x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„არ ვიცი რით გამოიწვია ნდობა ამ ყოვლად ბოროტმა და ნამუსგარეცხილმა ადამიანმა“
image


ციანიდის საქემზე დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მიმართავს. მამალაძე გაკვირვებულია, მთავარი პროკურორისა და ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრების შეხვედრის შემდეგ რატომ საუბრობს თამუნას დედა, რომ მთავარ პროკურორ შოთაძეს ოჯახი ენდობა. მამალაძის თქმით, მთავრი პროკურორი ირაკლი შოთაძე, მათ ნდობას არ იმსახურებს. თორნიკე მამალაძე პროკურატურის მაღლჩინოსას, მაჩალიკაშვილისა და გიორგი მამალაძის საქმეების გაყალბებაში სდებს ბრალს. ამასთან მამალაძე გარდაცვლილი პროგრამისტის მშობლებს აფრთხილებს, რომ შოთაძე, ხელისუფლების ნებისმიერ ბრძანებას შეასრულებს.


„ეხლა მოვისმინე, რომ ბაჩალიაშვილის ოჯახი შოთაძესთან შეხვედრის შემდეგ აცხადებენ, რომ ნდობას უცხადებენ მთავარ პროკურორს. არ ვიცი რით გამოიწვია ნდობა ამ ყოვლად-ბოროტმა და ნამუსგარეცხილმა ადამიანმა, მაგრამ მე ჩემი მხრიდან მინდა ჭირისუფალ ოჯახს ვუთხრა, რომ შოთაძემ ჩემი ძმის დეკანოზ გიორგი მამალაძისა და ასევე თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეებზე გაყალბების და შეკერვის უბადლო ოსტატობა აჩვენა. ეს კაცი სწორედ მნიშვნელოვანი საქმეების კვალის აბნევისთვის და ფალსიფიცირებისთვის ყავთ დასმული მაგ თანამდებობაზე. რაც შეეხება ამ მოკლული გოგოს საქმეს, ფაქტია, რომ ხელისუფლების ინტერესი გამოძიების არასწორი მიმართულებით წარმართვაა, ბუნებრივია, რომ ძალიან გავლენიანი ადამიანები არიან ჩარეული ამ ამბავში. ასე რომ, ზუსტად ვიცი, შოთაძე ზედმიწევნით შეასრულებს მათ დაკვეთას და ოჯახის ნდობა მორიგ გაწბილებად გადაიქცევა“, - წერს თორნიკე მამალაძე.


ცნობისთვის, გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა, საქმის გამოძიებაში მთავრ პროგურორ ირაკლი შოთაძეს ნდობა გამოუცხადეს.



0
501
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
501
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0