სიახლეები საზარელი ავტოავარია ფონიჭალაში: დაიღუპა 4 პირი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი 2020, 16 აგვისტო, 11:15 მნიშვნელოვანი მსხვერპლი მოჰყვა ავტოავარიას ფონიჭალაში - დაღუპულია 4 ადამიანი, საიდანაც 2 არასრულწლოვანია. დაშავდა შვიდი პირი. ამის შესახებ თვითმხილველები იტყობინებიან.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. რა გახდა ავარიის მიზეზი, ჯერჯერობით დადგენილი არ არის. მომდინარეობს მოკვლევა.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
საქართველო ავტოკატასტროფების რაოდენობის მიხედვით ევროპაში ერთ-ერთ პირველ პოზიციაზეა. მაგრამ ყველაზე საგანგაშო რაც არის, ავტოავარიების რიცხვი ჩვენს ქვეყანაში ევროკავშირის ქვეყნებისგან განსხვავებით კი არ მცირდება, არამედ წლიდან წლამდე იზრდება კიდეც, რასაც სტატისტიკა მოწმობს. 214 შეფასება არ არის
|