x
image
თორ ნიკე
რევაზ ჩოლოყაშვილი - დიდი ქართველი გმირი
რევაზ ჩოლოყაშვილი - დიდი ქართველი გმირი


1649 წელს ყიზილბაშებმა და მოღალატე ქართველებმა კახეთის დაპყრობა განიზრახეს. უღლისს მტერთან შესარკინებლად მცირერიცხოვანი რაზმით დადგა მეფე თეიმურაზ. თავადებსაც უხმო საბრძოლველად. ყველა განუდგა, გარდა რევაზ ჩოლოყაშვილისა, რომელიც თავისი მხედრობითა და ორი მცირეწლოვანი ვაჟით ეახლა მეფეს. გამთენიისას საბრძოლველად გაეწყვნენ. პირველივე ტყვიამ მკერდი შეულეწა რევაზ ჩოლოყაშვილს. ჩოლოყაშვილმა იგრძნო სიკვდილის მოახლოება, მიხვდა, უკანასკნელი სარდლის გატეხვა გატეხდა კახელებს. მკერდზე ნაბადს იფარებს, ცხენიდან ჩამოხტება, მცირეწლოვან შვილებს აამხედრებს, მერანს მათრახს გადაუჭერს, მტერზე მიუშვებს!

სარდლის ვაჟთა ზვარაკად შეწირვით გადარეული კახელები არნახული გახელებით ეკვეთნენ მტერს. რევაზის დაჭრა ვერავინ შეიტყო, ჩოლოყაშვილმა მარტოდ დარჩენილ თეიმურაზს სიტყვა გადაუგდო უკანასკნელ: "მომიტევე მეფე, რომ გტოვებ!" ბებერ მუხას ბეჭმინდობილი ჩუმად აღესრულა. იმ დღეს კახელები კიდევ ერთხელ ეზიარნენ უკვდავებას!


პროფესორი, ისტორიკოსი სვიმონ მასხარაშვილი.


კრებულები:


1. პროტო-ქართული ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწ. მეორე)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწ. მეორე)

11. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
652
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
652
  
2020, 5 სექტემბერი, 18:03
დიდ საქმეს აკეთებ ჩემო ძმაო. წარმატებები და იმედია,ქართველებს ჩვენი ქვეყნის ისტორიას ვისწავლით,ოღონდ კრიტიკული აზროვნების გარეშე არაფერი გამოვა.
0 1 1