x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
იესო ქრისტე სუპერვარსკვლავის ავტორმა საცდელი ვაქცინა გაიკეთა
image
ინგლისელმა კომპოზიტორმა ენდრიუ ლოიდ
ებერმა თაყვანისმცემლებს განუცხადა, რომ მზად არის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირებაზე მოხალისედ ჩაეწეროს , რათა "დაამტკიცოს, რომ თეატრებს უსაფრთხოდ შეუძლიათ ხელახლა გახსნა".



ოქსფორდის უნივერსიტეტმა ფარმაცევტულ კომპანია AstraZenec-სთან შექმნა ვაქცინა ChAdOx1 nCoV-19


უებერმა Twitter- ზე თავის 209 მილიონ გამომწერს აუწყა, რომ ის გახდება ერთ-ერთი პირველი, რომელზეც ვაქცინა გამოიცდება. რამდენიმე საათის წინ, 72 წლის კომპოზიტორს გაუკეთეს პირველი ინექცია.

image


კომპოზიტორმა ადრე გააკრიტიკა დიდი ბრიტანეთის მთავრობა საკონცერტო მოედნების დახურვის გამო.


პანდემიის დროს, ლოიდ უებერმა გამოიყენა საკუთარი YouTube არხი, რა დროსაც განხორციელდა მისი მიუზიკლების ჩანაწერების ტრანსლირება. ასე აგროვებდა ის ფულს ქველმოქმედებისთვის . თავად კომპოზიტორი მნიშვნელოვნად დააზარალა პანდემიამ.


გასულ თვეში, მისი შოუ, "ოპერის მოჩვენება", რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მეტჯერ დადგმული მიუზიკლი იყო ლონდონში, სამუდამოდ დახურეს ვესტ-ენდში. შოუს პროდიუსერმა კამერონ მაკინტოშმა განაცხადა, რომ ლონდონში მისი ყველა შოუ სცენაზე მინიმუმ 2021 წლამდე ვერ დაბრუნდება.


ადრე, ბრიტანელმა მუსიკოსებმა მთავრობას ფინანსური დახმარება სთხოვეს. ბრიტანული მუსიკალური ინდუსტრია ეკონომიკაზე, ჯანდაცვასა და ტურიზმზე არანაკლებ დაზარალდა . Rolling Stones-მა და ედ შირანმა შეაგროვეს 1500-ზე მეტი მუსიკოსის ხელმოწერა, რომლებიც მთავრობისგან მხარდაჭერას მოითხოვენ.


ენდრიუ ლოიდ უებერი ავტორია ისეთი ცნობილი მიუზიკლებისა, როგორიცაა "იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი", "ევიტა", "ოპერის მოჩვენება" "კატები" და სხვა, , მინიჭებული აქვს "რაინდის" და "სერ"-ის ტიტული, უებერი იმ უიშვიათესი ადამიანების რიცხვშია, (სულ 15 ხელოვანი მთელს მსოფლიოში) რომელიც "ოსკარის", "ემის""გრემის" და "ტონის" მფლობელია.


0
30
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0