ბიოგრაფია ჩინგ ში – მეძავი, რომელიც ჩინელი მეკობრეების დედოფალი გახდა 2022, 13 სექტემბერი, 16:51 ზღვისთვის სულ ერთია, კაცი ხარ თუ ქალი, იმ შემთხვევაში, თუ არმიის მართვა შეგიძლია, რომელშიც 70 000 ადამიანი ირიცხება. ჩინელმა ჩინგ შიმ ეს შეძლო — მან თავისი გზა მეძავობით დაიწყო, მაგრამ საკუთარი, დე–ფაქტო სახელმწიფოს შექმნა შეძლო და უდიდესი ფლოტი დაიქვემდებარა. XIX საუკუნის დასაწყისში, ჩინგ შის პირველი სამუშაო ადგილი საროსკიპო — «ყვავილოვანი ნავი» იყო. გემი ამ სახელწოდებით, სამხრეთ ჩინეთის ზღვის სანაპირო წყლებში ცურავდა და კლიენტებს მხოლოდ მეძავების მომსახურებას კი არა, თეატრალურ წარმოდგენებსაც სთავაზობდა. 26 წლის ჩინგ ში, თავისი ოცნების მამაკაცს სწორედ ამ გემზე შეხვდა. მას ჩჟენ ი ერქვა და ერთ-ერთი ყველაზე საშიში მეკობრე იყო, რომელიც სამხრეთ ჩინეთის წყლების უმეტეს ნაწილს აკონტროლებდა. მაგრამ, ქორწინების წინ, ჭკვიანმა ჩინგ შიმ პირობა დააყენა: ის მისი ერთგული მეუღლე იქნებოდა, მაგრამ ქმარს, მისთვის, ფლოტის მართვის თანაბარი უფლება უნდა მიეცა. იმ ეპოქაში, ქალის მიერ, მამაკაცთან თანაბარ პირობებში, ათასობით ადამიანისგან შემდგარი არმიის მართვა, წარმოუდგენელი რამ იყო. მაგრამ, მეკობრეთა სამყაროში, ხმელეთის კანონები და წესები არ მოქმედებდა... მთავარი მეკობრეების ოჯახურმა ბედნიერებამ დიდ ხანს არ გასტანა — 2 წლის შემდეგ, ჩჟენი გარდაიცვალა და ქალბატონი ჩჟენი მეკობრეების მეთაური გახდა. ასე მოხვდა მის ხელში 70 000 ზღვის ავაზაკი და 400 გემი, რაც საკმაოდ დიდი ფლოტი იყო! ჩჟენის გემებზე რკინის დისციპლინა სუფევდა — ეს ერთადერთი გზა იყო, ქალის მიერ, მამაკაცების დიდი რაოდენობის კონტროლისთვის. მაგ., თუ ვინმე არ შეასრულებდა წოდებით უფროსის ბრძანებას, მას თავს აჭრიდნენ. სიკვდილით ისჯებოდა დატყვევებული ქალების გაუპატიურება და ხაზინის ქურდობით. ტყვე–ქალის გემზე დატოვება, ცოლის ან ხარჭის სტატუსით, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუ ამაზე, თავად ქალი იყო თანახმა. ქალბატონი ჩჟენი მეკობრეების სხვა ფლოტებსაც დაუკავშირდა და უდიდესი მეკობრული კოალიცია შექმნა. XVIII — XIX სს. მეკობრეების დაჯგუფებები ჩინეთში, მხოლოდ ცალკეული სუბიექტების კავშირი კი არა, სრულფასოვანი პოლიტიკური ერთეულები იყო, რომელზეც ხელისუფლება ნადირობდა. მათ საკუთარი გავლენის ზონები, საკუთარი კულტურა ჰქონდათ და მხოლოდ საკუთარი კანონებით ცხოვრობდნენ და ხელმძღვანელობდნენ. მეკობრეების ასეთი ძლიერი ფლოტის არსებობა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას არ აწყობდა და 1808 წელს მისი განადგურება გადაწყდა. მაგრამ, მეკობრეებმა ხელისუფლების თავდასხმა მოიგერიეს, მათი გემები ჩაძირეს, ხოლო გადარჩენილებს, ნაპირზე მეთევზეების გემებით მოუხდათ დაბრუნება. მრავალი წლის მანძილზე, ე. წ. წითელი ფლოტის განადგურებას ბევრი ცდილობდა, დაწყებული მეკობრეების მოწინააღმდეგეებიდან და პორტუგალიის და ბრიტანეთის ხელისუფლებით დამთავრებული. მართალია, მეკობრეების ფლოტი დასუსტდა, მაგრამ მისი განადგურება ვერ მოხერხდა. ამიტომ, ცინის იმპერატორმა ქალბატონ ჩჟენს ზავი შესთავაზა, შემდეგი პირობით: ის და მისი მეკობრეები ყაჩაღობაზე ხელს აიღებდნენ და საზოგადოების ღირსეული წევრები გახდებოდნენ. სამაგიეროდ, ხელისუფლება მათ მიერ ჩადენილ არაერთ დანაშაულზე "თვალს დახუჭავდა". 1810 წელს ჩჟენი ხელისუფლების მხარეს გადავიდა, ხოლო მისმა II ქმარმა ჩინეთის მთავრობაში ადმინისტრაციული თანამდებობა მიიღო. ორიოდე წლის შემდეგ, წყვილს ვაჟი შეეძინა. ხოლო, კიდევ 10 წლის შემდეგ, ჩჟენი ისევ დაქვრივდა და საცხოვრებლად გუანჯოუში გადავიდა, სადაც ხელისუფლებისთვის მიცემული დაპირების მიუხედავად, აზარტული თამაშების დაწესებულება გახსნა, სადაც უმეტესწილად, კრიმინალები იკრიბებოდნენ. ჩჟენი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა, რაც მეკობრეების სტანდარტების მიხედვით — ღრმა სიბერე იყო. * ჰიტლერი ბერლინის მსოფლიო დედაქალაქად გამოცხადებას აპირებდა* მეცნიერებმა 5 სიმღერა დაასახელეს, რომლიც ბედნიერების შეგრძნებას იწვევს* ჯანმრთელი კვება ჩაი, რომელიც ამცირებს ალცჰეიმერის და პარკინსონის განვითარების რისკს და არა მხოლოდ...* კატას 10 დაავადების პროფილაქტიკა და მკურნალობის ხარჯების დაზოგვა შეუძლია* მარტივი ლოგიკური კითხვა, რომელიც უმრავლესობას აბნევს (პასუხი აქვს)* საწოლის თეთრეულის დაუთავება და მაღვიძარა სახიფათოა ჯანმრთელობისთვის – ეს და სხვა პრაქტიკული რჩევები* ტიბეტელი ასტროლოგის 25 რჩევა, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის* როგორ ავარჩიოთ ნამდვილი თაფლი, გავუხანგრძლივოთ პურს ვარგისიანობის ვადა და სხვა ხრიკები, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს574 3-ს მოსწონს
|