x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ნაძირალა თამაზ ხომასურიძე მუხროვანის ამბოხის დადგმაში მონაწილეობდა, ბევრი გაწირა - ლია კრიალაშვილი
image


პოლკოვნიკ გია კრიალაშვილის და, ლია კრიალაშვილი ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, ზ.ხ-ს მამის თამაზ ხომასურიძის განცხადებას ეხმაურება. კრიალაშვილი ხომასურიძის საჯარი განცხადებებს აფასებს და ექსკლუზიურად ამობს, რომ თამაზ ხომასურიძე არის ნაძირალა პიროვნება, არაადამიანი. აქვე ახალი დეტალებიც გაჟღერდა, კრიალაშვილის მტკიცებით, მან ხალხი გაიმეტა, მონაწილეობა მიიღო მუხროვანის ამბოხის სპექტაკლის დადგმაში.


POSTV-ის სიუჟეტის თანახმად, საკუთარ წარსულზე საუბრისას, ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ხომასურიძემ თქვა, რომ ყოფილი მაღალჩინოსნის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის აგენტი იყო და მუხროვანის ამბოხთანაც კავშირშია.


„პენსიაში გასულმა ხომასურიძემ პროკურატურასთან შიმშილობა გამოაცხადა. შაქრაშვილის საქმეზე დაკავებულების მშობლებიდან ერთადერთია, ვინც პროტესტის რადიკალური ფორმა აირჩია. პოლკოვნიკ გია კრიალაშვილის და ხომასურიძის წარსული საქმიანობიდან გამომდინარე ვარაუდობს, რომ მას კავშირი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კვლავ აქვს და პარტია ისევე, როგორც სხვა ტრაგედიებს, შაქარაშვილის საქმესაც პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს” ამბობს ავტორი.როგორც სიუჟეტშია აღნიშნული, თამაზ ხომასურიძემ შიმშილობა გადააწყვეტინა საკუთარ შვილსაც. ზ.ხ უკვე რამდნეიმე დღეა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს. დღეს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების პროცესი სწორედ ზ.ხ-ს ჯანმრთელობის მდგოამრეობის გამო გადაიდო.„პროკურორი პროცესის ხელოვნურად გაჭანურების მცდელობაზე საუბრობს. დავით ყაზარაშვილის თქმით, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა პროცესის გაგრძლეების საშუალებას იძლეოდა, თუმცა ზ.ხ-მ სხდომა მაინც დატოვა.



„ღრმა დაშიფვრის ოფიცერი ვიყავი საიდუმლო სამსახურში. ჩანერგვა რა არის ხომ ხვდებით. ვანო მერაბიშვილთან ვმუშაობდი, მე გავხსენი მუხროვანის ამბოხი. ნდობაში შევედი გია ღვალაძესთან და კიდევ ოთხ პირთან. შემოვიტყუე ჩემთან სახლში და ისე ავიყვანეთ, ერთი ტყვია არ გავარდნილა ჩემს სახლში. მერე კანტუზია დამემართა, ვეღარ ვმუშაობდი და პენსიაში გავედი. მაგრამ, პროფესიონალი პროფესიონალად რჩება“


„მე ვარ კონტრდაზვერვის დივერსიული ჯგუფის ყოფილი თანამშრომელი. ამ ტიპის საქმეს, ჩვენ ნახევარ საათში გავხსნიდით. მე რომ ახლა კანონიერი უფლება და რესურსი მქონდეს, ორ დღეში დავულაგებ გამოძიებას, რა მოხდა და როგორ. თუმცა, ჩემს ყოფილ თანამშრომლებს ვთხოვე დახმარება, მათ მოიპოვეს ინფორმაცია. საბურთალოელებთან ჩავნერგეთ ჩვენიანი, რომელმაც დააზუსტა, რა როგორ იყო, მაგრამ ამ ინფორმაციას მე ახლა არ გავასაჯაროვებ, რადგან ჰაერზე არ ვილაპარაკებ. ჯერ ფაქტებს შევაგროვებ დოკუმენტურად და შემდეგ. ბიჭებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ რამდენიმე დღეში მომაწვდიან სრულ ინფორმაციას. ხვდებით ალბათ, რომ ამასაც რომ ვამბობ, ახლა ძალიან ვრისკავ, რადგან ეს ყველაფერი არაკანონიერი გზით არის მოპოვებული” – განაცხადა თამაზ ხომასურიძემ.


ბრალდების მხარემ უპასუხა ადვოკატების პრეტენზიებსაც, რომ ადვოკატებს სასამართლოს დარბაზში, საკუთარი საქმიანობის განსახორიელებლად, შესაბამისი ინფრაქსტრუქტურა არ აქვთ.


გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმე უნდა გამოკითხულიყო. საქმეზე შემდეგი სხდომა 26 აგვისტოს, 14:00 საათზე ჩაინიშნა” – ამბობს ავტორი.



გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულმა ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა ზ.ხ.-მ და მისმა მამამ, თამაზ ხომასურიძემ, შიმშილობა დაიწყეს. როგორც თამაზ ხომასურიძემ თქვა, სამი დღის შემდეგ ის მშრალ შიმშილობაზე გადავა, ერთი კვირის თავზე კი პროტესტის კიდევ უფრო რადიკალურ ზომას მიმართავს. თამაზ ხომასურიძემ შიმშილობა გენერალური პროკურატურის წინ დაიწყო. ახალი დეტალების შესახებ “რადიო თავისუფლებასთან” საუბრობს.

1
580
3-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
580
  
2020, 22 აგვისტო, 11:41
გეთანხმებით ბატონო ილია და ჩემს სიტყვებზეც პასუხს ვაგებ თუ საჭირო გახდა პროკურატურაშიც და სასამართლოშიც.
ეს ტვინნაღრძობი ხომასურიძე (მძიმე კონტუზიის გამო დაითხოვეს სამსახურიდან) ცნობილი პროვოკატორი და არანაკლებ ცნობილი ყოფილი ზონდერია, მერაბიშვილის მიერ საქართველოში ყველაზე ბრძოლისუნარიანი სატანკო ბატალიონის დასაშლელად მოწყობილი პროვოკაციის ერთერთი მონაწილე ეს ნაგავი ხომასურიძეცაა ახლა ანგელოზად, რომ მოაქვს თავი.
0 1 1