ავტომობილებისადმი სიყვარული გაუჩნდა ჯერ კიდევ ბავშვობიდან, როდესაც შემთხვევით შეიხედა Volkswagen-ის ადგილობრივ ავტოსალონში, 6 წლის შემდეგ უკვე მან 500 დოლარად იყიდა პირველი მანქანა, ლეგენდარული Beetle 1961 წლის გამოშვება.


image

განათლებით საავტომობილო ინჟინერმა, ბრაიანტმა 12 წლის განმავლობაში იმუშავა Volkswagen- ის სარემონტოში ტექნიკურ მექანიკოსად, რა დროსაც გერმანული მარკის ერთგულ მომხმარებლად დარჩა - მას შემდეგ მას ჰყავდა Golf, Jetta და Passat -ის რამდენიმე ეგზემპლარი.


ამჟამად ტეილორ ბრაიანტის განკარგულებაშია ორი სედანი Jetta, 1999 და 2017 წლების გამოშვება და 2004 წლის Passat-ი უნივერსალი .


ბრაიანტის შეძენილმა "ფოლკსვაგენების" საერთო რაოდენობამ 42 მანქანას მიაღწია. ახლა Volkswagen- ის გულშემატკივარი ოცნებობს 1967 წლის Karmann Ghia- ზე და სრული ზომის კროსოვერ Atlas- ზე (ზოგან ცნობილი როგორც Teramont), რომელიც ორი ბავშვისთვის და ოთხი ძაღლისთვის საკმარის ადგილს უზრუნველყოფს.


ბრაიანტმა მეუღლეს ქორწინების 5 წლისთავზე აჩუქა Golf- კაბრიოლეტი, ხოლო შვილს უყიდა სედანი Jetta .

image

”ფოლკსვაგენი იყო პირველი მანქანა, რომელიც ვიყიდე და ალბათ ის უკანასკნელიც იქნება”, - განაცხადა ტეილორ ბრაიანტმა.


შეგახსენებთ "ფოლკსვაგენის" შექმნის ისტორიას



1930-იან წლებში ავტომობილი ფუფუნების საგანს წარმოადგენდა და 50 გერმანელიდან მხოლოდ ერთს ჰყავდა. უბრალო ხალხს, ძირითადად, მოტოციკლეტის ყიდვა შეეძლო.

1934 წელს ამ საკითხით დაინტერესდა ადოლფ ჰიტლერი; ფიურერმა კონსტრუქტორებს მოსთხოვა გერმანული ოჯახებისთვის იაფი, ჭეშმარიტად სახალხო მანქანის შექმნას, რომელშიც ორი ზრდასრული და სამი ბავშვი დაეტეოდა. ახალ მანქანას 100 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა უნდა შეძლებოდა და 62 ცხენის ძალა ჰქონოდა. ჰიტლერი ოცნებობდა, რომ გერმანიის მოქალაქეებისთვის ისევე ხელმისაწვდომი გამხდარიყო ოჯახური ავტომობილი, როგორც ეს ამერიკელებისთვის იყო(ნაგულისხმევია "ფორდი") მესამე რაიხის ბელადის ბრძანებით, „სახალხო მანქანის“ ფასი 990 რაიხსმარკა უნდა ღირებულიყო(იმდროინდელი კურსით, სულ რაღაც 396 აშშ დოლარი) ზუსტად ამდენი ღირდა პატარა მოტოციკლეტი. ეს ფასი მისაღები იქნებოდა ბევრი გერმანელისთვის, რადგან საშუალო შემოსავალი 32 რაიხსმარკა იყო კვირაში.


ასე დაიბადა "ფოლკსვაგენი" ანუ "სახალხო მანქანა", 1939 წელს დაიწყო ავტომობილის Volkswagen Käfer-ის(ხოჭო)გამოშვება, თუმცა მასიური წარმოება მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გახდა შესაძლებელი, რომელიც იქცა ნამდვილად "სახალხო ავტომობილად", 1972 წელს Volkswagen Käfer-მა გაყიდვებით გადაასწრო Ford T-ს და გახდა მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი.

1
112
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
112
  
2020, 19 სექტემბერი, 2:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1