საზოგადოება ვერც სიტყვით და ვერც საუბრით გადმოვცემ იმ სულიერ სიმძიმეს, რაც მომხდარმა ტრაგედიამ გამოიწვია ჩემში-გელა დაიაური 2020, 25 აგვისტო, 10:36 ![]() ![]() შეგახსენებთ 2010 წლის 22 ივლისს მუცოს ხეობაში დატრიალებულ საშინელ ტრაგედიას. ათენგენობიდან (მთიელთა უძველესი დღესასწაული) მომავალი"ჯიპის" მარკის ავტომობილი, სადაც 10 ადამიანი იჯდა, გზიდან გადავარდა. ავტოკატასტროფამ 7 ადამიანის, მათ შორის – 3 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაიღუპნენ გელა დაიაურის მეუღლე, მომღერალი და პოეტი თეონა ქუმსიაშვილი, მათი ორი ვაჟი – დემეტრე და ჯარჯი, თეონას და – ნათია, გელა დაიაურის მეჯვარე ბერდია არაბული, მისი მეუღლე სოფო ღოღობერიძე და მათი ვაჟი – მამუკა. საუბედუროდ, დემეტრე დაიაური და მამუკა არაბული ადიდებულმა მდინარე არღუნმა გაიტაცა… ორი დღის წინ ხევსურეთში, შატილის გზაზე, სოფელ ბისოს სიახლოვეს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც მიკროავტობუსი კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 17 ადამიანი დაიღუპა და 3 მძიმედ დაშავდა. ![]() 178 2-ს მოსწონს
|