ქალი და მამაკაცი ულამაზესი მონიკა ბელუჩის ციტატები ცხოვრებასა და სიყვარულზე 2020, 4 სექტემბერი, 10:35 ![]() ტუჩსაცხის წასმა ეროტიული ჟესტია, ლამაზი და მგრძნობიარე. ეს რიტუალია, რომელიც ქალიდან ქალს გადაეცემა. იმავეს აკეთებდნენ ჩემი დედა და ბებია. ემოციურია იმის გახსენება, თუ როგორ ისვამდა ტუჩსაცხს 80 წლის ბებია სახლიდან გასვლამდე, ამით ამბობდა, რომ თავის ისევ ახალგაზრდულად გრძნობდა. ![]() ერთხელ, ერთმა აზრმა გამიელვა, ლამაზი ქალები უფანტაზიო მამაკაცებისთვის არიან შექმნილნი. მე ვიცნობ უამრავ ლამაზ ადამიანს, რომელთა ცხოვრება უბრალოდ კოშმარია, მათ არაფერი არ აქვთ სილამაზის გარდა მოწყნილები არიან საკუთარ თავთან, რადგანაც არსებობენ მხოლოდ სხვის თვალებში ანარეკლით. ![]() არასოდეს არ ვიქნები გამხდარი. ბუნებით ზარმაცი ვარ, მიყვარს ჭამა. ასეთი ვარ ნამდვილი და არ ვაპირებ საკუთარ თავს რომ ვუღალატო. ![]() მამაკაცებისთვის სიყვარული ცხოვრების ნაწილია, ქალებისთვის კი თვითონ ცხოვრებაა ![]() ბავშვს აქვს ლამაზი თოჯინა, უყვარს, მაგრამ მისი გატეხვა უნდა რათა ნახოს შიგნით რა აქვს. ჩვენც ზუსტად ასე ვიქცევით. ძალიან ადრე გავხდი დამოუკიდებელი და არც კი ვიცი როგორია რამის თხოვნა მამაკაცისთვის. შემიძლია ჩემი თავის იმედი მქონდეს და ეს მომწონს. ![]() ქალს შეუძლია ისე უყვარდეს, თითქოს ეს სიყვარული არასოდეს დაიკარგება, მაგრამ შეიძლება ისეთი დღეც დადგეს, თითქოს საერთოდ არ ყვარებია. ![]() სილამაზე ცოცხალი და საინტერესო მაშინაა, როდესაც ტანსაცმლის ქვეშ იმალება მოდელი ახალგაზრდობიდანვე ვიყავი და ძალიან სახალისოც იყო, მაგრამ მოდელად დღემდე რომ დავრჩენილიყავი, ალბათ თავს მოვიკლავდი ![]() ![]() სპორტდარბაზში სიარულის ნაცვლად შავებს ვიცვამ. ეს უფრო პრაქტიკული და სასიამოვნოა. ![]() ![]() ნუ გძულთ ის ადამიანები, რომლებსაც თქვენი შურთ, რადგანაც ისინი ამით ამბობენ რომ უკეთესი ხართ. როდესაც ადამიანები ეყრებიან, ეს ყოველთვის ტრაგედიაა. მაგრამ თუ ამ სიტუაციაში მაინც ერთად რჩებიან, შეიძლება ტრაგედიაზე უარესი იყოს. ![]() ![]() 204 1-ს მოსწონს
|