x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
კახეთში ტყეების გაუმჯობესებაზე 33 მილიონი ევრო დაიხარჯება - ვიდეო

image


გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტყეების გაუმჯობესების მასშტაბურ პროექტს იწყებს, რომელიც კახეთის ოთხ მუნიციპალიტეტში, მათ შორის დედოფლისწყაროში განხორციელდება და მასზე საკმაოდ სოლიდური თანხა დაიხარჯება.


კლიმატის მწვანე ფონდის სამეთვალყურეო საბჭომ გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს 33 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გადასცა.
გრანტი სამინისტრომ პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის
გატარების მხარდაჭერა ტყის დეგრადაციით გამოწვეული სათბური აირების ემისიის შემცირების მიზნით“ ფარგლებში მიიღო.
.
7 წლიანი პროექტი განხორციელდება დედოფლისწყაროს, თელავის, ახმეტის,
ყვარლის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის, ოზურგეთის და თიანეთის მუნიციპალიტეტებში. გაეროს კვლევებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი გაუდაბნოების პროცესებისადმი ყველაზე მეტად მიდრეკილია, ამდენად ლანდშაფტების აღდგება-გაჯანსაღება და გვალვის შემცირება დედოფლისწყაროს მაცხოვრებლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
.
პროექტი „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის მხარდაჭერა ტყის
დეგრადაციით გამოწვეული სათბური აირების ემისიის შემცირების მიზნით“
საქართველოს მთავრობას დაეხმარება მიაღწიოს ამბიციურ პოლიტიკურ მიზანს, რომ ტყის მდგრადი მართვის პრინციპების საშუალებით დაფაროს ეროვნული სატყეო სააგენტოს (NFA) მიერ მართული ტყეების 1.8 მილიონი ჰა, რაც უზრუნველყოფს საქართველოს ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების გაუმჯობესებას და, შესაბამისად, ტყის დეგრადაციით გამოწვეული სათბური გაზების გაფრქვევის შემცირებას.
.
ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნები, შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პატრიკ ფრანცენი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები, მათ შორის დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
.
0
30
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0