საზოგადოება ავსტრალიაში ფეხმძიმე ქალის დაკავებას მწვავე რეაქცია მოჰყვა 2020, 4 სექტემბერი, 14:15
ავსტრალიაში, ორსული ქალის დაპატიმრების ვიდეომ სოციალურ ქსელში მწვავე რეაქცია გამოიწვია. ვიდეომასალა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცა ფეისბუქზე და ორ მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა.
ვიდეოში ჩანს თუ როგორ შედიან პირბადიანი პოლიციელები ქალის სახლში და უხსნიან მას, რომ ისინი იძულებულნი არიან დააპატიმრონ იგი, ვიქტორიაში (შტატი)საკარანტინო ზომების წინააღმდეგ საპროტესტო აქციის გამართვის მოწოდების გამო. ფეხმძიმე ქალმა ეს მოწოდება "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა. ივლისის შუა რიცხვებში ვიქტორიის შტატის დედაქალაქში, მელბურნში კორონავირუსის მკვეთრი აფეთქების გამო, კარანტინი ისევ გამკაცრდა, რა დროსაც მოსახლეობას მოუწოდეს სახლში დარჩენა, დაიკეტა ბევრი საწარმო და აიკრძალა მასობრივი ღონისძიებები.. ვიდეოში პიჟამაში გამოწყობილი ქალი ამბობს, რომ მისი შვილები სახლში არიან, ერთ საათში ექოსკოპიაზეა დაბარებული და არ იცოდა, რომ რაღაც ცუდს აკეთებდა. უფლებადამცველები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გმობენ პოლიციის ქმედებებს. ”-ადამიანის წინასწარ დაპატიმრება მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ორგანიზებისთვის ან სოციალურ ქსელში მოწოდებისთვის, - ასეთი რამ ავტორიტარულ ქვეყნებშია გავრცელებული და ეს არ უნდა ხდებოდეს ისეთ დემოკრატიულ ქვეყანაში, როგორიცაა ავსტრალია”, - განაცხადა ელეინ პირსონმა, Human Rights Watch- ის სპიკერმა. მაგრამ ავსტრალიის ხელისუფლებამ პოლიციის მხარე დაიკავა. "ახლა არ არის იმის დრო, რომ მოვაწყოთ საპროტესტო გამოსვლები."-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დენიელ ენდრიუსმა. მართლაც, ვიქტორიის შტატში მკაცრი ზომების მიღების შემდეგ (რომელიც აგრეთვე ითვალისწინებს ჯარიმას 1, 300 აშშ დოლარს კარანტინის დარღვევისთვის), ბოლო კვირების განმავლობაში ახალი შემთხვევების რაოდენობამ დღეში 700 – ინფიცირებულიდან 100 –მდე იკლო. 72 5-ს მოსწონს
|