x
image
თორ ნიკე
მარტყოფის ბრძოლა - გიორგი სააკაძის ტრიუმფი
მარტყოფის ბრძოლა - გიორგი სააკაძის ტრიუმფი


"დღე დათქმული აჯანყებისა - 25 მარტი (7 აპრილი) 1625 წლისა. დღესასწაული ხარება. ჯერ ისევ ღამე წევს მარტყოფის ველზე. გულდანდობილად სძინავს ბანაკად ჩაგუბებულ 30, 000 სპარსელს. მშვიდად სძინავთ, რამეთუ იციან, სააკაძე არსად წასულა. მხოლოდ გიორგი სააკაძეს და მისგან არჩეულ ოთხ ქართველს არ სძინავთ. რიჟრაჟმა იწყო მოახლოება. გამაყრუებელმა ყიჟინამ და იარაღის ზრიალმა შეარყია ცისგვამი. ეს ქართული ჯარი მოფრინავდა ზურაბ ერისთავის სარდლობით. აიშალა სპარსთა ბანაკი. კარვიდან გამოვიდა ყარჩიხა ხანი და იხმო ყველა სარდალი. ერთბაშად მოვიდნენ გიორგი სააკაძე და სხვანი. ცხენიდან ჩამობრძანდი და შევიტყოთ რა ხდებაო - შეჰკივლა ყარჩიხამ სააკაძეს.


- უმჯობესია, შენც შეჯდე ცხენზე და ჯარს მიჰხედო, თეიმურ მეფე მოდის თავისი მხედრობითო. - შეუტრიალა სააკაძემ. ცხენს მოახტა ხანი, მაგრამ უნაგირზე დახტომაც ვეღარ მოასწრო - ახლა სინჯე ქართველების სისხლის დაქცევა - დაიღრიალა სააკაძემ და მარცხენა იღლიაში აძგერა შუბი. სულგავარდნილი დაენარცხა ძირს სპარსთა მთავარსარდალი. სპარსთა დანარჩენ სარდლობას უკვე ხმლებით სჩეხდნენ ავთანდილ სააკაძე, პაატა ხერხეულიძე, ელია დიასამიძე და პაპუნა ვაშაყაშვილი. რამდენიმე წუთიც და სპარსულ ურდოს აღარცერთი სარდალი აღარ ჰყავდა. ხუთ ქართველს ერთბაშად წარეკვეთა თავი ირანული ურჩხულისთვის. ზურაბ ერისთავიც უკვე შემოჭრილიყო. ქართველები ჟლეტდნენ უმეთაუროდ და უპატრონოდ დარჩენილ სპარსულ მხედრობას. 30, 000 სპარსელისგან მხოლოდ 3, 000-მა გაასწრო სიკვდილს. ქართული ხმლებით აჩეხილი 27, 000 ირანელის გვამი ეყარა მარტყოფის ველზე. დიდძალი ნადავლი და აღჭურვილობა ჩაუვარდათ გამარჯვებულებს. ხარება სუფევდა საქართველოში."


ლევან სანიკიძე. უქარქაშო ხმლები.






ასევე დაგაინტერესებთ:


1. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

2. 160 სამეცნიერო სტატია

3. სუმელა - მონასტერი ლაზეთში (+40 სტატია)

4. 40 სტატია რელიგიის შესახებ



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
529
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
529
  
2019, 11 მარტი, 2:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 11 მარტი, 2:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2